ანასტასია:
დილით ძლივს წამოვდექი ლოგინიდან და მომზადება დავიწყე, დღეს სამსახურში უნდა მივიდე ბიზნესმენებთან შეხვედრა მაქვს და რაღაც საკითხებზე უნდა ვისაუბროთ. როგორ არ მიყვარს ეს შეხვედრები და უაზრო საქმეები. გუშინ, რომ ალექსანდრესთან ვისეირნე ძალიან მოსაწყენი ტიპი აღმოჩნდა. ჩემით ისე აღთფოვანდა, რომ კომპლიმენტებს არ მაკლებდა, არ მომწონს ბიჭი ასე, რომ მექცევა, გოგოს დაუნახავი მგონია. ყველა ბიჭი ჩემთან 2 წუთსაც ვერ ატარებს ამან როგორ გამიძლო მიკვირს. ალექსანდრეს ცოტა დადებითი მხარეების ქონია ის, რომ ჩემსავით არ დაძალეს ბიზნესმენობა და მასაც არ მოსწონს თავისი პროფესია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს იძულებული ვართ ვიმუშავოთ. ყველაზე მეტად მაგაზე მეცინება, რესტორანში გადახდა თავის თავზე, რომ აიღო და 1000 ლარის დანახვისაც თვალები შუბლზე აუვიდა. გარდერობიდან ღია კრემლისფერი კლასიკური შარვალ კოსტუმი გამოვიღე, ჩავიცვი და თმა ლამაზად შევიკარი. მოვწესრიგდი და სახლიდან გავედი, გადავწყვიტე ავტობუსით მემგზავრა და ასეც მოვიქეცი. ავტობუსზე ავედი და ჩემთვის ადგილი დავიკავე, ცოტახნიანი მგზავრობის შემდეგ დანიშნულების ადგილას გაჩერდა. მეც ფრთხილად ჩამოვედი და კომპანის შენობასთან მივედი, ვიცოდი, რომ ყველა ბიზნესმენი აქ იქნებოდა მათ შორის მამაჩემი და ჩემი ძმა. შენობაში შევაბიჯე ფეხი და ხალხს მოვესალმე, სათათბირო კაბინეტში შევედი და დიდ მაგიდაზე წრიულად ჩამომსხდარი ხალხს მივესალმე, ადგილი ჩემ ძმასთან დავიკავე და საბუთები ამოვიღე ჩანთიდან. ლეპტოპი ჩავრთე და ვიღაც ბიზენსმენის გამოგზავნილ პრეზენტაციას გადავხედე, არაფერი მომეწონა და მისი აზრი დავიკიდე. ალექსანდრე ჩემ წინ იჯდა და დაჟინებით მიყურებდა, თვალი მეც გავუსწორე და ეშმაკურად შევხედე. უცებ ქუსლების ხმა მომესმა უკან გავიხედე და ის ქალი დავინახე, რომელსაც ნაყინის ჩამოსასხმელთან ვეჩხუბე. ჩემი დანახვა გაუკვირდა და ერთმანეთს გაშტერებულები ვუყურებდით.
- აააააააააააა უცხოპლანეტელი მიშველეთ - დავიწყე ყვირილი და ჩემ ძმას ჩავეხუტე, ყველამ გაკვირვებული შემომხედა.
- ვაიმეე ამ ძუკნას აქ რა უნდა - დაიყვირა მაგ წურბელამ, გამწარებულმა ფეხზე წამოვხტი.
- რა თქვი? ვინა შენი ძუკნა? მოდი აქ შე უცხოპლანეტელო - ადგილიდან ავდექი და მას გავეკიდე, თმებზე მოვკიდე ხელი და ვათრიე.
მის თმებით ვათრევდი და ძირს დავენარცხეთ ორივე, გამწარებულმა თავზე ვუკბინე და მან კივილი დაიწყო, ყველანი ფეხზე წამოხტნენ და ჩვენთან მოვარდნენ, ვერ გვაჩერებდნენ და ძლივს მოგვაშორეს ორივეს. მამაკაცმა რომელიც მაგ უცხოპლანეტელს მომაშორე გავიხედე და ალექსანდრე იყო.
- ღმერთო რა ძლიერი ხარ ძლივს წამოგაყენე - თქვა გაოცებულმა ალექსანდრემ.
- რატო შემაჩერე? უფრო მეტს იმსახურებდა.
- დაიმსახურა და შეეშვი - მითხრა ალექსანდრემ მკაცრი ტონით.
ის ქალი გამწარებული გავიდა სათათბირო კაბინეტიდან, მამაჩემმა მკვლელი მზერით შემომხედა და მე გავუღიმე, ყველანი ადგილებს დავუბრუნდით და საქმეს შევუდექით.
- ანასტასია თქვენი გვარი შემახსენეთ - მითხრა ერთმა მსუქანმა კაცმა.
- შავყვერაშვილი - უცებ ალექსანდრემ სიცილი ატეხა და ვერ შეიკავა თავი, მამაჩემი გაბრაზებული მიყურებდა იქიდან, ჩემი ძმა კი სიცილს იკავებდა.
