თავი 25

1K 47 13
                                    

რძალი ფეხზე წამოხტა და ყველას მოუბოდიშა, თავის ქმარს ხელი მოჰკიდა და დედამთილს უთხრა.
- სკოლაში მიბარებენ, ნინამ რაღაცა დაშავა - დედაჩემმა თავი დაუქნია და ცოლ - ქმარმა სახლი დატოვეს.
დავინტერესდი, ნინას რა შეძლო დაეშავებინა? ის ხომ ყველაზე წყნარი და ჭკვიანი ბავშვია, ალბათ რაღაც შემთხვევა მოუვიდა ანდა ბავშვებმა დაბრალეს. დავიკიდე და ყურადღება ალექსანდრეზე გადავიტანე, მასთან მაცდურობანას თამაში გავაგრძელე. ყურძენი გამომწვევად ჩავიდე პირში და მას თვალი ჩავუკარი, ალექსანდრემ ტელეფონი ამოიღო და მესიჯობა დაიწყო, უცებ დავინახე, რომ ტელეფონზე მესიჯი მომივიდა ხოდა გავხსენი.
"ჭკუიდან მშლი, რაგინდა აქვე გაგაუპატიურო?".
"მინდიხარ".
"ტასია თავს ვერ შევიკავებ".
"ვიცი გიჟო".
"ღმერთო ჩემო ტასია". - მე გამეცინა მის დაბნეულობაზე.
"კარგი გავჩერდები" - დავნებდი.
"ჰო ჯობია თორე თავს ვერ ვაკონტროლებ".
ტელეფონი დავდე მაგიდაზე და მამაჩემის მოსმენა დავიწყე, თავისი მეგობართან გატარებულ დროს იხსენებდა და მის ცოლს უყვებოდა. ალექსანდრეს დედა გახალისებული იყო თავისი ქმრის ამბებით და იცინოდა, ალექსანდრე კი ჩუმად ჭამდა და მათ არ უსმენდა.
- ერთმანეთი ხშირად ვნახოთ და კიდევ ერთად დიდი დრო გავატაროთ - ეუბნებოდა მამაჩემი ალექსანდრეს დედას ნინოს.
- რათქმაუნდა, ხშირად გესტუმრებით და თქვენც მესტუმრეთ - ეგღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის ხშირად მესტუმრონ.
უცებ კარები გაიღო და გაბრიელი, რძალი, და ნინა შემოვიდნენ. ნინა მოწყენილი იყო და ჩემთან მოვიდა, ხელში ავიყვანე და კალთაში დავსვი. მან თავი ჩემ მკერდზე ჩამოდო და თვალები დახუჭა, ისეთი სახე ჰქონდა ლამისა ტირილი დაეწყო. ალბათ დედამისმა დატუქსა და ამიტომაც არის ასე, აბა ვკითხავ ერთი რა მოხდა.
- რა მოხდა რძალო? - ვკითხე მარიამს როცა გაბრიელთან ერთად ჩამოუჯდა მაგიდას.
- არვიცი, უკვე აღარ შემიძლია, მალე ნწევა ამიწევს, სკოლაში ბიჭი უცემია მიზეზი არ ვიცით რატომ, მიზეზსაც არ გვეუბნება.
- მამიდას ემსგავსება - თქვა სიცილით მამაჩემმა, მერე დაყოლა - რა მოხდა ახლა ბიჭი, რომ ცემა ალბათ გაბრაზა და ცემა, ტასო სულ ბიჭებს ცემდა სკოლაში არავის ინდობდა, მერე რა გოგომ ერთხელ მაინც უნდა ცემოს ბიჭი და ძლიერი უნდა იყოს არავის არ უნდა გაბედინოს ზედმეტი - მე მამაჩემს მკაცრად გავხედე რადგან ჩემზე, რომ ახსენა შემრცხვა ალექსანდრეს დედასთან.
- რატომ ცემე შვილო? - კითხა ბებიაჩემმა.
- მომწონდა - უთხრა ნინამ.
- მერე თუ მოგწონდა უნდა გეცემა? - კითხა ჩემმა ძმამ.
- მამიდაჩემს, რომ ვუთხარი ბიჭი მომწონს მეთქი და ვკითხე რა გავაკეთო, თავი როგორ უნდა მოვაწონო თქო, და მამიდაჩემმა თქვა ცემეო და მოეწონებიო, ხოდა მეც ავდექი და ვცემე - თქვა გატეხილი ხმით და თავი ჩემ მკერდზე ჩამოდო, მერე გამახსენდა, რომ მე ვასწავლე ხოდა ჩემ რძალს შეშინებული სახით გავხედე.
ჩემმა რძალმა მკვლელი მზერით შემომხედა და ფეხზე ადგა, ორივე ხელით ძლიერად დარტყა მაგიდას და ყვირილი დაიწყო.
