თავი 6.

71 10 3
                                    

ბლექი:

ოთახის კარი შევაღე და ჩემს მოპირდპირე მხარეს ზურგით მდგარი ტოდი შევნიშნე.

სახლში ყველგან უზარმაზარი ფანჯრებია და მისი ოთახიდან განათებული სანაპირო როგორც ხელის გული ისე მოსჩანს,ამიტომ გასაკვირი არ არის,რომ ხედით ტკბებოდა.

-გამარჯობა ბლექ-მითხრა ისე,რომ ჩემსკენ არ გამოუხედავს.

-შენ იცოდი რომ მოვიდოდი-ვუთხარი და კარი მივხურე-დაცვას არ დაუძახო-გავაფრთხილე მკაცრად.

-არც ვაპირებდი-მიპასუხა და ჩემსკენ შემობრუნდა.

ერთმანეთს თვალებში შევხედეთ მაგრამ არაფერი გვითქვამს.

ორი დღის განმავლობაში ეს მომენტი იმდენჯერ წარმოვიდგინე ვერც კი დავთვლი,მაგრამ ჩემი ყველა წარმოდგენა ჩხუბს,სისხლს და ერთმანეთისთვის ნათქვამ საშინელ სიტყვებს უკავშირდებოდა და არა იმას რაც რეალურად მოხდა.

ერთმანეთისთვის თვალებში უსიტყვოდ ყურების შემდეგ მე ვიყავი ის ვინც სიჩუმე დაარღვია:

-ქალაქიდან წამოსვლა რატომ გადაწყვიტე?

-რა მოხდა?გაინტერესებდა მგზავრობისთვის გამოჯანმრთელებული ვიყავი თუ არა და უკან ამიტომ გამომყევი?-მკითხა ირონიულად.

-თავი ისე ნუ მოგაქვს თითქოს შენმა ძაღლებმა იგივე არ გამიკეთეს შენივე ბრძანებით-ვუთხარი უხეში ტონით.

არაფერი მიპასუხა,მხოლოდ ოდნავ მომიახლოვდა.ერთმანეთს კვლავ თვალებში შევხედეთ და ცოტა ხანში შევნიშნე როგორ ჩამოგორდა ცრემლი მის ლოყაზე.

ყველაზე უჩვეულო,რაც იმ წამს ვიგრძენი,ის იყო რომ თავადაც ტირილი მსურდა,თუმცა არ ვიცოდი რატომ.

I love you,even when i hate youWhere stories live. Discover now