XVI თავი

112 9 5
                                    

ტკივილი...ის ტკივილი, რომელიც პაკს გულზე აწვება, ასუსტებს და თავს არარაობად აგრძნობინებს. უნდა თქვას, როგორმე ამოთქვას, ვინმეს მაინც უთხრას, მაგრამ თითქოს ყელზე რაღაც უჭერს...იმდენად უჭერს, რომ გულის ცემა უჩქარდება, ვერ სუნთქავს. თავისს თავთან მარტოა ...სრულიად მარტო. გრძნობები იმარჯვებს...საკუთარ თავზე ბრაზობს. ღამეს მარტო ტირილში ატარებს...

კედელზე საათის წიკწიკი ისმის,
გაუჩერებლად ისმის მისი ხმა. ძილი არ ეკარება, ჭერს აშტერდება ისე, რომ თვალსაც არ ახამხამებს. ფიქრობს...საკუთარ თავზე ფიქრობს თუ რა შეცდომა დაუშვა, ყველაფერი თავისს ბრალი ჰგონია. ცდილობს საკუთარ თავს აჯობოს, ვერ ტყდება. ღამენათევს დილით გაღვიძება არ უნდა, მთელი დღე საწოლში ყოფნა და ფიქრებთან მარტო დარჩენა სურს. ამდენი ტირილისგან თვალები ეწვის, ჩაწითლებული აქვს, უძილობისგან კი თვალის უპეები - ჩაშავული

ჯიმინი საკუთარ თავს სარკეში უყურებს. გამხმარი ფოთლისფერი პლაში აცვია, თეთრი პერანგი და შავი კლასიკური შარვალი. ცდილობს როგორმე გაიღიმოს, რომლის უნარიც აღარ შესწევს.

კარადას აღებს, ფეხბურთის გუნდის მაისურს საკიდიდან ხსნის. კედელს ფოტოებისგან ათავისუფლებს, შავ პარკში დებს და თავს უკრავს.

-შენ ეს შეგიძლია ჯიმინ- ამხნევებს თავის თავს, მერე კი ქვემოთ ჩადის. მაგიდასთან ჰოსოკი და ჯიჰუნი სხედან. ჯიმინის ჩამოსვლას ვერც ამჩნევენ

-ჰიონ, მას...

-მასზე არ იდარდო, მე ვიზრუნებ

-მადლობა- უღიმის ჯიჰუნი

-დილა მშვიდობის- ამბობს პაკი

-დილა მშვიდობისა ჯიმინ- ეუბნება ჰოსოკი- ხელში რა გიჭირავს

-მნიშვნელოვანი არაფერი- პასუხობს ჯიმინი

-ისევ არ გეძინა, ხომ ასეა? ასე ვერაფერს გააკეთებ

-არასოდეს სწორად არაფერი გამიკეთებია. აქ რატომ ხარ?

-ერთად წავიდეთ განყოფილებაში.

Bleeding LoveWhere stories live. Discover now