თავი 24

1K 44 2
                                    

გუშინ მათთან ერთად ძალიან კარგი დრო გავატარე, ის მეხსიერება დაკარგული კაცის დამავიწყდა. თავს ბედნიერად ვგრძნობდი და ძალიან კარგად ვერთობოდი მათთან ერთად, უამრავი კარუსელზე დავჯექით და კარგი დრო გავატარეთ. მერე ჩემი მანქნით წავიყვანე ყველა სახლში და მეც დავბრუნდი ჩემ სახლში. ახლა სარკესთან ვდგავარ და კბილებს ვიხეხავ, კბილებს მაგრად ვიხეხავდი როცა მოულოდნელად სარკიდან ვიღაც შევამჩნიე და შიშისგან მოვბრუნდი და მივაფურთხე კბილის პასტა. გაბრიელი იდგა შუბლშეჭმუხნული და თვალები დახუჭული ჰქონდა. მივხვდი, რომ გაბრიელი იდგა ჩემს უკან მე დებილს კი შემეშინდა და მივაფურთხე.
- ფუ ტასო რა გამიკეთე - ხელი მკრა და ონკანთან დაიხარა, სახე ჩამოიბანა და სარკეში თავის თავს შეხედა.
- ბოდიში, მოულოდნელად გამოჩნდი და შემეშინდა - მან თვალები ატრიალა და ონკანი ჩაკეტა.
- პირი დაიბანე და მოწესრიგდი, მერე გამოდი უნდა ვისაუბროთ - მე თავი დავუქნიე და ჩქარა დავიბანე ხელ - პირი.
თმა დავივარცხნე და ჩემი ძმის კაბინეტში შევედი, საწერ მაგიდასთან იჯდა და რაღაცას წერდა.
- მოდი აქ, ბევრი რამეა მოსაგვარებელი შენ კომპანიაში - საბუთები მომაჩეჩა ხელში და მუშაობა განაგრძნო.
- სამსახურში არ მიდიხარ? - ვკითხე დაინტერესებულმა.
- ცოტახანში წავალ, აი ეს საბუთებს გადახედე და მოაგვარე, კომპანის გასაძლიერებლად ალექსანდრეს დაიხმარე, ორივემ უნდა მოაგვაროთ ეს საქმე ორივეს გჭირდებათ - საუბარს მორჩა და ახალი ფურცლები ამოიღო კარადიდან, მე უკან დავბრუნდი და ჩემ ოთახში შევედი.
ტანსაცმელი გამოვიცვალე და კლასიკურები ჩავიცვი, საბუთები ჩანთაში ჩავდე და დაბლა ჩავედი. სამზარეულოში კარგი სურნელი ტრიალებდა მაგიდას მივუჯექი და დედაჩემს გავუღიმე. მალე რძალის და ნინას ჩამოვიდნენ, რძალი ნინას თმას უსწორებდა და მაგიდას მიუჯდნენ.
- გაბრიელს დაუძახე - სთხოვა დედაჩემმა რძალს, მარიამი მაღლა ავიდა გაბრიელის კაბინეტში.
დედაჩემმა ბლინები და კვერცხები დააწყო მაგიდაზე, ნინასთვის სენდვიჩი გაკეთა და თეფშები დალაგა მაგიდაზე. მარიამი და გაბრიელის ჩამოვიდნენ ყველანი მაგიდას მიუჯდნენ, ჭამა დავიწყეთ და მე შოკოლადიანი ბლინებს ვეცი პირველი.
- მამა სად არის? - ვკითხე დედაჩემს.
- დილით ადრე გაიღვიძა, ისაუზმა და წავიდა.
- ის სულ დაკავებული როგორ უნდა იყოს - ჩავიბურტყუნე ჩემთვის, რამდენი ხანია მამასთან ერთად არ გვისაუზმია და მომენატრა უკვე.
- გაბრიელი სამსახურში გვიან მიდის ამიტომ შენ წაიყვანე ნინა სკოლაში - მთხოვა რძალმა და მე თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნით.
საუზმობას მოვრჩით და მაგიდიდან ავდექი, ნინას ხელი მოვკიდე და სახლი ერთად დავტოვეთ. ჩემ მანქანაში ჩავჯექით და დავქოქე, მანქანა დავძარი და დანიშნულების ადგილას მივიყვანე ნინა. სკოლაში გაავაჩერე მანქანა და ნინას გადმოსვლაში დავეხმარე, ხელი მოვკიდე და სკოლის დერეფნამდე მივიყვანე. მერე უკან დავბრუნდი და ალექსანდრეს კომპანიაში წასასვლელად მოვემზადე, დანიშნულების ადგილას მალე მივედი და მანქანა პარკირების ადგილას გავაჩერე. გადმოვედი მანქნიდან და კომპანიაში შევედი, ალექსანდრეს კაბინეტი დაუკაკუნებლად შევაღე და მომღიმარი სახით შევეფეთე. ალექსანდრე შეკრთა და მე, რომ დამინახა გამიღიმა. მის წინ ჩამოვჯექი სკამზე და საბუთები მაგიდაზე დავდე, ალექსანდრემ აიღო და გადახედა საბუთებს. დათვალიერებას დიდიხანი მოუნდა და ბევრჯერ შლიდა, მერე შემომხედა და საბუთები მაგიდაზე დაბრუნა.
