ჰარიმ დილით საშინელ ხასიათზე გაიღვიძა.ლუის გახედა.ბიჭს ანგელოზივით მშვიდად ეძინა,ღიმილი სახეზე შერჩენოდა.
<<flashbacks>>>
-ჰარი!-გაისმა სიბნელეში.
-გისმენ ლუ.
-გინდა,ხუმრობა მოგიყვე?
ჰარის ჩაეცინა:
-ლუი,ღამის 3 საათია.
ბიჭს ეწყინა და მეორე მხარეს გადაბრუნდა.ჰარიმ უთხრა:
-კარგი ჰო,მომიყევი.
What did one bee say to other bee?
I love bee-ing with u,honey.
ორივემ ხითხითი დაიწყო,ჰარიმ ლუის ყურში ჩასჩურჩულა,რაზეც პატარა ბიჭს გააჟრჟოლა.
-ლუი,იცი რა საყვარელი ხარ?
-ალბათ..
ორივეს ერთმანეთზე მიხუტებულებს ჩაეძინათ.<<<author's pov>>>
ჰარი წამოდგა,მიიხედ-მოიხედა, პატარა ჩანთა იპოვა და მასში ტანსაცმელების უჩუმრად ჩაყრას შეუდგა.
სანამ ოთახიდან გავიდოდა,ლუის ბოლოჯერ გახედა და ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.სახლის წინ მანქანა იდგა.
მანქანიდან თავი გადმოყო ქერა გოგონამ.
-ჩაჯექი ჰარი.-უთხრა უხეშად,თუმცა რამდენადაც ჰარი მას იცნობდა,მიხვდა რომ ოლივია არ უხეშობდა.
ჰარის მანქანაში სიგარეტის სუნი ეცა,ოლივია კი არ ეწეოდა.გაჩუმება არჩია და ფანჯრიდან დაიწყო ყურება.
-ლუი ვინ არის?შენი მორიგი მსხვერპლი?
-ჩემი ნახევარძმაა.
ოლივიას მანქანა მოუცურდა,ისე გაოცდა.
-შენ რა,ნახევარძმასთან გააბი რომანი?
ჰარიმ თვალები აატრიალა.
სახლამდე ჩუმად იყვნენ, როგორც კი მივიდნენ,სახლიდან ყვირილის ხმა გაისმა.
ოლივიამ თავი ვალდებულად ჩათვალა,აეხსნა.
-იმედია გახსოვს.ჩემი მშობლები.
-ისევ სულ კამათობენ?
-რათქმაუნდა-მიუგო სიმწრის სიცილით ოლივიამ.
გოგონა კარში შევიდა,ჰარი კი ფანჯრიდან აძვრა ოთახში.
გადაწყვიტეს,მშობლებისთვის არაფერი ეთქვათ.მათ ხომ ჰარი სულ ეზიზღებოდათ.
ბიჭმა ტამსაცმელი გაიხადა და ოხვრით წამოწვა საწოლზე.<<<<Louis pov >>>
გაიღვიძა და ჰარი გვერდით არ დახვდა.თავიდან არაფერი უეჭვია,,იქნებ სააბაზანოშია" გაიფიქრა მან.
2 საათი გავიდა.
ლუი ოდნაბ ანერვიულდა და ჰარის დაუწყო ძებნა.
-ჰარი!ჰარი!-ყვიროდა ის მთელ ხმაზე,პასუხი კი არ ისმოდა.
ჰარი სახლიდან არ გავიდოდა,ეს კი ზუსტად იცოდა.მას პოლიციის ეშინოდა.რომც გასულიყო,ლუის არ მიატოვებდა.ალბათ.
ოთახში ნაილი შემოვიდა.
-ლუი,რას აკეთებ?დილის 12 საათია!
ლუის ცრემლები წამოსცვივდა და ამოისლუკუნა:
-ჰ...ჰარი აქ არ არის...
-რას ნიშნავს არ არის?სააბაზანოშია ალბათ.
-არ...არ არის,მთელი სახლი მოვიარე.
-მაშინ გასულია სადმე-ოდნავ გაღიზიანდა ნაილი.
-შენ არ გ..გესმის ნაილ,ის უჩემოდ არსად წავიდოდა...
-დაველოდოთ,თუ არ დაბრუნდა,მოვძებნით.<<<<harrys pov>>>>
სააბაზანოში უნდა შესულიყო,რომ ხმაური გაიგონა.
ჰარი კარს აეკრა და სუნთქვა შეიკავა.ამწამს ყველაზე ნაკლებად ის უნდოდა,ოლივიას დედას ან მამას დაენახა.
ჰარიმ ჩრდილი დაინახა,რომელიც მძიმედ სუნთქავდა.ოლივიას მამა იყო.
სააბაზანოში შევიდა.ჰარი არ დაუნახავს,რადგან სხვა,უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა.
ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა,თან აქეთ იქით იყურებოდა.
ტელეფონში ჩაიჩურჩულა:
-ახლა არა,საყვარელო ოჯახური ვახშამი გვაქვს.
ტელეფონში წრიპინი გაისმა,ნამდვილად ქალის ხმა იყო.
-ახლა არა მეთქი,ჯოანა.
ოლივიას დედას ლესლი ჰქვია.
-გადმოგირეკავ მერე.
გაბრაზებული ხმით თქვა და ტელეფონი გათიშა.
ჰარი ყურებს ვერ უჯერებდა.28 წელია ერთად არიან და ენდრიუ ლესლის ღალატობს?-ჰარიმ ოდნავ ამოისუნთქა.
ენდრიუ კართან იდგა,მაგრამ უცებ მობრუნდა.
ჰარი კარს უფრო აეკრა,თან შიშისგან ლამის გული წასვლოდა.
კაცმა ალბათ იფიქრა,მომეჩვენაო და სააბაზანოდან გავიდა.
ჰარიმ ფეხის ნაბიჯებს მიაყურადა და როცა ისინი კარს მოშორდა,შვებისგან ამოისუნთქა.
კარს მოშორდა და სააბაზანოდან ფეხაკრეფით გავიდა.
ოლივიას ოთახში შევიდა.გოგონა ტიროდა.
-რა ხდება?-ჰკითხა ჰარიმ გულისხმიერად.
-დედაჩემმა და მამაჩემმა ისევ იჩხუბეს.ასე აღარ შემიძლია-ტირილით ამოთქვა გოგონამ.
ჰარიმ გადაწყვიტა,სანერვიულებელი არ დაემატებინა და არაფერი ეთქვა ენდრიუს ტელეფონის ზარზე.
ჰარის წყურვილი ამოძრავებდა,ლუის წყურვილი.ლუის კოცნა უნდოდა.ლუი კი გვერდით არ ჰყავდა.ამიტომ,ვინც ჰყავდა,იმის კოცნა გაიფიქრა.
ჰარი სწრაფი ნაბიჯით მივიდა ოლივიასთან და ტუჩებზე დაეკონა.
პატარაა მაგრამ მეზარება მეტის დაწერა,შემდეგი უფრო დიდი იქნება.ინტრიგა შემოვიტანე😌😎
Holivia=eww (ჩემი აზრით)😚
YOU ARE READING
Forbidden love(აკრძალული სიყვარული)
Fanfictionლარი. აკრძალული. ჩუმი. სიყვარული. სიკვდილი. სიმართლე.