თავი 10

1.5K 55 0
                                    

ალექსანდრე:
ანასტასია ძალიან მხიარული გოგონა აღმოჩნდა, მაგრამ მგონი ცოტა გიჟია ჩემ კაბინეტში, რომ შემოვიდა ხელის ქნევა დაიწყო და ბუზებს დაბრალა ყველაფერი. არადა ვიცოდი, რომ ჩემ კაბინეტში ბუზები არ იყო. შუა საუბარში უცებ მოსშივდა რას გამაკვირვა, ზრდილობა გამოვიჩინე და რესტორანში წავიყვანე მანდ კიდე რამდენი რაღაც შეუკვეთა და თვალები შუბლზე ამივიდა. გამაგიჟებს ეს გოგო ერთ დღეს მე, ამის ბიზნეს პატრიონი, რომ გავხდე გამძლეობა უნდა მომცეს ღმერთმა რომ ავიტანო. მას გვარი, რომ ვკითხე რაღაც დებილობა გვარი თქვა სიცილით მოვკვდი, მეც დებილი ვარ რას ვკითხე, ხომ ვიცოდი, რომ გელოვანი იყო. უბრალოდ თავს უხერხულად ვგრძნობდი და არ ვიცოდი რა მეკითხა, და როგორ დამეწყო საუბარი. ანასტასია ახლა შეკვეთილ საჭმელებს ძალიან ჩქარა და გემრიელად ჭამს, მე ძალიან ცოტას ვჭამ რადგან უკვე დავნაყრდი და აღარ მშია. მაგიდაზე იმდენი საჭმელია, არამგონია ამდენის ჭამა შეძლოს. მაგრამ ანასტასია მაინც მადიანად ჭამს, და ყურადღებას სულაც არ მაქცევს. ანასტასიამ, როცა მითხრა, რომ ყველამ უნდა გაერთოს რადგან მერე მოენატრებათ ეს დროვო, ამაში მართლა ვეთანმები ჩემთვის ნუგეშივით იყო მისი სიტყვები და ძალიან კარგ გუნებაზე დამაყენა რადგან ჩემთვის მსგავსი არავის უთქვამს. გიჟი, რომ არის მაგრამ მაინც გონიერი და ჭკვიანი ჩანს. მისი გამომეტყველებიდან მივხვდი, რომ მისთვის სულ ერთი იყო ჩემი ბიზნესის მდგომარეობა და სისუსტეს ყურადღება არ მიუქცევია.
- სანამ ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, მანამდე ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ - ვცადე მისი ახლოდან გაცნობა, რადგან სიჩუმე უხერხული იყო ჩემთვის.
- არ მცალია ვჭამ, და ნუ მეფლირტავები - გამოხედვის გარეშე მითხრა რას დამაბნია, მას გგონია ვეფლირტავები? მეტი საქმე არ მაქვს მას ვეფლირტავო.
- არ გეფლირტავები, საჭიროა კარგად უნდა გიცნობდეთ რადგან ჩემი ბიზნეს პატრიონი ხდები - ვუპასუხე სერიოზულად.
- როგორ? ჯერ არ მომიწერია ხელშეკრულებას ხელი - თქვა ტასომ, და გამახსენდა, რომ ხელშეკრულებას ხელი ჯერ არ მოუწერია და ოფიციალურად ჯერ არარის ჩემი პატრიონი.
- კარგი, მაგრამ გაცნობა აუცილებელია. - მან შეწუხებული სახით შემომხედა.
- ერთ კითხვას დაგისვამ, სამძიმარზე რატომ მითხარი ცხენივით იცინოდიო? - მოულოდნელად უაზრო კითხვა დამისვა, იძულებული გავხდი მეპასუხა.
- იმიტომ, რომ მამაჩემის პანაშვიდზე მოულოდნელად ახარხარდი - ვუთხარი სერიოზული სახით.
- მოიცა? მამაშენი ვანო დადეშქელიანია? - გაკვირვებულმა შემომხედა.
- კი არ იცოდი?.
- ზოგჯერ არ ვინტერესდები და ამიტომაც არ ვიცოდი.
- ხო მამაჩემია.
- აწი რანაირად გენდო, ეჭვი მეპარება, რომ აქ ჩემი ბიზნესის წილის მოსაპარად ხარ რადგან შენი ბიზნესი გაკოტრების პირასა.
- რახან მამაჩემმა ეს შეცდომა დაუშვა ეს იმას კი არ ნიშნავს მეც იგივე მსურს, ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავ და ნდობით არც მე გენდობი - გამწარებულმა ვუთხარი, ნერვები მომეშალა და საშინლად გაბრაზებული ვიყავი ტასოზე როგორ ბედავს და მამაჩემს მამსგავსებს.
