- დედაა სახლში ვარ - დაიყვირა ნინამ და სირბილი დაიწყო.
- მოდი შე არასწორო ბავშვო - უკნიდან მივსდევდი და მის დაჭერას ვცდილობდი.
- რახდება? - გამოვიდა ჩვენი რძალი და გაკვირვებული შემოგვხედა, ნინამ დედას ჩაეხუტა და ენა გამომიყო.
- მარიამ შენ შვილს ზრდილობა ასწავლე - ვუთხარი მე.
- რაგითხრა ისეთი? - დაინტერესდა მარიამს.
- უბრალოდ ასწავლე, რომ უფროსებს წესიერად უნდა ელაპარაკოს.
- რახდება ტასო? - შემოვიდა დედაჩემი მისაღებ ოთახში, მას შევხედე და გავჩუმდი.
- თქვი ახლა დავიღალე მოცდით - გაბრაზებული შემომხედა მარიმ.
- დედა ვუთხარი, რომ ერთი ბიჭი გიყურებდა ავტობუსში და მოეწონე თქო, ამან მე რათქმაუნდა ყველას მოვწონვარო რადგან ღვთაება ვარო, მეთქი აბა რატო ვერ თხოვდები თქო და გაბრაზდა - ახსნა დაიწყო ნინამ, დედაჩემმა სერიოზული სახით შემომხედა მე შიშისგან გავუღიმე.
- რამდენი წლის ხარ ანასტასია?, ამხელა გოგო ხარ და პატარა ბავშვს იმის გამო ეჩხუბები, რომ გითხრა ვერ თხოვდებიო, სირცხვილია სერიოზულად მოიქეცი და ბავშვს ნუ აყვები. - მკაცრი ტონით მითხრა დედაჩემმა.
- კი მაგრამ, ისე მელაპარაკება გეგონება მისი ტოლი ვიყო - ვთქვი ჩხუბით შეწუხებულმა.
- პატარა ბავშვივით იქცევი და მაგიტო - დაასკვნა დედაჩემმა და სამზარეულოში შესვლა დაპირა.
- მოიცა ქეთინო, ნუ მიბრაზდები გული მიკვდება - შევხედე დედაჩემს საწყლად, მას ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და სამზარეულოში გაბრუნდა.
ჩქარი ნაბიჯებით ავედი კიბებზე და ჩემ ოთახში შევედი, მაგიდას მივუჯექი და თეთრი ბურთივით კრისტალებისგან სამაჯურის გაკეთება დავიწყე. ნელა ვაკეთებდი და თან ფიქრებში ვიყავი გართული, რა იქნება ბიზნეს, რომ ჩამოვშორდე?. მამაჩემი და ჩემი ძმა ბიზნესის გამო სულ დაკავებულები არიან და მეც ეგრე მომიწევს, ამიტომ არმომწონს ეს საქმე. დასასვენებლად დრო ძლივს აქვთ, და სახლშის გვიან მოდიან. მამაჩემი სულ ახალ ბიზნეს პატრიონებს ეძებს რადგან თავისი ბიზნესი გაძლიეროს, ბევრ ბიზნესმენს ხვდება. მეც ხომ არ მომიწევს პატრიონის ძებნა? მაგრამ, მე არმაწყობს ეგრე მარტო მირჩევნია ვფლანგო ვიდრე სხვა ვირებთან დავდო შეთანხმება. ბიზნესმენობამ შეიძლება ადამიანი დანერვოზოს, მახსოვს პატარა, რომ ვიყავი მამაჩემი სულ დაკავებული იყო, იმდენ ახალ პატრიონებს ცვლიდა რადგან მამაჩემს ატყუებდნენ, და მის ბიზნესს აუბედურებდნენ. ზოგი მის ფულებს პარავდა, ზოგი მის იდებს და ამის გამო მამაჩემს მოსდიოდა მათთან ჩხუბი და ბოლოს მათთან კონტაქტს აუქმებდა. რთულია ენდო ბიზნესმენებს, ჩვენ არ ვიცით ვის და უდევს გულში და რისი გამკეთებლები არიან. ამიტომ, არ მომწონს ბიზნესმენობა ვფიქრობ რთული საქმეა და გამიწირდება. ერთხელ როგორც, მახსოვს მამაჩემს ყავდა ბიზნეს პატრიონი რომელსაც ძალიან ენდობოდა და თავის ძმას მიაჩნდა, ერთად მუშაობდნენ და ბიზნესის გაძლიერეს. დადეშქელიანი იყო ის კაცი, რომელმაც ერთ დღეს უღალატა მამაჩემს და მისი ბიზნესის ნახევარი წილი მოპარა, რადგან უნდოდა მისი ბიზნესი უფრო მდიდარი და ძლიერი ყოფილიყოს ვიდრე მამაჩემის, შურდა ჩვენი. რათქმაუნდა, იჩხუბეს მის მიმართ ნდობა დაკარგა მამაჩემმა და ამის გამო ცუდ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. ვერ წარმოედგინა, რომ ასე მოატყუებდნენ. დროთა განმავლობაში მამაჩემი და ის კაცი უბრალოდ შერიგდნენ, არმესმის როგორ შეძლო ეპატიებინა მისთვის? როცა მოატყუეს, მაგრამ მამაჩემმა აპატია და მიზეზის ვერ გამიგია. უბრალოდ აღარ არიან ბიზნესს პატრიონები და მხოლოდ მეგობრობენ. რომ, ვეკითხებით მამაჩემს მიზეზს გვეუბნება, რომ ბიზნესი სხვა და პირადი ურთიერთობა სხვა ამას ერთმანეთისგან განცალკევეო, ერთმანეთის ბიზნესის საქმებში არვერევითო. მაინც არმესმის და ეს მისი საქმეა, მე არ მაქვს უფლება ჩავერიო. ამის იმის თქმა მინდა, რომ არუნდა ენდოთ ბევრ ბიზნესმენს რადგან ფულის სუნი აცდუნებს ყველა მდიდარ ადამიანს და ახარბებს.
