თავი 7.

65 10 1
                                    


     * * *

უცებ ეზოში ჩოჩქოლი ატყდა.ხმაური შემოგვესმა და ტოდმა ფანჯრიდან გადაიხედა.

როგორც ჩანს,ვიღაც ისეთი ესტუმრა ვისი მოსვლაც დიდად არ უხაროდა.მითხრა ოთახში დარჩი და სანამ არ დავბრუნდები არ გამოხვიდეო.დავიბენი,მაგრამ ცოტა ხანს მოცდა ვამჯობინე.

სასტუმრო ოთახიდან საკმაოდ ცხარე კამათის ხმები ისმოდა.კარგად ვერ ვარჩევდი რასთან დაკავშირებით კამათობდნენ,მაგრამ ნათელი იყო საქმე მის რომელიღაც არალეგალურ ბიზნესს ეხებოდა.

სიტუაცია ნელ-ნელა იძაბებოდა.ტოდის ოთახში რაიმე ისეთის ძებნა დავიწყე რაც დამეხმარებოდა და რადგან იარაღი ვერ ვიპოვე,მისი სამუშაო მაგიდიდან რაღაც მძიმე საგნის აღება მომიწია.

უცბად კამათი შეწყდა.მეგონა ყველაფერი დასრულდა მაგრამ მიყოლებით რამდენიმე გასროლის ხმა გავიგონე.

ოთახიდან გიჟივით გამოვვარდი და სასტუმრო ოთახისკენ ფრთხილად წავედი.

შორიდანვე შევძელი იმის დანახვა,რომ ორი კაცი ძირს ეგდო,ვიღაც კი ვის სახესაც ვერ ვხედავდი,რადგანაც ზურგით იდგა,ტოდს იარაღს უმიზნებდა.

უცებ ვიგრძენი როგორ მომაწვა ტვინში სისხლი იმის გაფიქრებაზე,რომ მას შეიძლებოდა რამე მოსვლოდა.ლაპარაკით და მუქარით გართულ იარაღიან კაცს დიდი სიფრთხილით მივეპარე ზურგიდან და ტოდის ოთახში აღებული ნივთი ძლიერად მოვუქნიე.

იატაკზე მოწყვეტით დაეცა და გონება დაკარგა.ტოდმა კი მცველებს დაუძახა და უბრძანა მომხდარზე ეზრუნათ.

-საბედნიეროდ ყველა ცოცხალია-თქვა ხმამაღლა და სავარძელში ჩაჯდა-ალბათ გაინტერესებს ეს კაცი ვინ იყო და ჩემგან რა უნდოდა-ჩემსკენ გამოიხედა მოჭუტული თვალებით.

-შენი ბინძური საქმეები არ მაინტერესებს-ვუთხარი ბრაზნარევი ტონით,თუმცა ზუსტად არ ვიცოდი რაზე ვიყავი გაბრაზებული.

I love you,even when i hate youWhere stories live. Discover now