გუშინდელ მომხდარს ჯიმინი ვერ ივიწყებს, უკვე ღელავს. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს იმაზე ფიქრში, რომ ვიღაც უთვალთვალებს. ფანჯრებზე პატარა ჭიქები დაალაგა, კარებზე მაგიდა მიადგა, რომელის კიდეზეც დოქი იდგა. ხელში იარაღი ეჭირა და კარებისკენ ჰქონდა ყურადღება მიმართული. იცოდა, რომ დღეს არა, მაგრამ სხვა დღეებში შესაძლო იყო მისთვის მიეკითხა. შესაძლებელი იყო მას გარეთ ელოდებოდნენ. პაკს იმის კი არ ეშინოდა, რომ დაიჭერდნენ და უმოწყალოდ მოკლავდნენ. ის ჯიჰუნზე ღელავს. თუ ჯიმინი მის გვერდით არ იქნება, ჯიჰუნი თავს მარტოსულად იგრძნობს, ძმის დაკარგვისგან გამოწვეულ ტკივილს ვერ გადაიტანს. ჯიმინმა იცის, რომ მასსავით ძლიერი არ არის, ამდენი ტკივილის გადატანა არ შეუძლია. თავისთავზე არასდროს უფიქრია, ყოველთვის ძმაზე ფიქრობდა. ცდილობდა ყველანაირად კარგი ძმა ყოფილიყო, ჯიჰუნისთვის საუკეთესო უნდოდა. თავისს გრძნობებს უკანა პლანზე აყენებდა, დროს სამსახურზე და ძმაზე ფიქრობში ატარებდა. გრძნობებზე არასდროს ფიქრობდა, მხოლოდ სამსახური და სახლი.
მართალია ჯიმინი და ჯონქუქი დაპირდნენ ერთმანეთს, რომ არაფერს დაუმალავდნენ და ყველაფერზე გულახდილად ისაუბრებდნენ, მაგრამ ამ პირობას ორივე არღვევდა. სანამ არ დათვრნენ, არ აკოცეს ერთმანეთს და ერთად არ იწვნენ, მანამდე არცერთს გაუმხელია თავისს ორიენტაცია და არ უთქვამთ ერთმანეთისთვის თავისი გრძნობების შესახებ. უყვარდათ ერთმანეთი, სიგიჟემდე უყვარდათ. ჯიმინს ახლაც უყვარს, სხვაზე ვეღარ ფიქრობს. ამ ათი წლის განმავლობაში თუ ცდილობდა ჯონქუქის დავიწყებას, პირიქით უფრო უყვარდებოდა. ჯონი ყოველთვის პაკის თავში იჯდა, არ აძლევდა მოსვენების საშუალება, გამუდმებით მასზე ფიქრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელი ჰგონია მაინც უყვარს, ისე უყვარს როგორც ადრე.
პაკი დილის 8 საათზე სახლიდან გადის, მანქანაში ჯდება, მალევე ძრავს კიდეც. გარეთ მოღრუბლული ამინდია, ეტყობა, რომ წვიმას აპირებს. ჯიმინი თავს ცუდად გრძნობს, ეს საქმე თავს ატკიებს. მთელი დღეები მკვლელზე ფიქრში ატარებს, დარწმუნებულია ჯონქუქის დანაშაულში. ჯონი მკვლელია და ჯიმინი იდანაშაულებს საკუთარ თავს. ფიქრობს, რომ ჯონქუქის მკვლელად გცევას ხელი შეუწყოს, ვიდრე მას დაეხმარა.
YOU ARE READING
Bleeding Love
Alteleჯიმინი 16 წლის ასაკში მეგობარს დაკარგავს. იგი დექტივი ხდება, რომელიც მრავალ საიდუმლოს ხსნის. რა მოხდება შემდეგ? იპოვის მეგობარს?