VIII თავი

144 16 14
                                    

ტკივილი, შიში, საკუთარ თავში ჩაკეტვა, უნდობლობა, სიმართლისთვის თვალის გასწორება. ჯიმინი მთელი ცხოვრება, მთელი ათი წელი ასე იტანჯებოდა. მეგობრის გარეშე უჭირდა, გული სტკიოდა, საკუთარ თავში იკეტებოდა, მშობლებთანაც იშვიათად კონტაქტობდა. ეშინოდა, ერთ დღეს ჯონქუქის გვამი არ ეპოვნათ. პაკი ხვდებოდა, რომ ოთახში გამოკეტვით ვერც საკუთარ თავს და ვერც ჯონქუქს ვერ უშველიდა. ამის შემდეგ დაიწყო მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი. ცეკვას თავი დაანებე, სწავლაზე მობილიზდა და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. ის ყოველდღე თვალს ადევნებდა მედიას, ეკრანზე ძირითადად ჯან ჰოსოკი ჩნდებოდა. ჯიმინისთვის ის მისაბაძი პიროვნება გახდა. ხშირად უგზავნიდა წერილებს, სადაც ჯონქუქის საქმეს განიხილავდა. სამწუხაროდ პასუხი არასდროს მიუღია. ჯიმინი არასდროს დანებებულა, მაინც უგზავნიდა წერილებს. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ იმ გუნდში მოხვდა, სადაც ჰოსოკი  ერთ-ერთი წევრი იყო. მაშინ პაკი ძალიან ბედნიერი იყო, თვალები სიხარულისგან უბრწყინავდა, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ჯიმინი და თეჰიონი თითქმის ერთად მოხვდნენ გუნდში, მხოლოდ ერთი კვირა აშორებდათ. ახალ წევრებთან ყველა დაახლოვდა, განსაკუთრებულ სითბოს კი ქაი გამოხატავდა. ყველანაირად ცდილობდა ახალბედებისთვის კომფორტი შეექმნა. რა შეგვიძლია ვთქვათ თემინზე? ის ყველაზე პოზიტიური იყო გუნდში. ყოველდღე თავის კომპიუტერში საშინელებების დანახვა უწევდა, მაგრამ პოზიტიურობას ყოველთვის ინარჩუნებდა. კიმ სოკჯინი, განყოფილების უფროსი ძირითადად სმოკინგში დადიოდა, სერიოზული სახე ჰქონდა, მაგრამ შინაგანად ისიც მხიარული და კარგი ადამიანი იყო. ჰოსოკი თავიდან ახალბედებს ცივად უყურებდა, მაგრამ მალე ისიც დაახლოვდა ბიჭებთან.

ჯიმინი ყველას ადვილად უგებდა, ყველა მის გარშემო სიცოცხლით სავსე პიროვნება იყო. მაგრამ ის გუნდში ერთი მისიისთვის მოხვდა. მას მეგობრის პოვნა უნდოდა. ის ყველაფერს აკეთებდა ჯონქუქის საპოვნელად, აუცილებლად უნდა ეპოვა ან ცოცხალი, ან მკვდარი. ისე ვერასოდეს მოისვენებდა.

Bleeding LoveWhere stories live. Discover now