თავი 8.

64 9 2
                                    


     * * *

მას შემდეგ რაც მოსამსახურეებმა ოთახი მიალაგეს და იქაურობას მომხდარის კვალი აღარ ეტყობოდა,ტოდი თითქოს გამოცოცხლდა.სავარძლიდან წამოდგა,მინი ბართან მივიდა და თან საუბარი დაიწყო:

-ბლექ!თითქმის შუაღამეა,მეეჭვება ახლა სადმე წახვიდე.მოდი რამდენიმე ჭიქა დავლიოთ.

ცოტა ხანს არაფერი ვუპასუხე,მაგრამ როდესაც ვისკის ჭიქა მომაწოდა გამოვართვი და ცალყბად დავაყოლე:

-რა ხდება?ახლა ისევ მეგობრები ვართ?

ჩაეცინა.

-შენ მე გადამარჩინე,ეს ერთგვარი სამადლობელო ჟესტია ჩემგან.დღეს დავლიოთ,ხვალ შეგვიძლია ისევ მტრები ვიყოთ-ამ სიტყვებზე ორივეს ერთდროულად გაგვეღიმა.

-იმედი მაქვს ისევ არაფერი ჩაგიყრია შიგნით-მკვახედ მივუგე და ჭიქა გამოვცალე.

ერთ ჭიქას მეორე მოყვა,მეორეს მთლიანი ბოთლი.ამის შემდეგ კი სანამ სიმთვრალე ბოლომდე მომერეოდა მახსოვს ტოდი მოსამსახურეს სთხოვდა კიდევ ერთი ბოთლი ვისკი მოგვიტანეო.

გაბრუებული და თვალებზე რულ მორეული მის მდიდრულ დივანზე ჩამოვჯექი.

ტოდი გვერდით მომიჯდა,არ მახსოვს რა სადღეგრძელო თქვა,თუმცა მახსოვს რომ ჭიქა მომიჭახუნა.
თავი უკან გადავწიე და ცოტახანს თვალები დავხუჭე,შემდეგ ტოდს შევხედე,რომელიც ჩემთან ძალიან ახლოს იჯდა და მე მიყურებდა.

-შეგეშინდა როცა მან იარაღი დაგიმიზნა?-სიტყვებს თავს ძლივს ვუყრიდი სიმთვრალის გამო,თუმცა მაინც მომინდა ეს მეკითხა მისთვის.

-არა-მიპასუხა დაუფიქრებლად-მე ხომ ეს ერთხელ უკვე გამოვცადე,როცა შენ დამიმიზნე იარაღი-მიპასუხა და სევდიანად ამოიოხრა.

ცოტა ხანს სიჩუმე იყო,შემდეგ თვალები ისევ დავხუჭე,სასმლის გამო თავი ძალიან მტკიოდა და გაუნძრევლად ვიჯექი ერთ ადგილას.

უცბად ვიგრძენი როგორ შეეხო ტოდის ხელი ჩემსას.თვალი არ გამიხელია მაგრამ ვგრძნობდი რომ მიახლოვდებოდა.

ერთ ხელში ჩემი ხელი ეჭირა,მეორეთი კი ფრთხილად მიწევდა თმას შუბლიდან,პირი გავაღე მინდოდა მეკითხა რას აკეთებდა,მაგრამ სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი ისე აღმოჩნდა მისი ფეხები ჩემი თეძოების გარშემო.

ვერ მივხვდი ასე წამში როგორ მოხვდა ჩემს კალთაში და როდესაც დაბნეულმა თვალი გავახილე მისი სახე ჩემს სახესთან ძალიან ახლოს იყო.

-ბლექ!რატომ გადამარჩინე?-მკითხა ისე,რომ თვალებში არც შემოუხედავს,მისი მზერა ახლა ჩემს ტუჩებზე იყო მიპყრობილი.

ხელით კი რომლითაც წეღან თმა გადამიწია,ახლა კისერზე ნაზად მეფერებოდა,მისი თითების მოძრაობას ვგრძნობდი და ეს შეგრძნება ტანში ჟრუანტელს მგვრიდა.მინდოდა მეთქვა გაჩერდი მეთქი,მაგრამ არაფერი ვთქვი.

I love you,even when i hate youWhere stories live. Discover now