გაგრძელება

79 5 4
                                    

ამის შემდეგ მან დამიბარა,მივსულიყავი რესტორნის წინ და შევხვედროდი მას.
    რესტორანი იყო მაღალი მდიდრული,დიდ სასტუმროს უფრო ჰგავდა,მე როგორც მსოფლიოში ყველაზე ცნობისმოყვარე ადამიანმა ძალიან დამაინტერესა თუ რა საჩუქარი ჰქონდა ჩემს ძმას.
      რამოდენიმე წუთის შემდეგ გამოვიხედე და ვხედავ ჩემი ძმა მოდის კოსტუმში გამოწყობილი და ხელში თაიგული უჭირავს.
        მიახლოვდება და მეუბნება:გავიგე,რომ შენს დაბადების დღეს ვერ იტან,მაგრამ გთხოვ ჩემთან ერთად აღნიშნე,ეს ხომ შენი მე-18 დაბადების დღეა 18-ის მხოლოდ ერთხელ ხარ.
       არ ვიცი რა ვთქვა თითქოს ენა ჩამეყლაპა,და უეცრად წამომცდა:კარგი ავღნიშნოთ, იქვე გავიყინე არ ვიცოდი როგორ მეთქვა რომ არ მინდოდა აღნიშვნა.
       ეგრევე ხელი ჩამკიდა და რესტორანში შემიყვანა, ჩემს ძმას ბევრი ფული აქვს და შესაბამისად არ გაუჭირდებოდა რესტორნის ყიდვა. არ ვტრაბახობ მაგრამ ესეა.
       იქ უკვე დედა, ბებია, უმცროსი და, და რაც მთავარია მამა დამხვდა. ადგილზე გავშეშდი და ვუთხარი ძმას რომ წასვლა მინდოდა.
       მან კი მიპასუხა არა არსად არ წახვალ,თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს დარჩი,ხომ გინდოდა დაბადების დღეზე მამა ყოფილიყო?ყველაფერი გავაკეთე, რომ მოსულიყო.
       მე მან დიდი ხნის წინ მიმატოვა ეხლა რატომ უნდა მინდოდეს მისი ნახვა.მოვიტყუე ძალიან გამიხარდა მისი ნახვა მაგრამ მას სახეზე ბედნიერება არ ეტყობოდა.
        კარგი შევიდეთ?
    კი უეცრად ვითომ უშიშარი მე წავედი დედისკენ და მის გვერძე დავჯექი.
      დედამ ბებიამ და ჩემმა უსაყვარლესმა პატარა დაიკომ მომილოცეს,ცხოვრებაში პირველად გამიხარდა ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა.
       მაგრამ თითქოს ვიღაც გვაკლია, კი გვაკლია ჩემი დედინაცვალი წინა წელს გარდაიცვალა ავტოავარიაში,არ იყო ისეთი როგორიც კინოებში და სერიალებში:ბოროტი,საზიზღარი დედინაცვალი.
       ისე მიყურებდა როგორც თავისი ნამდვილი შვილი ასე რომ ის ჩემს პატარა ოჯახს აკლდა.
       უცებ ფეხზე ავდექი და ვთქვი: ცხოვრებაში პირველად გამიხარდა ჩემი დაბადების დღე და ძალიან დიდი მადლობა ჩემს უფროს ძმას და ჩემს ოჯახს.ვიცი დავაშავე ამას ახლა მივხვდი 
არ უნდა ჩამშხამებოდა ისეთი ადამიანის გამო დაბადების დღეები როგორმაც მიმატოვა და ერთი პატარა მესიჯი,წერილიც არ გამოუგზავნია!
     მამა დგება და ამბობს:ვიცი რაც დავკარგე ვიცი როგორი ანგელოზი ბავშვი დავკარგე მაგრამ გთხოვ ძალიან გთხოვ მაპატიე...
        მამას სიტყვებმა გამაკვირვა და მეც ემოციებს ავყები და ვუთხარი რომ ვაპატიებდი...
     აი რატომ არის ეს დღე განსაკუთრებული ჩემთვის
შეიყვარეთ ადამიანი,როგორიც არის

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 03, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

განსაკუთრებული დღე(დასრულებული)Where stories live. Discover now