სახლში ნაბიჯების ხმა გავიგე და უცებ კარებზე დაკაკუნეს.
- შემოდით! - გავძახე, კარები გაიღო და ჩემი ძმა გაბრიელი შემოვიდა, მას გაკვირვებული შევხედე რადგან ის გვიან მოდიოდა სახლში და გამიკვირდა ამ დროს აქ, რომ იყო.
- ვაა ბიჭო, ბიზნესი წაგართვეს? - ვეხუმრე ჩემ ძმას, მას კი გაეცინა.
- ვინ გამიბედავს მაგაც? - მითხრა სიცილით.
- მე.
- შენ ბიზნესის ფლობა არ მოგწონს და მაგაც ვერ იზამ.
- უბრალოდ ხუმრობა იცოდე - თვალი ავატრიალე მის სერიოზულ საუბარზე.
- ხო კარგი, აქ იმისთვის მოვედი, რომ მინდოდა მეთქვა დადეშქელიანები ხო გახსოვს?. - მე თავი დავუქნიე და სამაჯურის გააკეთება გავაგრძელე.
- ხოდა ის კაცი ხო გახსოვს მამაჩვენის მეგობარი, დღეს გავიგე, რომ გარდაიცვალა, გულის შეტევა მიიღო.
- არ მაინტერესებს!.
- ვიცი, უბრალოდ ვალდებული ხარ წამოხვიდე მის სამძიმარზე.
- ოოოო, როგორ მეზარება.
- ვიცი მესმის, მაგრამ ეს აუცილებელია, მთელი ოჯახი მივდივართ.
- კაი გადი წითელი ტანსაცმელები უნდა ჩავიცვა - ჩემმა ძმამ ცალი წარბი მაღლა ასწია და გაკვირვებული შემომხედა.
- წითელი რატომ?.
- უბრალოდ ბედნიერების ფერია.
- ღმერთო ჩემო, ნუ ხარ სულელი ბავშვი, ჩაიცვი შავები და წამოდი.
- რომელი ყვავი მე მნახეთ? - ვიკითხე და ჩემმა ძმამ თვალები ატრიალა და ოთახიდან გავიდა.
ოჰ, ანუ შავები უნდა ჩავიცვა? კაი, გარდერობი გავაღე და შავი კაბა ამოვიღე. რა აუცილებელია შავების ჩაცმა კუდიანი დედაბერი ხო არ ვარ? მანდ ხალხს ჯადოს გასაკეთებლად ხო არმივდივარ. ტანსაცმელები ჩავიცვი და მოვწესრიგდი, ჩემი ჩანთა ავიღე და დაბლა ჩავედი ყველა მისაღებში მელოდებოდა.
- მამა სადა? - ვიკითხე.
- უკვე მანდა.
ყველანი მანქანაში ჩავჯექით და სამძიმარზე წავედით, თავი მანქნის მინას მივადე და ფიქრებს მივეცი. მანქანა ოც წუთში გაჩერდა დიდ სახლთან, რათქმაუნდა ის კაცის ბიზნესმენი იყო და ამხელა სახლი ექნებოდა ჩვენსავით. მანქნიდან ჩამოვედით და სახლის ეზოში მივაბიჯე მაღალი ქუსლებით, სახლს, რომ მოვუახლოვდით მკაფიოდ გავიგეთ ხალხის ტირილის და ბღავილის ხმა. ღმერთო რა გამაღიზიანებელია, არმომწონს ასეთი გარემოება ხასიათს მიფუჭებს. სახლში შევედით და ყველას შავები ეცვა და მკვდარს დასტიროდნენ. იმ მკვდარი კაცის ცოლთან მივედით და თავაზიანად ვუსამზირეთ. სკამზე ჩამოვჯექი და მკვდარს დავხედე, მისი ცოლი კუბოს ეხუტებოდა და ბღაოდა. საინტერესოა გულის შეტევა რატომ მიიღო, ალბათ მისი ბიზნესის საქმე გაკოტრების გზაზე იყო. ნინა მოწყენილი იჯდა ჩემს გვერდით, ჩემი ძმა ვერ არის, რა აუცილებელი იყო ბავშვის აქ მოყვანა, მის ფსიქიკას გაუნადგურებს ეს სცენა. ალბათ, მარტო ვერ დატოვებდნენ რადგან მთელი ოჯახი მოვდოოდით. ნაბიჯების ხმა მოგვესმა და ყველანი იქით გავიხედეთ, ჩემი ბიზაშვილი იყო მოსული თავის მშობლებთან და ცოლშვილთან ერთად, რა საჭიროა ამდენი ხალხის მოსვლა ღმერთო ჩემო. მათ ხელი დავუქნიე და პატარა მათე ჩვენკენ გამოიქცა, მკაცრად შევხედე მას და ვანიშნე ზრდილობიანად ყოფილიყოს, ის ნინას მიუჯდა გვერდით და ხალხს შეხედა.
