ნეტავ გენახათ რამხელა ბედნიერება ეხატა სახეზე დადიანს, სახლში გაყოლაზე რო დავთანხმდი.
შიგნით რომ შევედით სახლიკიარა ნამდვილი ბუნაგი დამხდვა, საშინელი არეულობა იყო.
- რაიყო არალაგებ ხოლმე?- თამამად ვკითხე
- არეულია?- ისე გაიკვირვა თითქოს სამოთხე ყოფილიყო
- მეკაიფები?- შეწუხებული სახე მივიღე
- მერე დამილაგე რას მიკეთებ, შეყვარებულები ერთმანეთს ხომ ეხმარებიან?
- ვაჩე... ჩვენ ერთად არვართ- თვალები უკმაყოფილოდ ამოვატრიალე.
- ჯერ. ჯერ არვართ- ჩაიცინა, მაცივრიდან ლუდი გამოიღო და დივანზე დაეშვა.გარშემო ყველაფერს ვათვალიერები, კუნჭული არ გამომიტოვებია.
-რაიყო შემოგზავნილი ხარ? თუ დედაჩემი- ალმაცერად მიყურებდა
- თუგინდა დედა დამიძახე, აქაურობას ნაღდად არ დავალაგებ
- ვიხუმრე მელანო ვიხუმრეე- ლუდი გამომიწოდა.
- იუმორი არგივარვა ვაჩე- ლუდი გამოვარვი და სარკასტულად მონალიზას ღიმილი მივუგდე.
- აუტანელი გოგო ხარ.
- ხო, ალბათ არგქონია შეხება აუტანელ გოგოსთან, მარტივებს იგერიებ ხოლმე ხო?
- ეჭვიანი ცოლივით ხარ- გადაიხარხარხარა- ყველანაირთან მქონია მაგრამ, როცა მათთან ვიყავი შენ წარმოგიდგენდი.
- როგორი არასერიოზული და მატყუარა ხარ.- მკაცრად მივუგდე პასუხი.ჩემი პასუხი არესიამოვნა. ნელა წამოიწია ჩემკენ და ხელში ჩამავლო. მისკენ მიმიზიდა, ფეხები განზე გაწია და მათშორის მომიქცია. ქვემოდან მიყურებდა და მტევნზე ცერა თითს ნელა მისვამდა.
მეჩვენებოდა რომ ჩემ სულთან კატასტროფულად ახლოს იყო. გული საშინლად ამიჩქარდა და ტანი გამიხურდა.
- როგორი ნაზი კანი გაქვს-საშინლად ტკბილი ხმა ჰქონდა. თმა უბზინავდა მთვარის შუქზე და შეხებას თავი ვერ ავარიდე. ნელა შევაცურე თითები მის თმაში და წრიულად დავუწყე ფერება. ჩემი პირველი ნაბიჯის გადამკიდე ცოტათი გათამამდასავით.
- ასეთი მოკლე კაბა რატომ ჩაიცვი?- ბარძაყვზე მაკოცა. რბილი ტუჩები ჰქონდა.
დაძაბულობა მომეხსნა, თითქოს შიგნიდან გავთბი. კალთაში ჩამისვა. თმაზე ფერება დამიწყო, თავი ჩარგო კისერთან მყოფ თმის ღერებში, და ისე შეისუნთქა თითქოს ჩემი სულის გამოძვრომას ცდილობდა გახურებული სხეულიდან. ვაღიარებ ამომენტში აღგზნებული ვიყავი და თავის დაკარგვა არ მინდოდა.
- ასე ნუ მეხები- ვაჩეს მოძრაობა არ შეუწყვეტია
- შეგეხები სადაც მინდა. როცა მინდა. და როგორც მინდა ისე. შენკი ვნებიანად ამყვები და არაფერს მოიმოქმედებ.- მკაცრი და თან მეტისმეტად ვნებიანი ხმა ჰქონდა
ESTÁS LEYENDO
ევროპული მეგობრობა?
Romance"წელზე ხელი ნაზად მომხვია და თავი მხარზე ჩამომადო, მოულოდნელად ყურთან ჩუმი ნაცნობი მაგრამ დროისგან საკმაოდ დაბოხებული ხმა ამოვიცანი. - მომენატრე მელანო. " მელანო 21 წლის სტუდენტი გახლავთ, რომელიც წარსულს მიბარებულ პირველ სიყვარულს ხელახლა გადაეყრებდ...