- ვაიმეეეეეე, ვაიმეეეეეეე, ვაიმეეე ააღარ შემიძლია ვერ გავუძლებ ამას როდის გათხოვდება, რომ მეც დავისვენო, რეებს ასწავლი ქალო ბავშვს - დაიწყო ყვირილი მე შეშინებულმა ბავშვს ჩავეხუტე, ჩემმა ძმამ თავისი ცოლის დამშვიდება დაიწყო.
დედაჩემმა და მამაჩემმა მკაცრად შემომხედეს და მივხვდი, რომ მაგრად დამერხა. ნინას შეშინებული იყო და ძლიერად მეხუტებოდა, ბავშვს ყურში ჩავჩურჩულე.
- რატომ უთხარი მე, რომ გასწავლე.
- ბოდიში, არ ვიცოდი ასე თუ გაბრაზდებოდა. - ჩამჩურჩულა ჩუმად.
ალექსანდრეს დედა და ალექსანდრე გაკვირვებულები იჯდნენ, თავს უხერხულად ვგრძნობდი და მრცხვენოდა რძალის მაგივრად. რა აყვირებდა ამხელა ქაჯს სტუმრებთან? ეტყობა ეგეც დედაჩემის მოსწავლეა, როგორ მიბედავს და ამდენი ხალხის თვალწინ ვირივით მიყვირის?. რძალი გაბრაზებული ჩამოჯდა თავის ქმრის გვერდით და ბოროტულად დაიწყო ჩემი ყურება.
- ბევრს ნუ მიყურებ წნევა აგეწევა - შევუბღვირე მასზე ნაწყენმა.
- ბოდიშს გიხდით ჩემი რძლის მაგივრად უხერხული სიტუაცის შექმნისთვის - მოვუბოდიშე სტუმრებს, ალექსანდრემ გამიღიმა.
მოწყენილი ვიჯექი და ნინას ვეხუტებოდი, მას საჭმლის ჭამას ვაძალებდი და ვაჭმევდი. ნინა ნაწყენი იყო დედამისზე და არ ჭამდა, ამიტომ მე ვაძალებდი და ძალით ვაჭმევდი.
- ყველაზე მეტად რა გიყვარს? - მოულოდნელად კითხა ალექსანდრემ ნინას, მან თავი ასწია და შეხედა მას.
- მამიდასთან დროის გატარება - უთხრა ბავშვმა, მე გაკვირვებული შევხედე და ლოყები ჩავუკოცნე.
მიყვარს ჩემი ძმისშვილი ყველანაირად, რადგან მას ძალიან ვუყვარვარ და ჩემთან დროის გატარებაზე გიჟდება.
- მასთან დროის გატარება ყველას უყვარს - ეშმაკურად ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და თვალი ჩამიკრა, მე მკვლელი მზერით გავხედე.
- მამიდაჩემთან როცა ვარ ის სულ მართობს, სულ მაცინებს, სულ გიჟურ რაღაცებს ჩადის და მეც მახალისებს, მამიდას ცელქობა უყვარს - თქვა ნინამ, რძალმა კი შურით გადმოგვხედა.
- მჯერავს, ახლა რას ისურვებდი, რომ ხასიათი გაგისწორებოდეს?.
- შოკოლადის ბარნის შევჭამდი სიამოვნებით.
- მავნებელია ბავშვებისთვის - თქვა რძალმა.
- წამოდი გიყიდი - ხელი გაუწოდა ნინას და ნინა ჩემი კალთიდან ჩამოვიდა და ალექსანდრესთან მივიდა.
ბავშვს ხელი ჩასჭიდა და გარედ გაიყვანა, მე დამტოვეს მარტო გავბრაზდი და მოვიწყინე.
- რა კეთილი შვილი გყავთ - დაიწყო მამაჩემმა საუბარი და გაგრძელა.
მოწყენილი ტელეფონს ვათამაშებდი ხელში და ვფიქრობდი ყველაფერზე. მალე კარები გაიღო და ნინა და ალექსანდრე დაბრუნდნენ, ნინა გახარებული იყო რადგან ალექსანდრემ ბევრი ბარნი უყიდა. ჩემთან მოვიდა გახარებული და ერთი ცალი მეც მომცა, გამეხარდა და მას ჩავეხუტე.
- გინდა გავისეირნოთ? - შემომთავაზა ალექსანდრემ, მე თავი დავუქნიე.
- მეც წამოვალ - წამოიძახა ნინამ.
- დიდების საქმეში არ უნდა ჩაერიო - გააფრთხილა მამაჩემმა, ნინა დივანზე ჩამოჯდა და ბარნების ჭამა დაიწყო.
