XV თავი

116 11 14
                                    

ჯიმინი მთელი ღამე ჯონის ნათქვამზე ფიქრობდა. რატომ უნდა, რომ სამსახურიდან წამოვიდეს? რატომ დაჰყვება ყოველთვის და წითელ ვარდებს უგზავნის. ჯიმინისთვის ეს ორი კითხვა, თავსატეხია. ჯონქუქმა კი უთხრა, რომ მასზე დარდობს, მაგრამ დეტექტივს ნაწილობრივ ამის არ სჯერა. მთელი ღამე საქმეზე მუშაობდა, ვერ ისვენებდა, რაღაც აწუხებდა, უნდოდა ყველაფერი საკუთარ თავში ფაზლის ყველა ნაწილი სწორად დაეკავშირებინა ერთმანეთს. უკვე თითქმის ყველაფერი იცოდა, უბრალოდ ეშინოდა დანარჩენებისთვის თქმა. ისინი ჰკითხავდნენ საიდან მიიღო პაკმა ინფორმაცია, იმას კი ნამდვილად ვერ ეტყოდა, რომ დამნაშავემ უამბო, მითუმეტეს ეს დამნაშავე ჯონქუქია. ჯიმინი მისი ერთგულია, ყველაფრის მიუხედავად მაინც ჯონის მხარეს დგას. უყვარს, ისეა მასზე შეყვარებული ჯონისთვის თავსაც კი გასწირავს.

დილის შვიდი საათი იქნება, პაკი სამსახურისთვის შესაფერის ტანისამოსშია გამოწყობილი, დივანზე ზის და ტელევიზორს უყურებს, თან ყავას მიირთმევს. გონება გაფანტული აქვს, წარმოიდგენდა არ აქვს ასე როგორ იმუშავებს, მაგრამ ვალდებულია თავისი სამუშაო შეასრულოს, ის გააკეთოს რის გამოც მთელი 10 წელი დაიტანჯა. არც ის უნდა, რომ ჯონი ციხეში ჩაჯდეს და არც ხალხის ხოცვა განაგრძოს. ჯიმინს ამდენი ფიქრის ლამის თავი გაუსკდეს, აღარ იცის რა გააკეთოს, მითუმეტეს თავისს გასაჭირს ვერავის ეუბნება.

-ჰიონ- ესმის ძმის ხმა, პაკიც უმცროსისკენ ტრიალდება- უკვე გაიღვიძე?

-კი, მოდი დაჯექი ჯიჰუნ

კარებზე ზარის ხმა ისმის, უმცროსიც აღარ ყოვნდება და კარებისკენ მიემართება, მალევე კი წითელი ვარდებით ბრუნდება.

-ჰიონ ვიღაც კაცმა მოიტანა- ეუბნება ჯიჰუნი და ძმას გვერდით უჯდება

-სახე დაინახე?

-არა, კეპი ეფარა. რატომ მეკითხები?

-არაფერი- უღიმის პაკი და ვარდებს ართმევს. შიგნით წერილი დევს, დეტექტივი მას ხსნის, შიგნით კი წერია:

Bleeding LoveWhere stories live. Discover now