NIA BIRTHDAY.
_______________
18.07.2022.
_______________
დილის ხუთ საათზე, ჩემს საწოლში ვეგდე, ნაადრევად გამეღვიძა რადგან ვიცოდი თუ როგორი დღე თენდებოდა, სიმართლე რომ ვთქვა ჩემ დაბადების დღეს ვერ ვიტან, შეიძლება ეს უბრალოდ იმ დღის ბრალია, ან უბრალოდ ძველი ტრამვების რომლებიც ჩემს გულში ისევ არის, მაგრამ დღევანდელი დღის გატარებას სრულიად სხვანაირად ვგეგმავდი და არა ისე რომ დილის ხუთ საათზე გაუნძრევლად ვყოფილიყავი. საშინლად მცხელოდა, ზედ საბანზე ვიწექი, ერთი მოკლე მკალვებიანი მაიკა მეცა და ზედმეტად პატარა შორტიკი, ვგრძნობდი თუ როგორ მოდიოდა, ერთი წვეთი ჩემი სხეულიდან დაბლა, სიცხის გამო. ჩემი ნივთები აქეთ იქით უაზდრო ეყარა, ყოველთვის მართალია ირინა რომ მაკრიტიკენს საკუთარი ნივთების მოვლა არ იცისო, ჯობს მალე ავდგე სანამ გაიღვიძებს და ისევ დაიწყებს ჩემს გაკრიტიკებას.
მალე ავდექი, ჯერ ჩემი ნივთები მოვაწესრიგე, შემდეგ ჩემი საწოლი, თმაზე კოსა გვიკეთე და სამზარეულოში გავედი წლის დასალევად, ფეხაკრეფით დავდიოდი რომ არავინ გამეღვიძებინა, ჩუმად გამოვაღე მაცივრის კარები და ცივი წყალი გამოვიღე, ჭიქაში დავისხი შემდეგ ყინულები ჩავყარე და ისე მესიამოვნა ცივი წყლის დალევა, ასე მეგონა რომ სამი დღეაა უწყლოობით ვიგუდებოდი.
შემდეგ სააბაზანო შევედი სახეზე გრილი წყალი შევისხი გამოსაფხიზლებლად, კარადიდან ჩემი პირსახოცები ჩამოვიღე და შხაპის მიღებას ვაპირებდი. სააბაზანოში დიდიხნით გავრჩერდი, როდესაც გამოსვლას ვაპირებდი, თავზე პირსახოცი კარგად მოვიჭირე, რომ არ მომძვრალიყო და მერე სველ თმებს ისევ არ დავესველებინე. გამოსვლის შემდეგ ჩემს ოთახს დავუბრუნდი, ტანსაცმელი ჩავიცვი და თმებს პირსახოცით ვიშრობდი რომ არავინ გამეღვიძებინა. ტელეფონი ავიღე ძალიან ბევრი მესიჯი იყო, ბევრი ადამიანი მილოცავდა დღევანდელ დღეს, უმეტესი ტექსტი კი შედგებოდა უბრალოდ "გილოცავ, მრავალს დაესწარი შენს ოჯახთან ერთად" ამ ხალხს წლებთან ერთად ფანტაზიაც ეკარგებათ, ნორმალურს ვეღარაფერს ფიქრობენ.
YOU ARE READING
that one day/იმ ერთ დღეს
Romance~𝑩𝑬 W̶I̶T̶H̶ 𝑺𝑶𝑴𝑬𝑶𝑵𝑬 𝑾𝑯𝑶 𝑴𝑨𝑲𝑬𝑺 𝒀𝑶𝑼 𝑯𝑨𝑷𝑷𝒀~❤️🩹 {დასრულებული}