V თავი

176 18 6
                                    

იცით რას გრძნობდა ჯიმინი მთელი ეს 10 წელი, როდესაც ჯონქუქს ეძებდა? ეს იმედგაცრუება იყო. ამ საქმეზე მუშაობის დროს ფიქრობდა, რომ წინ მიიწევდა, მაგრამ ყოველი ახალი ნაბიჯი მას ისევ უკან ახევინებდა. ამის მიუხედავად ის ყველაფერს აკეთებდა. ყველა ადგილი შესწავლილი ჰქონდა, ჯონქუქისთვის მნიშვნელოვან ადგილებს თავიდან ნახულობდა, იმედს არ კარგავდა, რომ რამეს იპოვიდა. სამი წელია რაც ამ საქმეს ხელი მოჰკიდა, მანამდე მხოლოდ ფაქტებით მსჯელობდა. დამღლელი დღეების მიუხედავად, ის მაინც დილამდე მაგიდასთან იჯდა და ფიქრობდა...

10 წლის წინ:

ქერა სააბაზანოდან გამოდის, ჯონის დანახვაზე ხტება და ყვირის:

-გული გამიხეთქე ჯონქუქ- სიცილით ეუბნება პაკი

-ბოდიში თუ შეგაშინე- პასუხობს და ქერათმიანთან მიდის- ჩაიცვი და წავიდეთ. საღამოს შემიძლია სასმელზე დაგპატიჟო

-არასრულწლოვნები ვართ, დაგავიწყდა?- ეუბნება პაკი

-არა, მაგრამ ერთხელ წესების დარღვევა გვეპატიება- უღიმის ჯონი

-ქუქ...

-მიდი დამთანხმდი რაა- ევედრება შავგვრემანი- გთხოვ მინი

-დედაშენი დღეს სახლშია?

-დღეს მორიგეა საავადმყოფოში

ქერა ჯონთან ახლოს იწევა და ეუბნება:

-თანახმა ვარ- პასუხობს პაკი, შავგვრემანი კი სიხარულისგან ხტუნვას იწყებს და ქერას იხუტებს

-ამიტომ მიყვარხარ ყველაზე მეტად მინი

-დამაცდი, რომ ჩავიცვა?- ეკითხება პაკი

-კარგი- პასუხობს ჯონი და საწოლზე ჯდება

-ღმერთო ჩემო- ოხრავს ქერა- ჯონქუქ გთხოვ ოთახიდან გადი

-რატომ? გოგო ხომ არ ხარ?- ეკითხება ჯონი და წარბს მაღლა წევს

-ნუ სულელობ

-მაშინ მიზეზს ვერ ვხედავ, რომ გავიდე.

Bleeding LoveWhere stories live. Discover now