- ბოდიშით, ბოდიშით თავი უცებ ვერ შევიკავე - თქვა ალექსანდრემ, და ძლივს შეიკავა სიცილი.
- აქ სერიოზულად ვსაუბრობთ, და სერიოზულად მიპასუხეთ. - მითხრა იგივე კაცმა.
- გელოვანი - სერიოზული ტონით ვუთხარი და საქმეს შევუდექი.
ლეპტოპში იმ კაცის პრეზენტაცია უნდა შემაფასებინა და ჩემი აზრი უნდა გამომეყვანა, მე კიდე მეზარებოდა ჩემი აზრის დასაბუთება. ამიტომ პორნოებს ვუყურებდი და ხმა გამორთული მქონდა, ყველა მუშაობდა ჩემს გარდა და მარტო მე ვუყურებდი პორნოებს. უცებ უკნიდან ვიღაცის შეხება ვიგრძენი და შეშინებული წამოვხტი, ყველა მე შემომხედეს გაკვირვებული გამომეტყველებით. მოვიბოდიშე და ჩემ ადგილზე დავჯექი, ალექსანდრეს გაბრაზებული გავხედე ის კი სიცილს ძლივს იკავებდა.
- რა გინდა აქ - ვუთხარი გაბრაზებულმა.
- ჩვენ ხო ბიზნეს პატრიონები ვართ და ჩემი შესრულებული საბუთი შენთვის უნდა მომეტანა, შენ რას აკეთებ არ დაწერე?.
- არა, დამეზარა, აზრზე არვარ რა დავწერო. - ვუთხარი დაღლილი ტონით.
- იმის მაგიერ, რომ დაწერო შენ კი პორნოებს უყურებ ეგ ნორმალურია? - მკითხა ჩურჩულით.
- ატეხილი ვარ და რავქნა - ვუთხარი ხუმრობით, მას გაეღიმა.
საბუთები გამოვართვი და გადავხედე, ალექსანდრეს აზრის მიხედვით დავწერე მეც ჩემი აზრი. ხოდა ავდექი და ალექსანდრესთან მივედი, რომ ჩემი საბუთი მიმეცა. რომ, მივდიოდი უცებ ქუსლები გამიტყდა და ალექსანდრეს სკამთან წავიქეცი და ისიც წავაქციე. ყველანი ჩვენ შემოგვხედეს მე კი წაქცეულ ალექსანდრეს შევხედე, რომელიც შეშინებული მიყურებდა და ძლივს გაიაზრა რაც მოხდა. მის თვალებში ჩავიძირე და გაშტერებული ვუყურებდი მას, ალექსანდრეს გაეღიმა და მის ღიმილზე ჩემმა გულმა რიტმულად ფეთქვა დაიწყო.
- არ ადგები? - მკითხა ღიმილით.
- არა, დავიძინოთ - ვუთხარი ხუმრობით და მას გაეცინა.
- სირცხვილია - სერიოზული ტონით მითხრა.
- ვაიმე რა ლამაზი ხარ ალექსანდრე, ვირი, რომ არ იყო - ვუთხარი ირონიული ტონით, მან ეშმაკური გამომეტყველებით შემომხედა და თქვა.
- შენი გულის ცემა ხმამაღლა მესმის და შევწუხდი - თქვა და წარბები ეშმაკურად ათამაშა.
- რატომ უსმენ - გავბრაზდი და მისი დახრჩობა ვცადე, მაგრამ ხელები შემიკავა და გამაჩერა.
ადგომა სცადა და მეც მივხვდი, რომ დიდხანს ვიწექი მის მუცელზე ამიტომ ჩქარა წამოვდექი. ხალხს მოვუბოდიშე და ჩემ ადგილს დავუბრუნდი, მამაჩემს სიბრაზისგან ოფლი მოსდიოდა შუბლიდან. ვიცი, რომ ჩხუბს დამიწყებს მაგრამ, ვაკოცებ და გული მოულბება. თათბირი ერთ საათს გაგრძელდა და დამთავრდა, როგორც აღმოჩნდა, რომ მაგ კაცის პრეზენტაცია და მისი გადაწყვეტილებას არავინ დაუჭირა მხარი. მე და ალექსანდრეს ასე მოვიქეცით, რადგან ხალხის თქმით ეს ბიზნეს გაკოტრებდა. ყველანი დაიშალნენ და სახლებში წავიდნენ, მე ჩემ ნივთებს ვალაგებდი ჩანთაში და უცებ მამაჩემი მომადგა. გახარებულმა ჩავეხუტე და იმდენი ვაკოცე, მამაჩემს სიბრაზე გაუქრა სახიდან და გაკვირვებული შემომხედა.
- კარგად ხარ? სიცხე ხომ არ გაქვს? - მკითხა სერიოზული გამომეტყველებით.
- არა მამიკო კარგად ვარ, შენ, რომ გიყურებ ბედნიერი ვარ - დავიწყე ტყუილების თქმა.
- მომისმინე ანასტასია, შენი საქციელი რას მეტყველებს? რა იყო ის არ გრცხვენია? სულ ყურადღების ცენტრში როგორ უნდა მოხვდე? - გაბრაზებულმა მომახალა კითხვები.
