ალექსი და ლუი დანჯღრეულ,ძველ მანქანაში ისხდნენ.
ძველი ,,ფორდი" მიდიოდა ასევე ძველ და მტვრიან გზაზე.ბუღს აყენებდა.იყო სადგურამდე მისასვლელი სხვა გზაც,მაგრამ ალექსმა ცნობისმოყვარეთა თვალს მოშორებული გადაადგილება არჩია.
ლუი უკანა სავარძლებზე იყო მიბმული და ხელები უფეთქავდა მოჭერილი თოკებისგან.ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდნენ,ჰარის როდის ნახავდა და მის მკლავებში თავს უსაფრთხოდ როდის იგრძნობდა.
ალექსიც იზიარებდა ლუის აღტაცებას,ოღონდ სხვა მიზეზის გამო.
ამ საზარელ კაცს ფულის სუნი სცემდა და ეს სურვილისგან გონებას უბინდავდა და სუნთქვას უკვრიდა.ლუის ეს ძალიან უკვირდა.ბავშვობიდან,სანამ გარდაიცვლებოდა,დედა ასწავლიდა,რომ ფული მნიშვნელოვანი არ იყო.
რომ ფულზე მეტად ყურადღება ადამიანის ბუნებისთვის უნდა მიექცია.
"ალბათ,ალექსს ცუდი ოჯახი ჰყავდა".-ასე დაასრულა ამ თემაზე ფიქრი ლუიმ.<<<<<<<<flashbacks>>>>>>>>>>
პატარა ბიჭი იატაკზე წევს.ხელები სახეზე აუფარებია.
სახეზე,რომელიც მუდამ უცინოდა.
ახლა ის სახე დალილავებოდა.
თვალი ჩალურჯებოდა,პირიდან კი თბილი ნაკადულივით მოწანწკარებდა წითლად ანთებული სისხლი.ალექსი სულ პატარაობიდანვე მხიარული ბავშვი იყო.სულ იქცევდა გარშემომყოფების ყურადღებას ხუმრობებითა და ფართო ღიმილით.
თუმცა ამ ნიღბის ქვეშ რაღაც უფრო ღრმა და მტკივნეული იმალებოდა.პატარა ალექსს სახლში მისვლა ეზიზღებოდა და ცდილობდა რაც შეიძლებოდა მეტი დრო გაეტარებინა გარეთ და გვიან დაბრუნებულიყო სახლში.
მიზეზი კი როგორც ბავშვების უმეტეს შემთხვევაშია,მამა იყო.
თუმცა,არა მარტო მამა.შინ როგორც კი შეაბიჯებდა,მაშინვე სცემდა შმორისა და ალკოჰოლის მყრალი სუნი.
მამა დივანზე წამოლილიყო,შევერცხლილი თმა და პატარა ულვაში ჰქონდა.
როგორც ყოველთვის,სწორედ მისი დამსახურება იყო სახლში ღვინის სუნი.
YOU ARE READING
Forbidden love(აკრძალული სიყვარული)
Fanfictionლარი. აკრძალული. ჩუმი. სიყვარული. სიკვდილი. სიმართლე.