05:26
________________
ყველაფეით მომზადებული და ახჭურვლილი ვდგავარ ქუჩაში და ველოდები ჩემს გამოძახებულ ტაქსს, სხვანაირად ქალბატონი ნინოს სახლში ვერ მივალ იმდენად შორს არის, აქეთ იქით ვიყურები ერთი სული მაქვს როდის მოვა, თვალებში ძილი მაწვება, მერე ვიფიქრე რომ ყოველ დღე ამდენ ფულს ტაქსში ვერ გადავყრიდი, ამიტომ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ გადავწყვიტე მეტროთი წავსულიყავი, იქაც დიდხანს ვუცადე სანამ შემდეგი არ მოვიდოდა. რთული სამუშაო სულაც არ ჩანდა, უბრალოდ სამი ოთახი უნდა დამელაგებინა დღეში ორჯერ, უფრო იმაზე ვღელავდი მოვეწონებოდი იმ ბავშვებს თუ არა.
დიდი მანძილის გავლის შემდეგ ძლივს მივედი ამ სახლთან, ისევ დავაზარე და იქიდან ხმამ კიდევ ერთხელ მიპასუხეს, მეორეჯერ დააზარეთ თუ ნია ხარ, ამაზე გამეცინა კიდევაც მაგრამ ალაბთან ამ ხმას იმახსოვრებს, აბა აქ დილის ექვსის ნახევარზს სხვა ვინ უნდა მოსულიყო თუ არა ნია, სახლში შევედი კარები რათქმაუნდა დაკეტილი იყო, შემდეგ ჩემი ზურგჩანთა წინ გადმოვწიე და დავიწყე გასაღების ძებმდა რომელიც ქალბატონა ნინომ მომცა, ამოვიღე და კარები გავაღე, აქედან კარებს რომ მივაწექი შემეშინდა რომ ხმა არ ქონოდა მაგრამ ძალიან მძიმე იყო, ვაწვებოდი და მეგონა არ იღებოდა, შემდეგ უცბათ ვიღაცამ დამიძახა.
-ნია მოხვედი.(ნინო)
-ქალბატონო ნინო, იმედი მაქვს მე არ გაგაღვიძეთ?(ნია)
-არა, მე თვითონ ავდექი.(ნინო)
-ჩემს გამო?(ნია)
-ხო, აბა პირველ დღეს მარტო ხომ არ იქნებოდი.(ნინო)
-არ იყო საჭირო.(ნია)
-წავალ ყავას გავაკეთებ, შენ მანამდე მისაღებში დამელოდე.(ნინო)
-კარგით.(ნია)
მისაღებში დავჯექი და ველოდებოდი, ასე დილა ადრიან რათქმაუნდა ყველანი სახლში იქნებოდნენ, ალბათ ყველას ეძინა, რადგან ქალბატონი ნინოც ჩემ გულიზე ადგა.
YOU ARE READING
that one day/იმ ერთ დღეს
Romance~𝑩𝑬 W̶I̶T̶H̶ 𝑺𝑶𝑴𝑬𝑶𝑵𝑬 𝑾𝑯𝑶 𝑴𝑨𝑲𝑬𝑺 𝒀𝑶𝑼 𝑯𝑨𝑷𝑷𝒀~❤️🩹 {დასრულებული}