- მამიკო ყველაფერი შემთხვევით მოხდა, უბრალოდ ასეთი ბედი მაქვს განზრახ არ გამიკეთებია.
- ღმერთო ჩემო, როდის გაიზრდები - წამოიძახა ჩემით დაღლილმა.
უკან გავიხედეთ და ალექსანდრე და ვიღაც კაცი შევამჩნიეთ, მამაჩემი ალექსანდრესთან მივიდა და მეც მას გავყევი. ალექსანდრემ ორივეს შემოგვხედა და გაგვიღიმა.
- რას შვებით ბატონო ალექსანდრე - უთხრა მამაჩემმა მომღიმარი სახით.
- რავი რაღაც საქმე მოვაგვარე, ის გოგო გავაგდე სამსახურიდან, რომელიც ანასტასიას ძუკნა დაუძახა.
- მოიცა ის უცხოპლანეტელი შენთან მუშაობს? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- კი, მამაჩემის თანამშრომელი იყო, მე არ მომწონს ის თანამშრომელი, არ აკეთებს საქმეებს აქტიურად - თავი დავუქნიე და კმაყოფილმა ჩავიღიმე, ღირსი იყო იმსახურებდა.
მამაჩემს დაურეკეს ტელეფონზე და სამსახურის საქმეებზე წავიდა, ალექსანდრეს შევხედე და წასვლა დავაპირე.
- მე წაგიყვან მანქნით - შემომთავაზა და გამიღიმა.
- არა საჭირო - ვუთხარი ზრდილობიანად, მან იჯიუტა და მაინც დათმობა მომიწია.
მის მანქანაში ჩავჯექი და კარები მოვიხურე, ალექსანდრე ჩამოჯდა და მანქანა დაქოქა, მერე შემომხედა და ჩემთან დაიხარა. მეგონა ჩემ კოცნას აპირებდა და თვალები დავხუჭე, მან ღვედი შემიკრა და საჭეს მიუბრუნდა გაკვირვებულმა შევხედე და მას გაეცინა.
- ღვედის შეკრა საჭიროა - თქვა ირონიულად, მე თვალები ავატრიალე და თავი მანქნის მინას მივადე.
მალე მივედით დანიშნულების ადგილას, მანქანა ჩემ სახლთან გაჩერა და შემომხედა.
- ვფიქრობ, რომ საფრანგეთში უნდა წამომყვე ხვალ.
- რატომ? - ვკითხე დაინტერესებულმა, საფრანგეთი ძალიან მომწონს და არასდროს ვყოფილვარ.
- ახალ ბიზნესმენს უნდა შევხვდე და რაღაც უნდა გავაფორმოთ, შენც საჭირო ხარ რადგან ჩემი ბიზნეს პატრიონი ხარ და ორივესთვის უკეთესია, მამაშენმა იცის ამაზე და მითხრა თუ არ წამოგყვება მე დავაძალებო - ბოლო წინადადება სიცილით დასრულა.
- წამოვალ, იმიტომ, რომ საფრანგეთის ნახვა მინდა. - ვთქვი სერიოზული ტონით, მან ჩაიღიმა.
- კარგია მაშ - გაღიმებული სახით შემომხედა, მე ტუჩი მოვიკვნინტე და წასვლა დავაპირე.
მან მაჯაზე მომკიდა და შემაჩერა, მას შევხედე გაკვირვებული და მოულოდნელად ტუჩებზე დამაცხრო. ჩემ ბაგებზე მის ტუჩებს ვგრძნობდი და ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, არავისთვის მიკოცნია და არ წარმომედგინა, რომ კოცნა ასეთი კარგი იქნებოდა. კოცნაში ავყევი და ენა შემიცურა პირში, ტუჩის კუთხეში კვნესა აღმომხდა მას ჩაეღიმა და უფრო მხეცივით დამიწყო კოცნა. მერე გავანალიზე რასაც ვაკეთებდი და შევჩერდი, ღრმად ვსუნთქავდი და მას გაშტერებული ვუყურებდი. უცებ მანქნის კარები გავაღე და ჩქარი ნაბიჯით გავიქეცი სახლში, ღმერთო ჩემო რა სირცხვილია.ახალი თავის დავდე და დღეს მაგარი მუზა მქონდა, ძალიან საინტერესო და მაგარი გამომივიდა ისიამოვნეთ კითხვით და თქვენი აზრი დასაბუთეთ როგორ მოგწონთ? და რა აკლია მოთხრობას? ყველას აზრს გავითვალისწინებ მადლობთ ყურადღებისთვის❤❤
YOU ARE READING
ბიზნეს პარტნიორები
Romanceტასო ყველაზე მხიარული გოგონა, რომელიც ძალიან უკმაყოფილოა თავისი პროფესიით და საქმიანობით, ის შეუთანხმდება მამამისს, რომ ბიზნეს პატრიონი ყავდეს რათა თავისი ბიზნესი გაძლიეროს, რა იქნება ის როცა თავის ბიზნეს პატრიონს სიმპატიურ მამაკაცს გაიცნობს? მათ ხშ...