ცარიელ დერეფანში სიტყვების ექო გაისმა.
"რას ქენი?რა ქენი?რა ქენი..." თითქოს ამ გამეორებით დასცინოდა სამყარო მათ მდგომარეობას.
-ჰარი...არ მეგონა ეს ასე თუ გაგაბრაზებდა.შენ ხომ ჯოშს ვერ იტანდი...
ჰარის სახეზე აღშფოთებამ დაუარა.
-ვერ ვიტანდი,მაგრამ სიკვდილს არ ვუსურვებდი,დედა!
ქალი დანებდა.
-მართალი ხარ ჰარი.ჩემს საქციელს რათქმაუნდა არ ვამართლებ,უბრალოდ ვერ მოვითმინე,როცა მითხრა რომ შენი საწინააღმდეგო ჩვენება უნდა მიმეცა.ახლა არავინ მიშლის ხელს,რომ სიმართლე ვთქვა და პატიმრობისგან გიხსნა.
ჰარი მოლბა.ფართო მხრები გაშალა
და დედა გულში ჩაიკრა.
ანეს გულზე მოეშვა და თვითონაც მოხვია ხელები შვილს.
ჰარი დედას უეცრად მოშორდა.ლუი შეამჩნია.
ლუი უხერხულად შეიშმუშნა.
ჰარი პირი დააღო.რაღაცის თქმა დააპირა,თუმცა პირი მალევე დახურა და სხვა მხარეს გაიხედა.ჩანდა,კამათის წამოწყება არ უნდოდა.
ნაილი მიხვდა,რომ ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნა და განმუხტვა სცადა.
-მაიკლ,დაკითხვაზე პირველი რომელი შევა?
მაიკლი გამოფხიზლდა:
-ჰარი.2 საათში ანე.
მაიკლი გავიდა და ვიღაცას დაუძახა.
ორ წუთში ოთახში შემოვიდა ქერა გამხდარი ახალგაზრდა პოლიციელი.
ჰარის მხარზე ხელი მოჰხვია და ოთახიდან ნაზად გაიყვანა.<<<<HARRYS POV>>>>
ოთახში გაიყვანა კაცმა.ოთახი პატარა იყო.ჰარიმ გაიფიქრა,ფილმებში ნანახს სულაც არ ჰგავსო.მხოლოდ პატარა მაგიდა და ორი სკამი იდგა.არსად ჩანდა დასაკვირვებელი ოთახი ან ფურცლები და რუკები.
პოლიციელმა სკამზე მიუთითა.
ჰარი მორჩილი ძაღლივით დაჯდა.
YOU ARE READING
Forbidden love(აკრძალული სიყვარული)
Fanfictionლარი. აკრძალული. ჩუმი. სიყვარული. სიკვდილი. სიმართლე.