- კარგია გამოვიყენოთ ეს იდეა.
- აზრზე არ ვარ რა წერია მანდ, ჩემმა ძმამ მომაწოდა კომპანიის გაძლიერებაში დაგეხმარებათო.
- გონიერი ძმა გყოლია კარგია ამის მიხედვით ვიმუშავოთ - მე თავი დავუქნიე.
- ჰო ისე როგორ ხარ? - მოულოდნელად თემა შევცვალე და მას გაეღიმა.
- მოგენატრე ხო? ძაან ხშირად მნახულობ - მითხრა და გაიცინა.
- ვაიმე ალექსანდრე ნუ ნერვიულობ აღარ მოგინახულებ - ვთქვი და ავდექი, ალექსანდრე მოულოდნელად წამოხტა და მაჯაზე ხელი ძლიერად მომკიდა.
- დაჯექი საწყენად არ მითქვამს, უბრალოდ მიხარია, რომ ხშირად მნახულობ, მენატრები და მიხარია ხშირად, რომ მოდიხარ.
- გავიგე ხო - თვალები ავატრიალე და დავჯექი.
- სულ დაკავებული ვარ და შენთან მარტო დიდი დროის ტარება მინდა.
- მეც.
- დღეს მამაშენმა თავისთან დამპატიჟა სტუმრად ამიტომ ლამაზად ჩაიცვი ლამაზო, დედაჩემის მოდის - გაოცებული შევხედე ალექსანდრეს და ვერ ვუჯერებდი.
- მართლა?.
- კი - წუწუნი დავიწყე.
- კარგია ხო.
- თითქოს არ გაგეხარდა.
- რავი უხერხულად ვიქნები მგონია, რადგან მე და შენ ერთად ბევრი რამე გვქონდა - დავიწყე ბუტბუტი.
- მესმის, ამიტომ ვეცდები თავი არაკომფორტულად არ გაგრძნობინო. - მე გავუღიმე.
- ლამაზად ჩაიცვი - დამატა ალექსანდრემ და მე გამეცინა.
- კარგი აუცილებლად - თვალი ჩავუკარი.
- ოღონდ გამომწვევად არ ჩაიცვა თორემ იქვე შეგახევ ტანზე - მაცდურად შემომხედა და წარბები ათამაშა.
- შენ ჯიბრზე გამომწვევად ჩავიცმევ - დავიწყე ჯიუტობა და მას ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
- როგორც გინდა.
- წავედი მე მოგვიანებით გნახავ, დედაჩემს უნდა მივეხმარო და თან უნდა მოვემზადო - მან თავი დამიქნია, ავდექი და ტუჩზე ვაკოცე მას გაუხარდა.
კომპანია დავტოვე და მალე გამოვედი იქიდან, მანქანაში ჩავჯექი და მთელი სისწრაფით მივედი სახლში. გადმოვედი მანქნიდან და მთელი სისწრაფით გავიქეცი სახლისკენ, კარების გაღება დამავიწყდა და პირდაპირ კარებს შევეჯახე მთელი ძალით. თავი საშინლად მეტკინა, სხეულის მტკიოდა რადგან მთელი ინერცით შევეჯახე კარებს. დედაჩემმა შეშინებული შემოაღო კარები, შუბლშეჭმუხნული ვუყურებდი მას და ტკივილისგან შეწუხებული სახე მქონდა.
- რა მოხდა ტასო? ლამის კარები შეანგრიე, ბარემ ჩამოიღე და წაიღე კარები - მითხრა გაბრაზებულმა.
- კარებს შევეჯახე.
- ბრმა ხარ?. - იმხელა ხმაზე დამიყვირა და მთელმა სამეზობლომ ფანჯრიდან გამოიხედეს.
დედაჩემმა გამატარა და სახლში შევედი, დავინახე, რომ ჩემი რძალი უკვე საჭმელებს ამზადებდა.
- მოდიან? - ვკითხე რძალს.
- ვინ?.
- კუბოს მოცეკვავები - ვუთხარი მობეზრებულმა.
- რა?.
- სტუმრები ქალო.
- კი მოდიან.
- ვინები მოდიან?.
- რამდენ კითხვას სვამ, მამაშენმა დაპატიჟა შენი ბიზნეს პატრიონის შვილი რადგან, მისი მამა და მამაშენი მეგობრები იყვნენ - ამიხსნა რძალმა.
- ვიცი - ვუთხარი და დახმარება ვცადე.
