III თავი

216 16 2
                                    

დილაა, გაყინულ დედამიწას მზე ათბობს. მართალია მზე ყველაფერს ათბობს, მაგრამ ადამიანის გულებამდე ვერ აღწევს. არ შეუძლია გულცივი ადამიანების გათბობა. ჯიმინი ბავშვობიდან თბილი ადამიანი იყო, ამავდროულად ძალიან საყვარელი ბავშვი. ჯონქუქი როდესაც გაიცნო 14 წლის იყო, ისიც შემთხვევით. ჯიმინი უფროსკლასელებს დაეჭირათ, ჯონქუქმა კი ის გადაარჩინა...

12 წლის წინ:

ქერათმიანი მთელი ძალით მირბოდა დერეფანში. უკან რამოდენიმე მაღალი ბიჭი მისდევდა. შეშლილივით საპირფარეშოში ვარდება და კარებს კეტავს, მალევე კარებზე კაკუნის ხმა ისმის:

-გირჩევნია კარები შენი ნებით გააღო, თორემ ვერ გადამირჩები პატარა ლაწირაკო

პაკს ეშინია, არ იცის რა გააკეთოს. ცდილობს სუნთქვა დაარეგულიროს, ერთ-ერთ კაბინაში იკეტება.

კარების გაღების ხმა ესმის, კანკალი იტანს, ეშინია.

-აბა? სად ხარ?

ირგვლივ სიჩუმეა, პაკი პირზე ხელს იფარებს.

-გირჩევნია შენით გამოხვიდე, თორემ უარესი დაგემართება- ამბობს ერთ-ერთი

კარების საკეტს აწვალებენ, ქერათმიანს კი პანიკა იპყრობს. ახერხებენ და აღებენ კიდევ

-აი სად ყოფილხარ პატარა- იღიმის ერთ-ერთი

-გთხოვთ...არაფერი დამიშავოთ...- ჩურჩულებს პაკი

-ზუსტად ეს არის სახალისო- ეუბნება და მკლავზე ხელს უჭერს

-ჰეი!- ისმის ხმა, სამივე კარებისკენ იხედება, სადაც მაღალი, შავთმიანი ბიჭი დგას- ასე მოგწონს სუსტების ჩაგვრა მარკ?- ეკითხება და უახლოვდება

-ჯონ თუ გვინდა შემოგვიერთდი

-შემოგიერთდე?- კითხულობს და წარბებს კრავს- ანუ შემიგიერთდე, რამდენს ბედავ?!- ხმას უწევს ჯონი და სახეში არტყამს, მერე კი პერანგის საყელოში სწვდება- გაფრთხილებ, მას კიდევ მიუახლოვდები და არ დაგინდობ, გასაგებია?

Bleeding LoveWhere stories live. Discover now