XIII თავი

134 13 3
                                    

ჯიმინს დილით მაღვიძარას ხმა აღვიძებს. ადრე თუ თვალებს მძიმედ ახელდა და საწოლიდან ადგომა არ უნდოდა, ახლა დილით ადრე ადგომა პირიქით უხარია კიდეც. პაკი საწოლზე ჯდება, ჰაერს ისუნთქავს და იღიმის. ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს თავიდან დაიბადა, თითქოს გუშინდელმა საღამომ მისი ცხოვრება შეცვალა.

დეტექტივი საწოლიდან დგება და სააბაზანოში შედის. შხაპს იღებს, სხეულზე ხალათს ირგებს და ოთახში ბრუნდება. კარადას აღებს და ტანსაცმელს იცმევს. თმებს ივარცხნის, სუნამოც არ ავიწყდება. დღეს თავს ძალიან კარგად გრძნობს, ბედნიერია. ასეთი ბედნიერი ალბათ დიდიხანია არ ყოფილა. ადრე თუ ძალით გაღიმება უწევდა, ახლა ღიმილს სახიდან ვერ იშორებს. არ იცის რატომ, მაგრამ ბედნიერია.

პაკი ოთახიდან გადის და ქვემოთ ჩადის. სამზარეულოდან ხმა ესმის

"ჯიჰუნი ასე ადრე დაბრუნდა?"- ფიქრობს პაკი და სამზარეულოსკენ მიემართება, იქ კი ნაცნობი სილუეტი ხვდება. ჯიმინს თვალები უფართოვდება, ადგილზე შეშდება და ღიმილი სახეზე ახმება.

-ჯონქუქ?- ამბობს პაკი, ჯონი კი მისკენ ტრიალდება

-დილა მშვიდობისა მინი- უღიმის ჯიმინს- ვიცი რომ გშია, ამიტომ საუზმე მოგიმზადე

პაკი არაფერს პასუხობს, მხოლოდ ჯონს უყურებს. ნაბიჯს ვერ დგამს, ვერ იჯერებს, რომ მის სამზარეულოში ჯონ ჯონქუქი დგას და საუზმეს ამზადებს.

-რა მოხდა?- ეკითხება ჯონქუქი

-აქ რას აკეთებ?

-გუშინ ხომ მოვედი, არა?

-ის გუშინდელი დღე იყო ჯონქუქ. იცი მაინც რა მოხდება თუ ჩემი რომელიმე კოლეგა აქ დაგინახავს?

-კი- მშვიდად პასუხობს ჯონი- რაც უნდათ ის უქნიათ, მე შენთან ყოფნა მინდა. ასეთი ფეთქებადი ადრე არ ყოფილხარ მინი, რა გჭირს?

-ის ჯიმინი აღარ ვარ, გასაგებია?

-ჰო, ეგ უკვე ნათელია. დაჯექი და ისაუზმე, თორემ სამსახურში დაიგვიანებ. შენ ხომ საქმე უნდა გახსნა

Bleeding LoveWhere stories live. Discover now