მათ ვეხმარებოდი საჭმელების გაკეთებაში და ბევრ რამესაც ვსწავლობდი, ინტერნეტში ნამცხვრის რეცეპტი მოვიძიე და მე თვითონ შოკოლადის ნამცხვარი გამოვაცხე. მათთან ერთად ძალიან ბევრი რამე გამოვაცხვე და ბევრი საჭმელების გავაკეთე, ყველაფერს, რომ მოვრჩით დაღლილმა ჩემ ოთახში ავედი და შხაპი მივიღე. ცოტახანში ტანი გავიმშრალე და თეთრი კაბა ჩავიცვი, თმა ლამაზად დავივარცხნე და ლამაზი ვარცხნილობით დავიტოვე. თეთრი ქუსლები ჩავიცვი და დაბლა ბაკუნით ჩავედი, დედაჩემმა და რძალმა გაკვირვებული შემომხედეს.
- სად გეჩქარება? - მკითხა რძალმა.
- თხოვდები? - მკითხა დედაჩემმა.
- არა, სტუმრები მოდიან და ლამაზად გამოვეწყვე.
- ალექსანდრეს გაეპრანჭე - დასკვნა დედაჩემმა და ოთახში ავიდა, ჩემი რძალის უკან გაჰყვა.
კარებზე დაკაკუნეს გავაღე და მამაჩემი და ჩემი ძმა იყო, შემოვიდნენ სახლში და დივანზე ჩამოჯდნენ.
- რა ლამაზი გოგო მყავს ღმერთო, თვალი არ ეცეს ფუი მაშალაჰ ფუი მაშალაჰ - თქვა მამაჩემმა მე თვალი ავატრიალე.
- ლამაზი, რომ ყოფილიყო გაუთხოვარი არ დარჩებოდა - თქვა სიცილით ჩემმა ძმამ, ბალიში ავიღე და ვესროლე.
- ახლა ჩხუბი არ დაიწყოთ, ჩემ ანასტასიას არ უნდა გათხოვება, თორე გათხოვდებოდა - მე თავი დავუქნიე და მამაჩემს ჩავეხუტე.
მალე დედაჩემი და ჩემი რძალი ჩამოვიდა კიბებიდან კარგად გამოწყობილი, მალე სტუმრების მოვიდოდნენ. კარზე ზარი დაირეკა და კარები დედაჩემმა შეაღო, სტუმრები შემოვიდნენ სახლში და დედაჩემს მოესალმეს. ალექსანდრეს შემოვიდა და ყველას მოესალმა, ჩემ დანახვაზე გაშეშდა და ყბა დაუვარდა. პირ გაღებული მიყურებდა და თვალებს აცეცებდა, ვერ იჯერებდა, რომ ეს მე ვიყავი. ალექსანდრე გამოშტერებული იყო ჩემი სილამაზით, მამაჩემი მასთან მივიდა და მოეხვია მაშინ გამოფხიზლდა ალექსანდრე. მე ტუჩის კუთხეში ჩავიღიმე და ალექსანდრეს დედას მივესალმე, რძალთან ერთად მაგიდის გაწყობა დავიწყე. მას ვეხმარებოდი და წამდაუწუმ ალექსანდრეს ვუყურებდი გამომწვევი მზერით და ჭკუიდან ვშლიდი. ყველანი მაგიდას მიუსხდნენ, ალექსანდრეს დედა და დედაჩემი ბევრს საუბრობდნენ, მამაჩემი კი ალექსანდრეს აწუხებდა კომპანიაზე საუბრით. ჩემი ძმა თავის ცოლს ეჩურჩულებოდა რაღაცას და კოცნიდა, მხოლოდ მე ვიყავი მარტო და მათ ვუყურებდი. ალექსანდრე ხანდახან ყურადღებას მაქცევდა და თვალს მიკრავდა, მე კი მეღიმებოდა. ყველა ნელა ჭამდა - სვამდა და საუბრობდა, მამაჩემს ალექსანდრესთან საუბარი მობეზრდა და ახლა მის დედაზე გადავიდა. ალექსანდრე მწვლელი მზერით მჭამდა და დაჟინებით მიყურებდა, უცებ ვიგრძენი, რომ თავისი ფეხით ჩემი ფეხებს ეხებოდა და ასრიალებდა. მბურზგლავდა და ტანში ჟრუანტელი მივლიდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი, ჰორმონების მოზღვავება დამეწყო და ალექსანდრეს გაბრაზებულმა შევხედე მას ეშმაკურად ჩაეღიმა. უცებ ჩემ რძალს ტელეფონზე დაურეკეს და უპასუხა.
- დიახ მე გავხლავართ
- რა?.
- მართლა?.
- ახლავე მოვალთ ბატონო.















ახალი თავის ამავე დღეს დავდე იმედი მაქვს მოგეწონებათ, ნუ ძალიან საინტერესო არაფერიც ხდება მაგრამ მაინც რავიცი დავწერე❤მადლობთ ვინც მოგწონთ და კითხულობთ❤

ბიზნეს პარტნიორებიWhere stories live. Discover now