- შენც ადგილას სხვა პატრიონი, რომ მყავდეს მისშის შემეპარებოდა ეჭვი, მარტო შენ კი არა ყველას ვერ ვენდობი ადვილად, და რთულია გენდო.
- მესმის, მეც ეგრე ვარ - მშვიდად ვუთხარი.
- ჰო.
- ამიტომ გთხოვე უკეთ გაცნობა.
- ჭამას ვამთავრებ - თქვა და თეფში გასუფთავა, მაგიდას შევხედე და დავინახე ყველაფერი უჭამია, გაოცებული შევხედე ღმერთო რამხელა კუჭი აქვს ამ გოგოს, რომ იტევს, საოცარია.
- მე ვიხდი - გამოვიჩინე თავაზიანობა, მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
მიმტანს დავუძახე და თანხა ვთხოვე, მალე დამიბრუნა და ფურცელს დავხედე. სერიოზულად? 1000 ლარი? ამდენი რა შეუკვეთა? ღმერთო ჩემზე ბევრი უჭამია. გაოცებული გადავიხადე თანხა ჩემი ბარათით და რესტორანიდან გამოვედით.
- არ აპირებ ხელი მოაწერო ხელშეკრულებას? - დაღლილმა მივაძახე .
- დავფიქრდები - ჩემი წვალება დაიწყო, არ მიყვარს როცა მაწვალებენ.
- კარგი რა, ბევრი სიკეთე გამოვიჩინე შენც მიმართ და არვიმსახურებ ამას?. - ვკითხე მისი ქცევებით შეწუხებულმა.
- კაი ხო - საბუთები გამომართვა და ხელი მოაწერა, მე გახარებულმა წარბები ავათამაშე.
- სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ჩემო ახალო ბიზნეს პატრიონო - ვუთხარი გახარებულმა.
- ჩემთვის სულაც არ იყო სასიამოვნო - სერიოზულად მითხრა და ღიმილი სახეზე შემახმა.
ღმერთო რატომ არ შეუძლია ამ გოგოს, რომ ცოტა თავაზიანი და ზრდილობიანი იყოს? ასეთი უზრდელი სად გაიზარდა, სულ მეუხეშება და ხასიათს მიშხამებს. მასთან მუშაობას რა გაუძლებს, გამიჭირდება მისი ატანა.
- რახან ამ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, რამოდენიმე პირობაზე უნდა შემთანხმდე. - დაიწყო საუბარი ანასტასიამ, მე თავი დავუქნიე.
- პირველრიგში არ მომატყუებ, არ მომპარავ ბიზნესის წილს, არ ეცდები, რომ შენი ბიზნესით ყველას აჯობო, არ მიღალატებ, და ყველაფერში გვერდით დამიდგები - მის პირობებზე გამეღიმა.
- მოსულა, ამას ქვია ნამდვილი ბიზნეს პატრიონობა და გპირდები არ დავარღვევ პირობას - ხელი ჩამოვართვი და დამაიგნორა, რას უხერხულ სიტუაციაში ჩამაგდო.
- ხო და სადმე ხო არ გავისეირნოთ? - მკითხა ანასტასიამ და მეც მაშინვე დავთანხმდი.
ქუჩაში ვსეირნობდით და სიჩუმით ვტკბებოდით, ხმას არცერთი ვიღებდით და ჩვენთვის ვიყავით ჩაფიქრებულები.
- რამდენი წლის ხარ? - მოულოდნელად მკითხა ტასომ, კარგია, რომ ჩემით დაინტერესდა.
- 26.
- ჰმ ახალგაზრდა ხარ ჯერ - თავი ძირს დახარა და ფიქრებს მისცა, მე ცაზე ავიხედე და სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე.
- სიჩუმე უხერხულად მხდის - ვუთხარი მას.
- მართალი ხარ, ჩუმად ვართ და სასაუბრო თემას ვერ ვპოულობთ - მითხრა მოწყენილი სახით.
- კარგი მე დავიწყებ საუბარს, ჩემზე რას ფიქრობ? - დავუსვი მოულოდნელი კითხვა და მან ზიზღის ამომხედა.
- მახინჯი ხარ, უსიმპატიურეს პატრიონს ველოდი - მითხრა ფიქრის გარეშე, ყბა დავაღე და გაოგნებული შევხედე მას.
- ჩემთვის ეს არავის უთქვამს - ვთქვი ნაწყენმა.
- მე კომპლიმენტებს არავის ვეუბნები - თავმომწონედ ჩაილაპარაკა და სიარული განაგრძო.
არადა ყველა მეუბნებოდა, რომ სიმპატიური ვარ, მხოლოდ ის არის უცნაური გოგო ალბათ გიჟია. ჩემში რატომ ვერ დაინახა სილამაზე, ძალიან დამაბნეველი კითხვა.
- ანასტასია, შენი პროფესია ბიზნეს ადმინისტრაცია იყო? - მან თავი უარის ნიშნად გაიქნია.
