ტოდი:
საავადმყოფოს კარიდან გამოსვლისთანავე შევამჩნიე ქუჩის კუთხეში,მოფარებით მდგარი ბლექი.მისმა დანახვამ ისეთი სიბრაზე მომგვარა სხეულის ყველა ნაწილი ამიკანკალდა.
მომინდა მასთან მივსულიყავი და სახეში მაგრად დამერტყა.ან უარესი,დაცვისთვის მეთხოვა,რომ მიზანში ამოეღო და მისთვის ესროლა მაგრამ თავი ხელში ავიყვანე.ვიფიქრე რადგანაც ჩემს სანახავად მოვიდა ესეიგი ჩვენი შეხვედრისთვის მზად იყო და თუ ის მზად იყო ეს იმას ნიშნავდა რომ მეც ვიყავი.
ამიტომ როგორც კი მანქანაში ჩავჯექი მძღოლს მითითება მივეცი თუ სად უნდა წავეყვანე,ვიცოდი გამომყვებოდა.
გზად როდესაც სასტუმროში გავჩერდით რადგან ღამე მგზავრობისთვის ჯერ კიდევ სუსტად ვგრძნობდი თავს,ჩემი ხელქვეითებიდან ერთი კაცი მივუჩინე,რომ მისთვის ფარულად ეთვალთვალა.
მეორე დილით მე ბევრად ადრე გავიღვიძე ვიდრე თავად იმ ნაბიჭვარმა მაგრამ ვერსად წავიდოდი რადგან ამ შემთხვევაში,ჩემს ადგილსამყოფელს ვეღარ გაიგებდა.მე კი მინდოდა სცოდნოდა სად მივდიოდი.
რაც აგარაკზე ჩამოვედით მას მერე სახლის შემოგარენში ტრიალებს და მხოლოდ ახლაღა გადაწყვიტა შიგნით შემოპარვა.ალბათ დაღამებას ელოდა,
„ჭკვიანი ნაბიჭვარი“.დაცვას ვთხოვე სიგნალიზაცია გაეთიშათ და თუ შემთხვევით სადმე შეამჩნევდნენ ისე მოქცეულიყვნენ თითქოს არც დაუნახავთ.
სწორედ ასე მოვიდა ჩემამდე,იმიტომ რომ ეს მე მსურდა.ახლა კი რამდენიმე წუთში მასთან პირისპირ შეხვედრა მომიწევს.
ადამიანთან რომელიც ბოლო ორი თვეა ყველაზე და ყველაფერზე მეტად მძულს მთელს დედამიწის ზურგზე.ადამიანი რომლის გამოც საავადმყოფის საწოლს მივეჯაჭვე.
ადრე იმდენად მინდოდა დამესაჯა,რომ მისი მოკვლის უამრავ ხერხზე მიფიქრია,მაგრამ როდესაც საავამდყოფოდან გამოსულმა დავინახე და ახლა როცა ვიცი რომ შეიძლება სულ მალე ერთმანეთს შევხვდეთ,რადგან ჩემგან რამდენიმე ნაბიჯშია.იგივე გრძნობა მაქვს როგორც ჩვენს უკანასკნელ შეხვედრაზე,*როდესაც სახლში იარაღით ხელში მომაკითხა,მახსოვს თვალებში ჩავხედე თუ არა ვიგრძენი,რომ მისი მოკვლა უბრალოდ არ შემეძლო.
____
*სერიალში,კომიდან გამოსვლის შემდეგ პირველად რომ მივა ბლექი ტოდის სახლში და იჩხუბებენ,იმ სცენაში ეუბნება არ შემიძლია შენი მოკვლაო.
YOU ARE READING
I love you,even when i hate you
Fanfictionტოდისა და ბლექის პირველი შეხვედრა მას შემდეგ რაც ტოდი საავადმყოფოში მოხვდა ბლექის მიერ მიყენებული ჭრილობების გამო.