შენი მოკვლა-ეს ერთადერთი რაც მათ შენგან უნდათ .
იუნგიმ ისევ სინტიას შეხედა , ის ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს .- წყალი გინდა?
სინტიას ხმა არ ამოუღია მაგრამ თავი დაუქნია , მან სწრაფად ჩამოასხა წყალი ჭიქაში და სინტიას მოუტანა მანაც გამოართვა და დალია.- იუნგი , მე არ არ მოვკვდები ხო?
სინტია ცოტაც და ტირილს დაიწყებდა , მაგრამ თავის შეკავებას მაინც ცდილობდა ...იუნგი არ იყო ბიჭი რომელიც ასეთ მდგომარეობაში მყოფს რამეს დაპირდენოდა და მისცემდა ტყულ იმედებს მაგრამ იმ წამს როცა მან სინტიას აცრემლებული თვალები დაინახა თითქოს გულში სითბო ჩაეღვარა მოუნდა ამ ადამიანის დაცვა ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს დაუფიქრებლდ მის გამო თავის სიცოცხლესაც გაწირავდა , სინტიამ მასზე უეცარი გავლენა მოახდინა .
იუნგიმ მისი დანახვის თანავე თავი უცნაურად იგრძნო.
ახლა კი ის იდგა სინტიას წინ და უყურებდა მის ატირებულ სახეს და ფიქრობდა თუ რა ექნა რითი დაემშვიდებინა გოგო ბოლოს კი მხოლოდ ეს მოიფიქრა.მან სწრაფად მიიზიდა სინტია და გულში ჩაიკრა .
ფრთხილდა უსმევდა თმაზე ხელს და მის მელოდიურ სუნთქვას უსმენდა.
სინტიამ ვეღარ გაუძლო და ატირდა მჭიდროდ მოხვია ხელები და ჩაეხუტა.
- არავის მივცემ შენი მოკვლის უფლებას ... დაგიცავ გპირდები.
თქვა და ჩახუტება გააგრძელა .
.
.
.- სინტია , იქნებ დაძინება გეცადა მე აქ ვიქნები ნუ შეგეშინდება .
თქვა და სინტიას გაუღიმა მანაც თავი დაუქნია და საწოლისკენ წავიდა მშვიდად დაწვა და ძილს მიეცა იუნგი გაურგვევლობაში იყო თითქოს თავის გრძნობებს ებრძვოდა .უყურებდა სინტიას და ხედავდა რაოდენ საფრთხეში იყო .
- ნუთუ სამყარო იმდენად სასტიკია რომ ამისთვის გაგწირავს ?
თავისთვის დაიჩურჩულა და ფანჯარასთან მდგომ დივანზე დაჯდა , თან წვიმის მელოდიურ ხმას უსმენდა.
![](https://img.wattpad.com/cover/299926692-288-k94102.jpg)
YOU ARE READING
"მარადიული" - *THE ETERNAL * (დასრულებული)
Fanfiction‼️ გაფრთხილება ‼️ ვისაც არ გიყვართ დრამები ნუ წაიკითხავთ .