X თავი

135 14 0
                                    

ჯონქუქის გაუჩინარებიდან 1 წლის შემდეგ:

ქერათმიანი სახლის წინ დგას, ხელში წითელი ვარდების თაიგული უჭირავს. კარებზე აკაკუნებს, ცოტახანში კი შუახნის ქალი უღებს კარს. ეღიმება ჯიმინის დანახვაზე, სევდიანად უღიმის და სახლში იპატიჟებს. ჯონქუქის სახლს მონაცრისფრო კედლები ამშვენებდა, შავი ავეჯით იყო მოწყობილი.

-მიხარია შენი ნახვა ჯიმინ

-მეც მიხარია თქვენი ნახვა- პასუხობს პაკი

-აქ რამ მოგიყვანა ჯიმინ?- ეკითხება ქალი და ქერას უღიმის

-დეიდა სანა...ჩემი ბრალია- ბუტბუტებს ჯიმინი და თავს ქვემოთ ხრის- მე რომ არა...ჯონქუქი ახლა თქვენთან იქნებოდა

-ძვირფასო ეს შენი ბრალი არ არის. თავს ნუ იდანაშაულებ ჩემო ბიჭო- უღიმის ჯონქუქის დედა- იცი ჯონქუქი ძალიან მენატრება ჯიმინ.

-ის დაბრუნდება, ხომ ასეა?

-შეიძლება მე ვერ ვნახო, მაგრამ შენთან როდესაც მოვა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიატოვო. კარგი, გვეყოფა მოწყენილობა... ნამცხვარი ხომ გინდა?- ეკითხება ქალი, ქერა კი საპასუხოდ თავს უქნევს- ყვავილებს ლარნაკში ჩავდებ

ჯონქუქის დედა ღიღინით ტოვებს ოთახს. ჯიმინს მასთან მოსვლა ყველაზე მეტად უყვარდა, თავს უკეთესად გრძნობდა. სანაც ასე იყო, პაკი ძალიან უყვარდა. შვილის მონატრებას ჯიმინით იკლავდა. ორივე თითქოს ერთმანეთს ამხნევებდა, ჯონზე საუბრით დარდს იქარწყლებდნენ.

ცოტახანში ოთახში ნამცხვრით და ჩაით ბრუნდება, მეორე ხელში კი მაისური უჭირავს. პაკის გვერდით იკავებს ადგილს, პატარა მაგიდაზე ლანგარს დებს.

-ეს ჯონქუქის მაისურია, ფეხბურთის კლუბში იყო გაწევრიანებული. ბავშვობიდან უყვარდა ფეხბურთი- სევდიანად უღიმის ქალი

-მისი გუნდი ყოველთვის იგებდა- ეუბნება ჯიმინი

-ასეა- ეთანხმება სანა- პატარაობიდანვე ნიჭიერი იყო. იცი ცეკვაც მოსწონდა...

Bleeding LoveWhere stories live. Discover now