1.

997 16 4
                                    

-ნია! ნია! გაიღვიძე...(ანასტასია)

მესმის ანასტასიას ხმა ძალიან შორიდან, თითქოს მთაზე დგას და იქიდან მიყვირის, მაგრამ გაღვიძება არ მინდა საშინლად მცხელა და ოფლიც წურწულით ჩამომდის.

-ნია მეთქი, ადეიქი ახლავე...(ანასტასია)

უკვე ხმა ძალიან კარგად მესმოდა, მაგრამ თავალის გახელა წამითაც არ მინდოდა. თავზე ცივი წყალი გადამასხა, ალაბათ მოთმინების უნარი ამოეწურა, მაშინვე გამეღვიძა და ვიგრძენი რომ უფრო ცუდად გავხდი.

-როგორც იქნა, ერთ საათში უნდა გავიდეთ.(ანასტასია)

-რა ხდება? ნია? კარგად ხარ?(ანასტასია)

-სუნთქვა მიჭირს, თან ძალიან მცხელა.(ნია)

-დღეს ისედაც ძალიან ცხელა.(ანასტასია)

-ანასტასია მართლა ძალიან ცუდად ვარ, ჰაერი არ მყოფნის, ასე მგონია რომ მალე დავეცემი, უფრო და უფრო მიჭირს სუნთქვა, სიცხისგან სადაცაა მოვკვდე, ახლა გულიც ამიჩქარდა, ანასტასია დამეხმარე, ძალა აღარ მაქვს, მალე დავეცემი.(ნია)ნელ ნელა უფრო ცუდად ვხდებოდი მეგონა ვეღარც გადავრჩებიდი.

-ღმერთო ჩემო, რას ამბობ?(ანასტასია)შუბლზე ხელი დამადო და მაშინვე ფერი დაკარგა.

-ნია სიცხე გაქვს და ამიტომ ხარ ასე ცუდად, მოიცადე ახლავე მასწავლებელს დავუძახებ.(ანასტასია)მაშინვე სწრაფად გაიქცა დასაძახებლად.

ფეხზე ვეღარ ვიდექი, წყალი მინდოდა ძალიან, უცებ თვალებში დამიბნელდა და მაშინვე მივხვდი რომ ნელ ნელა უკან მივდიოდი და სანამ გონებას ბოლომდე დავკარგავდი, მაშინ გავიგონე მისი სახელი პირველად, ისინი ყვიროდნენ.

-დემეტრე, დემეტრე.(?)

თვალები როდესაც გავახილე მისაღებ ოთახში ვიწექი და თავზე მთელი კლასი მადგა, მასწავლებელი კი სრულიად ფერ დაკარგული იყო, ანასტასიაზე აღაფერს ვამბობ თვალები ცრემლიანი ქონდა, მას ასეთი რაღაცეების ბავშვობიდანვე ეშინია, ბავშვობაში ბებიამისაც ასე დამერთა, მაგრამ ინგა ბებოს აღარც გაუღვიძია.

that one day/იმ ერთ დღესWhere stories live. Discover now