IX თავი

140 15 1
                                    

შაბათის მზიანი დილაა, ნელი სიო ნაზად არხევს ხეებს, ჩიტების სასიამოვნო ჭიკჭიკის ხმა ისმის. დღეს სამსახურიდან ისვენებენ, ყველა თავის სახლში ოჯახთან ერთად არის. ზოგი ოჯახთან ერთად პიკნიკზე წასვლას გეგმავს, ზოგიც სახლში რჩება, რომ დაისვენოს.

გარეთ სიჩუმეა, იშვიათად თუ გაივლის მანქანა. ჯიმინს სახლი მშვიდ უბანში ჰქონდა, ზედმეტ ხმაურს ვერ იტანდა. სიმშვიდეში და თბილი მეზობლების გარემოცვაში ყოფნა მოსწონდა, თავს აქ უფრო კომფორტულად გრძნობდა. მისი აზრით, ჯიჰუნს ასეთ გარემოში ყოფნა უფრო გაუადვილდებოდა, სადაც ახლოს იყო საპიკნიკო ადგილი, მეგობრული გარემო და თბილი სახლი. დეტექტივის სახლი არაფრით გამოირჩეოდა, ორ სართულიანი თეთრი სახლი, რომელიც არც ისეთი დიდი იყო. სახლი ძირითადად რძისფერ და კრემისფერ ფერებში ჰქონდა მოწყობილი. ერთადერთი ჯიჰუნის ოთახს არ შეხებია, თავისუფლება მისცა თვითონ შეეღება და თვითონვე მოეწყო ოთახი. მშობლების გარდაცვალებიდან ერთ წელში გადმოვიდნენ მშვიდ უბანში. როგორც ჯიმინისთვის, ასევე ჯიჰუნისთვის მძიმე იყო მშობლების დაკარგვა. პაკი ცდილობდა თავისს ძმას როგორმე დახმარებოდა, მან ხომ 15 წლის ასაკში დაკარგა მშობლები. ამ დროს ჯიმინისთვისაც რთული იყო, ის თან სწავლობდა, თან მუშაობდა და პლიუს ჯიჰუნზე ზრუნავდა.

ჯიმინს ტკბილად სძინავს, იმ უძინარ ღამეებს შაბათს ინაზღაურებს. ეს იქამდე იყო ტკბილი ძილი, სანამ ჯიჰუნი არ შეუვარდა ოთახში.

-ჰიონ გაიღვიძე, უკვე შუადღის პირველი საათია- იძახის უმცროსი და საწოლზე ჯდება- ბლინები გამოვაცხვე, გაცივდება

პაკი ხმას არ სცემს, ცდილობს ძილი შეიბრუნოს, მიუხედავად იმისა, რომ იცის არ გამოუვა

-ჰიონ გეყოფა ძილი- ეუბნება ძმას

-ჯიჰუნ გაჩუმდი...- ჩურჩულებს ჯიმინი

-გთხოვ ადექი, მოვიწყინე

-ღმერთო ჩემო- ოხრავს პაკი და თვალებს ახელს- მეგობართან წადი

Bleeding LoveWhere stories live. Discover now