* * *როდესაც საათს დავხედე და აღმოვაჩინე,რომ შუაღამე უკვე გადასულიყო,მივხვდი ფიქრში დრო რა შეუმჩნევლად გავიდა.
ავდექი,ოთახში სინათლე ავანთე,გადავწყვიტე რომ მაინც აღარ დამეძინებოდა,ამიტომ კარადიდან პირსახოცი გამოვიღე და აბაზანაში შევედი.
თვალზე ძილი ისედაც არ გამკარებია გრილმა შხაპმა კი უფრო მეტად გამომაფხიზლა და რადგან ტელეფონით გაგებული ამბის გამო მოსვენება მქონდა დაკარგული,გადავწყვიტე ის გამეკეთებინა,რასაც გული მკარნახობდა.
ჩავიცვი,მოვემზადე და იმ საავადმყოფისკენ წავედი სადაც ტოდი იწვა.
მასთან პირისპირ შეხვედრას არ ვგეგმავდი,მხოლოდ შორიდან მინდოდა შემეხედა,რათა დავრწმუნებულიყავი რომ კარგადაა,ჯანმრთელია და ისევ შეუძლია თავისი მდიდრული,პრივილეგირებული და არაკეთილსინდისიერი ცხოვრებით იცხოვროს.
მზის ამოსვლას მოტოციკლით მიმავალი შევხვდი.ამან ძველი დრო მომაგონა,დრო რომლის უმეტეს ნაწილსაც ბიჭებთან ვატარებდი მანამ,სანამ ყველაფერი შეიცვლებოდა.
საავადმყოფოს შესასვლელთან შორიახლოს გავჩერდი.ისე,რომ როდესაც გამოვიდოდა არ შევემჩნიე.
რამდენიმე საათიანი ლოდინის და თითქმის მთელი კოლოფი სიგარეტის მოწევის შემდეგ,ტოდი გამოჩნდა.
მის საავამდყოფოდან გამოსვლას წინ უძღვოდა მისი მცველების მობილიზება.ორი წინ მოჰყვებოდა,ორი უკან,ერთი კაცი კი გარეთ იცდიდა იარაღით ხელში.
„ნუთუ ასე ეშინია ჩემი?“
გავიფიქრე ამის დანახვისას.სასაცილოა!ერთ დროს ჩვენს ურთიერთობას მეგობრობა ერქვა.ახლა კი სიკვდილამდე ვურტყამთ ერთმანეთს.ჯერ ის გამისწორდა ფიზიკურად,შემდეგ მე,ახლა ალბათ კვლავ მისი ჯერია.
ალბათ კბილები უკაწკაწებს ისე უნდა ჩადენილისთვის მაზღვევინოს.
YOU ARE READING
I love you,even when i hate you
Fanfictionტოდისა და ბლექის პირველი შეხვედრა მას შემდეგ რაც ტოდი საავადმყოფოში მოხვდა ბლექის მიერ მიყენებული ჭრილობების გამო.