ბლექი:უკვე ერთი საათია ჩემს ოთახში სამარისებური სიჩუმეა.საწოლზე ვწევარ და ჭერში უმისამართოდ ვიყურები.
აქამდეც მიფიქრია,რომ ეს დღე დადგებოდა მაგრამ არასდროს ვუღრმავდებოდი ფიქრებს იმაზე თუ რა მოხდებოდა ანდაც როგორ.ალბათ დროს ზედმეტად ვიყავი მინდობილი.
სწორედ ამიტომ როდესაც დღეს,სულ რაღაც ერთი საათის უკან ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა,რომ ხვალ ტოდს საავადმყოფოდან გამოწერენ,მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა.ცოტა ხანს არაფერი მითქვამს,შემდეგ ვაითს დავემშვიდობე,ტელეფონი გავთიშე და აი,მას მერე საწოლზე ვწევარ ასე გაშტერებული.
თავში ათასი ფიქრი მიტრიალებს,ვფიქრობ იმაზე,რომ მისი ნახვა მინდა.შემდეგ იმაზე ვიწყებ საკუთარ თავთან მსჯელობას,მას ენდომება თუ არა ჩემთან შეხვედრა.ალბათ ენდომება,მე ხომ მას დიდი ტკივილი მივაყენე და თუმცა ვთვლი რომ იმსახურებდა,მაინც არ მგონია ეს ამბავი ასე დატოვოს და ჩემთვის სამაგიეროს გადახდა არ სცადოს.
ნეტავ როგორ გამოიყურება?ნეტავ ჩემს მიერ მიყენებული ჭრილობებისგან ნაიარევი ხომ არ დარჩა ანდაც ბოლომდე თუ გამოჯანმრთელდა?
ჯანდაბა!
მაინც რა აქვს ასეთი ამ ნაბიჭვარს მასზე ფიქრი რომ ვერ ამოვიგდე თავიდან?
ჩემს თავზე გაბრაზებული საწოლში დიდხანს ვწრიალებ,ვცდილობ დავიძინო მაგრამ ამაოდ.
YOU ARE READING
I love you,even when i hate you
Fanfictionტოდისა და ბლექის პირველი შეხვედრა მას შემდეგ რაც ტოდი საავადმყოფოში მოხვდა ბლექის მიერ მიყენებული ჭრილობების გამო.