- ყველანი რატო ტირის - ჩამჩურჩულა მათემ.
- შენ გირჩევნია ჩუმად იყო თორე მოგხვდება - გავაფრთხილე მკაცრად.
- მოვიწყინე წამო ვითამაშოთ - უთხრა ნინამ.
- არ შეიძლება - მკაცრად შევხედე ბავშვებს.
ჩემი ბიზაშვილის ოჯახი ყველას მიესალმეს და დაჯდნენ. ყველანი ჩუმად იჯდნენ და მხოლოდ მკვდარი კაცის ახლობლების ქვითინი ისმოდა. სიჩუმეს მხოლოდ მათი ხმა არღვევდა, ტირილის ხმა მაღიზიანებდა და აქედან წასვლა მინდოდა.
მარცხვნივ გავიხედე და კარებთან მდგომი ბიჭი დავინახე რომელიც კედელს ეყრდნობოდა და მოწყენილი გაჰყურებდა მკვდარს, გაბოროტებული სახე ქონდა და ცდილობდა თავისი ყველა ემოცია სიბრაზით დაემალა. ბიჭი მაღალი იყო, დაკუნთული სხეულით განიერი მკლავებით და წაბლისფერი თმით, ჩვეულებრივი ფერის ყავისფერი თვალები ქონდა, წარბები შეჭმუხვნოდა სიბრაზისგან. მამაკაცს გავდა, მაგრამ არ ვიცოდი ვინ იყო ამ კაცის ასე, რომ უყურებდა. დავაიგნორე და ფიქრები ვუკუვაღდე, ამ ბიჭს არ შევუმჩნევივარ, რომ ვაშტერდებოდი და ეს უკეთესიცაა.
- მუცელი მტკივა - ჩამჩურჩულა მათემ.
- გაუძელი ბავშვო. - ვუთხარი ჩურჩულით.
ძალიან დაძაბული გარემო იყო, ყველა უხერხულად ჩუმად იყვნენ გარდა მტირალა ხალხისა. უცებ პატარა ქვითინი ყველაზე ხმამაღალმა ხმამ გადაფარა. ყველანი მათეს შეხედეს, რომელმაც იმხელა ხმაზე გააკუა მთელი სახლი შეზანზარა. სიცილი ვერ შევიკავე და ბოლო ხმაზე ავკაკანდი. ყველა მე მიყურებდნენ გაკვირვებულები, სიცილს ვერ ვიკავებდი და გიჟივით ვიცინოდი. ყოველთვის სერიოზულ სიტუაციებში მეცინება, როცა ყველა სერიოზულადა და ერთი პატარა სასაცილო რაღაც, რომ ხდება სიცილს ვერ ვიკავებ, ახლაც ასე დამემართა. ყველა გაკვირვებული იყო ჩემი საქციელით, დედაჩემი მკაცრად მიყურებდა და ვიცოდი, რომ სახლში, რომ მივალთ მაგრად მომხვდება. სიცილის ვერ ვიკავებდი და ამის გამო ბოდიში ძლივს მოვუხადე ხალხს და გარედ გავედი, ყველაფერი მათეს ბრალია ძალიან შემრცხვა. ახლა დედაჩემი, რომ მახსენდება ძალიან მეშინია. მერე, გამახსენდა სიცილის დროს, იმ ბიჭისკენ გავიხედე რომელიც გამოშტერებული მიყურებდა, ალბათ იფიქრა ეს საგიჟეთიდან გამოიქცაო, რა სამარცხვინოა ღმერთო ჩემო.უაააა ესეც ახალი თავი, ორი თავის ერთ დღეში დაწერა იმენა მაგარია🤣თან მეც მაგრად გავერთე იმდენი ვიცინე, იმედია თქვენც მოგეწონათ ჩემი მოთხრობა😘
YOU ARE READING
ბიზნეს პარტნიორები
Romansტასო ყველაზე მხიარული გოგონა, რომელიც ძალიან უკმაყოფილოა თავისი პროფესიით და საქმიანობით, ის შეუთანხმდება მამამისს, რომ ბიზნეს პატრიონი ყავდეს რათა თავისი ბიზნესი გაძლიეროს, რა იქნება ის როცა თავის ბიზნეს პატრიონს სიმპატიურ მამაკაცს გაიცნობს? მათ ხშ...