-პოლიციაა,გააღეთ!-გაისმა ყვირილი.
ენდრიუ და ლესლი ჰარის და ოლივიას შეაჩერდნენ.ჩანდა,ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა და ვერ გამოძრავდნენ.
-გააღეთ!-განმეორდა ხმაური.
ენდრიუმ ხმა ამოიღო,თან კარისკენ დაიძრა:
-ეს თუ რომელიმე თქვენგანის გამო ხდება,ორივეს მოგკლავთ.შენ კი,ახალგაზრდა ქალბატონო ამაზე მერე დაგელაპარაკები.
ოლივიას თვალები ცრემლებით აევსო და ამის დასაფარად ფანჯრისკენ მიბრუნდა.
ლესლი ჯერ კიდევ გაუნძრევლად იდგა,ჩანდა ახლაც ვერ ანაალიზებდა მომხდარს.
ენდრიუმ კარი ხელის კანკალით გააღო,ჰარი სულმოუთქმელი ელოდებოდა,ვინ დახვდებოდა კარს უკან და რატომ.
კარი ნელა გაიღო.
გამოჩნდა პოლიციელი,მის უკან კი...მის უკან ბიჭი.
ჰარის მუცელში ათასობით პეპელა აუფარფატდა,გულმა სწრაფად ცემა დაუწყო,სახე კი გაუბრწყინდა.
თუმცა ეს ყველაფერი მალევე შეიცვალა,როცა თვითონ ლუის სახე დაინახა.
ბიჭს თვალები სიძულვილით ავსებოდა,ტუჩებიც კი ზიზღს ასხივებდა.ლუი ასე მხოლოდ ჯოშს უცქერდა. ,,ნუთუ მეც ჯოშივით გავხდი მისთვის?"გაიფიქრა სასოწარკვეთილმა ჰარიმ.
შემდეგ მიხვდა და თავის თავს გაუბა ფიქრებში ლაპარაკი.
"აბა რა გეგონა?-ცინიკურად ესაუბრებოდა საკუთარ თავს.-"მიატოვე,შენ კი გეგონა აქ მოვიდოდა,ყველაფერს გაპატიებდა და ჩაგეხუტებოდა?საცოდავო!"
ჰარის თავისივე ფიქრებმა იმდენად ატკინა გული,რომ ცრემლები წამოუვიდა.
ბენი კარში შემოვარდა,ხელში თოფი ეჭირა.
ენდრიუ და ლესლი ერთმანეთს ეკვროდნენ,ოლივია კუთხეში მოკუნტულიყო და ტიროდა.
პოლიციელი დამშვიდდა.მიხვდა,რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევას არავინ არ აპირებდა და იარაღი ბუდეში დააბრუნა.გადაწყვიტა,ყველაფერი აეხსნა ხალხისთვის,რომლებიც,როგორც ჩანდა,ვერაფერს მიხვდნენ.
-ჩვენ აქ ჰარი სტაილსის დასაპატიმრებლად მოვედით.მან ფიზიკურად იძალადა დედამისზე და მამინაცვალზე.
ოთახში გაურკვევლობის სუნი დადგა.
პირველმა ჰარიმ ამოიღო ხმა:
-მე არაფერი მიქნია,ეს ტყუილია..
-აი ლუიმ კი,სხვა რამ გვითხრა.
ჰარი ლუის მიაჩერდა.მის მზერაში უსაზღვრო ტკივილი და სევდა იკითხებოდა.ლუიმაც დაუბრუნა მზერა,ოღონდ მისი მზერა სიბრაზით იყო სავსე.
-ლუი...-ჰარის პირს ეს სიტყვა მოსწყდა,მეტი კი ვეღარ გააგრძელა.
ლესლი ჰარის წინ დაუდგა,მხრებზე ხელი ჩაავლო და უთხრა.