- არა, პროფესია არასდროს მქონია, ბიზნესმენობა მამაჩემმა დამაძალა, იძულებით ჩავაბარე და დავამთავრე ამ პროფესიაზე, არ მომწონს ბიზნესი, მუშაობის დროს სიამოვნებას არასდროს მანიჭებს, ვხვდები, რომ ჩემი საქმე არა და არ შემეფერება, მაგრამ ჩემი არავის ესმით, გულს ვერ ვუდებ ამ საქმეს და არ მიყვარს, შენ რას მეტყვი შენ პროფესიაზე - სერიოზული გამომეტყველებით დაიწყო თავისი ისტორის მოყოლა და მერე მეც დამისვა კითხვა.
- რა დამთხვევა, ჩემთანაც ეგრე, იძულებით ჩავაბარე და დავამთავრე - ტასომ შემომხედა და გამიღიმა, საოცარი ღიმილი ქონდა და მეც უნებურად გამეღიმა.
ღმერთო ჩემო, რა ულამაზესი გოგოა მისი ღიმილი მაგიჟებს.
- შენი ჰობია რარის? - დამისვა ისევ კითხვა.
- ჰობია არ მაქვს, მეგობრებთან ვერთობი თავისუფალ დროს, და შენ?.
- მე სამაჯურებს და ყელსაბამებს ვაკეთებ, ამით ვერთობი ძალიან.
- ვაუ ეს ძალიან მაგარია, როცა გაქვს ამის ნიჭი, იმედი მაქვს ერთ დღეს პირველი მე მანახებ შენ ნაშრომებს.
- სიამოვნებით განახებ - საუბარის დროს შეჩერდა და გაკვირვებული შემომხედა.
- მოიცა რა? ჩვენ ახლა ერთმანეთს შენებური ფორმით ვესაუბრეთ? - მკითხა გაკვირვებულმა, მე გამეცინა.
- დიდიხანია ასე ვსაუბრობდით ახლა შენიშნე? - მან თავი ღიმილით დამიქნია.
- მართლა კარგია ასე ტასო, კარგია, რომ დავუახლოვდით ცოტათი ერთმანეთს, იმედი მაქვს უფრო დავუახლოვდებით და ბევრ რამეს შევიტყობთ ერთმანეთზე, ძალიან სასიამოვნო ადამიანი ჩანხართ - მას გაეღიმა.
- კარგია ამის მოსმენა, ყველა ბიჭი გამირბის რადგან გიჟი ვგონივარ, ერთადერთი ხარ რომელიც მიძლებს, ბოდიშით თავიდან ცუდი წარმოდგენა, რომ მქონდა თქვენზე ახლა ნამდვილად შემეცვალა წარმოდგენა, ძალიან კეთილი და საყვარელი ხართ - უხერხულად გამიღიმა, მე სიხარულით ავენთე.
- და იმედი მაქვს არ მიღალატებთ, ჯერ კიდევ ვერ გენდობით - უცებ დასერიოზულდა და მკაცრი ტონით მითხრა, მე მის ქცევაზე გამეცინა.
სიარულით ჩემ კომპანიის შენობასთან მოვედით, ტასო თავის მანქანაში ჩაჯდა და დამემშვიდობა. გაღიმებული დავემშვიდობე და კარგ ხასიათზე ვიყავი, უცებ გამახსენდა, რომ ძალიან უაზრო კომპლიმენტები ვუთხარი მას. ხელი თავში მივირტყი და ჩემთვის ვთქვი, რა დებილი ხარ ალექსანდრე თავი რატომ ვერ მოთოკე და რატომ არ ელაპარაკე სერიოზული ადამიანივით. ახლა , მას ეგონება, რომ მისით ძალიან ავღრთფოვანდი და თავში აუვარდება. ეგეთი რამე არ მჩვევია, კომპლიმენტი არავისთვის მითქვამს, ანასტასიასთან თავი სხვანაირად ვიგრძენი და გახსნილად ვესაუბრე. იმედი მაქვს შემდეგზე სერიოზული და მკაცრი ვიქნები, ხვალ ანასტასიასთან მუშაობა მიწევს ნაწილობრივ მიხარია და ნაწილობრივ მეშინია.











ახალი თავის ამავე დღეს დავდე, იმედი მაქვს თქვენ მოგეწონებათ, მე ვფიქრობ, რომ არ იყო ძალიან საინერესო და ვერ დავწერე საინტერესოდ, უბრალოდ ალექსანდრეს და ანასტასიას ურთიერთობაზე საცაცილო მომენტები ვერ მოვუფიქრე, რომ მკითხველი გააცინოს და გახალისოს, იმედი მაქვს ეგეც კარგია, მადლობთ ყურადღებისთვის❤🥺

ბიზნეს პარტნიორებიWhere stories live. Discover now