მე და ალექსანდრე სახლი დავტოვეთ და გარედ გავედით, ნელა მივუყვებოდით ქუჩებს და სიჩუმის ვტკბებოდით. ხმის ამოღება ჯერ არცერთს არ გვსურდა, რადგან ერთად ყოფნით ვტკბებოდით. ალექსანდრემ ხელი ჩამჭიდა და ეგრე გავაგრძელეთ სიარული, მისი თბილი ხელი სხეულს მათბობდა და ბედნიერს მხდიდა. მე და ალექსანდრე განმარტოებული ადგილი ვიპოვეთ და იქ განვმარტოვდით, ალექსანდრემ ტელეფონი აიღო და კლასიკური მშვიდი მელოდიური მუსიკა ჩართო, ტელეფონი სკამზე დადო და ხელი გამომიწოდა.
- ვიცეკვოთ მისის? - მე მის გამოწვდილ ხელს ჩავჭიდე და მან თავისთან მიმიზიდა.
- ვიცეკვოთ სერ - ვუთხარი გაღიმებულმა და თავი მის კისერში ჩავრგე.
მუსიკას ტანს ვაყოლებდით და მშვიდ ჰარმონიული სიმღერა თავს სხვა სამყაროში მაგრძნობინებდა. ადგილი სადაც ჩვენც გარდა არავინ იყო თავს მშვიდად მაგრძნობინებდა მის გვერდით, ადგილი სადაც ჩუმად ისმოდა მუსიკის მელოდია მხოლოდ ჩვენ ვაყოლებდით მას ტანს. ერთმანეთის შეხებით ვტკბებოდით და მუსიკას ოცნებებში მივყავდით. თავი ამოვსწიე მის კისრიდან და მის თვალებში შევხედე, მისი თვალები ყველაფერს მეტყველებდნენ, ყველაფერს ამბობდნენ. მის თვალებში ყველაფერს ერთიანად ამოკითხავდი, ზრუნვას, ბედნიერებას, ღელვას, სინანულს, ერთგულებას, და სიამოვნებას. მის თვალებში ჩავიძირე და ჩემი თავის კონტროლი დავკარგე, ტუჩებში ვეცი და კოცნა გავახანძლივე. მას ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და ყელზე ცხელი კოცნების დატოვება დამიწყო. მთელი სახე ჩამიკოცნა, კოცნით ყელზე გადაინაცვლა, მერე ლავიწებზე და მხრებზეს დამიწყო კოცნა. ცდუნებას ავყევი და ძლიერად ვუკბინე ყელზე მან ხმამაღლა ამოიკვნესა, ტუჩებში ვნებიანად ვაკოცე და თმები მოვუქაჩე ძლიერად მან კვნესა აღმოუშვა პირიდან. ტუჩზე ვუკბინე ძლიერად და დაუსივდა, კმაყოფილი შევხედე ჩემ ნამუშევარს და გავუღიმე.
- სადმე სახლში მარტო ჩვენ, რომ ვყოფილიყავით თავს აღარ შევიკავებდი და იქვე გაგხევდი ამ კაბას - მითხრა სექსუალური ბოხი ხმით.
- სამწუხაროა, რომ არ ვართ. - ვუთხარი და მან თავისთან მიმიზიდა.
- შენი ოცნება რარის?.
- მჰმ, ჯერ არ დავფიქრებულვარ ოცნება არ მქონია.
- დაფიქრდი და იპოვე შენი ოცნება. - გამიკვირდა მისგან ეს, მოულოდნელად რატომ დაინტერესდა? უცნაურია.
- ვფიქრობ, რომ მინდა საკუთარი პატარა ბიზნესი მქონდეს სადაც ჩემ გაკეთებულ სამაჯურებს და ყელსაბამებს გავაკეთებ, მინდა, რომ ყოველდღე გავაკეთო ახალ - ახალი სამაჯურები და გავყიდო, მინდა სხვებს შეკვეთით გავუგზავნო და მათი გემოვნების მიხედვითაც გავაკეთო - დავიწყე ფიქრი ჩემ ოცნებაზე ალექსანდრეს გაეღიმა.
- და შენ ალექსანდრე? - ვკითხე დაინტერესებულმა.
- რა?.
- შენი ოცნება რარის?.
- დაიკიდე, როცა მომინდება მერე გეტყვი - მითხრა და თემას თავი არიდა.
















ამავე დღეს დავდე ახალი თავის და გავჩერდები, შემდეგ თავებს ხვალ გავაგრძელებ და ხვალვე დავამთავრებ❤😘ამიტომ იცოდეთ, რომ მოთხრობა მალე დამთავრდება❤იმედი მაქვს მოთხრობის წაკითხვით ისიამოვნებთ და დასასრულის კარგ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ❤მადლობთ ყურადღებისთვის❤

ბიზნეს პარტნიორებიWhere stories live. Discover now