საავანდყოფოში გამეღვიძა.თავს კარგად ვგრძნობდი. ისევ ის თეთრი კედლები იყო.
თვალების გახელისთანავე ვაჩე მოვიკითხე. გავყვიროდი ვაჩე სადაათქო. ექიმი შემოვიდა.
-დამშვიდდი. მელანო მინდა გახარო და გითხრა რომ ისეთივე რიტმით შეძლებ ცხოვრებას როგორც, ჩვეულებრივი ადამიანი.
-რატომ- ხმა ჩამიწყდა
-რადგან დონორი გამოგიჩნდა და უკვე ჯანსაღი გული გიძგერს.- ძალიან გამეხარდა ამის გაგონება, მაგრამ კიდევ უფრო ის გამეხარდა რომ, როგორც ნორმალური ადამიანი ისე გავაგრძელებდი ცხოვრებას ვაჩეს გვერდით. პირველმა რაც თავში დამარტყა ისიყორო, ვაჩესთვის უნდა მეთქვა, ძალიან გაუხარდება დარწმუნებული ვარ.
- დონორი ვინაა?- სათვალე გაიკეთა და რაღაც ფურცლებს დააცქერდა
- ვინმე ვაჩე დადიანი. გილოცავ.- პალატიდან გავიდა.ყურებს ვერ ვუჯერებდი. სიცოცხლე აღარ მინდოდა, არმინდოდა მომესმინა ის რაც ექიმმა მითხრა. არმინდოდა იმის გააზრება რომ ვაჩეს გული ახლა მემიძგერდა და ის ცოცხალი აღარ იყო.
უშენობა.
დღეს ორი თვე გავიდა შენი სიკვდილიდან. შენ ჟაკეტს დღემდე ვიხუტებ და ვკოცნი, არმინდა რომ სუნი გაუვიდეს. ძალიან მაკლიხარ. ნეტავ იცოდე როგორ მენატრები. მეხომ კოცნაც ვერ შევძლე შენთვის.
მართალი იყავი როცა თქვი რომ შენი გულიც მე მეკუთვნოდა, მაგრამ არ მეგონა რომ ეს ასე მოხდებოდა.
ნეტავ არ მეთქვა ეს დაწყევილი სიტყვა მიყვარხარ. ნეტავ საერთოდ არ ჩამებარებინა უნივერსიტეტში. ნეტავ იმ პირველ ჩვენს ცეკვაზე არ დაგთანხმებოდი.
ნეტავ ერთმანეთის მოლოდინში გვეცოცხლა.
უკვე ყოველ დილას შენთან საუბრით ვიწყებ. სიყვარულის აღარ მჯერა, აღარც გრძნობების. იმ დღეს ყველა ჩემი გრძნობდა ერთად მოკვდა. შენზე დღემდე ისე ვსაუბრობ თითქოს, ცოცხალი ხარ და ყველას გიჟი ვგონივარ ამის გამო. სასაცილოა არა?.
შენგარეშე ყველადღე უკვე უფერული გახდა.
ყოველდღე ის მოგონებები მიტივტივდება თავში პატარები რომ ვიყავით. გახსოვს ცხვირზე კოცნა როგიყვარდა? ან შენიშვნების მოცემა. ჩემს აწითლებაზე ლაპარაკიც აღარ მაქვს, რასაცქვია გიჟდებოდი. კარგი მსმენელი იყავი. პატარაობა შენი წყალობით გამილამაზდა. ჩვენი ქოხი გახსოვს? ცოლქმრობანას რომ ვთამაშობდით. რომეუბნებოდი ცოლად უნდა მოგიყვანო როცა გავიზრდებითო. როგორი ბედნიერი იყავი. ცხოვრებით ტკბებოდი. გიყვარდა ირგვლივ ყველაფერი. მეც გიყვარდი. მაპატიე რომ შანსი წაგართვი იგივე გაგეგრძელებინა. მანდ გეშინია? მე ძალიან შემეშინდებოდა შენს ადგილას.
BINABASA MO ANG
ევროპული მეგობრობა?
Romance"წელზე ხელი ნაზად მომხვია და თავი მხარზე ჩამომადო, მოულოდნელად ყურთან ჩუმი ნაცნობი მაგრამ დროისგან საკმაოდ დაბოხებული ხმა ამოვიცანი. - მომენატრე მელანო. " მელანო 21 წლის სტუდენტი გახლავთ, რომელიც წარსულს მიბარებულ პირველ სიყვარულს ხელახლა გადაეყრებდ...