-ჰარი,დიდად არც არასდროს მომწონდი,მაგრამ არასოდეს ვიფიქრებდი,რომ ასეთ რამეს ჩაიდენდი.
-ეს შეცდომაა,მისის ვილდ.გთხოვთ...-მუდარით შეაცქერდა ჰარი თითოეულ ადამიანს ოთახში-გთხოვთ,დამიჯერეთ...
პოლიციელმა ჰარის ცივად შეხედა.
-ამას განყოფილებაში გავარკვევთ,სტაილს.ახლა კი,ვშიშობ,უნდა წამოგვყვეთ.
ჰარი მიხვდა,რომ ამ სიტუაციაში უძლური იყო და კაცს დანებდა.
ხელბორკილები ხელს უწვავდა,როდესაც პოლიციის მანქანისკენ მიათრევდნენ.
ზურგს უწვავდა ლუის ზიზღიანი მზერაც.<<Niall's pov>>>
-ღმერთო ჩემო,ღმერთო ჩემო,ღმერთო...-გაუჩერებლივ იმეორებდა ნაილი,თან ტელეფონზე რეკავდა.-არ პასუხობს,ზეინ,რა უნდა ვქნათ?
ზეინის მაგივრად ჯიჯიმ უპასუხა.
-ალბათ,ოლივიასთან იქნება.წავიდეთ,ვნახოთ.
ოლივიას სახლამდე მანქანაში,ხმა არავის ამოუღია.ჰაერი დაძაბულობით იყო სავსე.
მანქანა გააჩერეს.პირველი ლიამი გადმოვიდა მანქანიდან და სწრაფი ნაბიჯით ოლივიას სახლისკენ დაიძრა.
ეზოში რომ შევიდა,გაშეშდა.
-ლიამ!რამე მოხდა?-დაუძახა ნაილმა,თუმცა ლიამს პასუხი არ გაუცია.
ყველამ ნაბიჯს აუჩქარა და ისინიც შევიდნენ ეზოში.
ჰარისთვის ორ პოლიციელს ჩაევლო ხელი და მანქანისკენ მიათრევდნენ,იქვე კი ლუი იდგა.
პირველი ზეინი მიხვდა ყველაფერს და ლუის მივარდა.
-გაგიჟდი?რას აკეთებ?!-უყვიროდა და თან ანჯღრევდა,ლუი კი პასუხს არ სცემდა,ქანდაკებასავით იდგა.
ნაილი მივარდა და ზეინი გააკავა,ის კი ლუისკენ იწევდა და მუშტებს იქნევდა,თან ცალკეულ სიტყვებს ისროდა.
-მე...ჰარი...ის...როგორ შეძგეძლო...
-ჯიჯი!დაგვეხმარე!-დაიძახა ლიამმა.
ჯიჯი მათ მივარდა,ზეინი ცალკე გაიყვანა და დამშვიდება დაუწყო.
ჰარი კი მანქანაში ჩატენეს და წაიყვანეს.
ნაილი ფიქრობდა,რომ ცხოვრების ბოლომდე ემახსოვრებოდა ლუის სახე.
სახე,რომლის თვალებშიც სიძულვილი იკითხებოდა,თან სიყვარულს ასხივებდა.
და ნაილი მიხვდა,რომ ლუის ჰარი ისევ უყვარდა.
"სწორედ ამას ჰქვია სიძულვილამდე სიყვარული."-გაიფიქრა მან და ქალის კივილი მოესმა.
შებრუნდა თუ არა, ანე დაინახა.
ქალს მაისური სისხლში დასვროდა და ხელში ასევე სისხლით დასვრილი დანა ეჭირა.
-მაპატიე!-კიოდა ქალი.-მაპატიე ღმერთო!
ანე მუხლებზე დაეშვა.
YOU ARE READING
Forbidden love(აკრძალული სიყვარული)
Фанфикლარი. აკრძალული. ჩუმი. სიყვარული. სიკვდილი. სიმართლე.