* * *ცოტა ხანს უხერხული სიჩუმე იდგა,შემდეგ ტოდი წამოდგა,შარვალი შეისწორა და მითხრა შენ შეგიძლია ჩემი საძინებლის აბაზანით ისარგებლო,მე კი დერეფნის ბოლოს რომ სტუმრების ოთახია შხაპს იქ მივიღებო.
შხაპის დროს ბევრზე არაფერი მიფიქრია,მხოლოდ ფიზიკურ დაღლილობას ვგრძნობდი,თითქოს მუხლები მეკეცებოდა იმდენად ძალა გამოცლილი ვიყავი.
აბაზანიდან გამოსულს ტოდი ოთახში დამხვდა.
-აქ რა გინდა?-ვკითხე გაუცნობიერებლად.
-რას ნიშნავს რა მინდა?დასაძინებლად მოვედი-თქვა და ლოგინის გაშლა დაიწყო-მისმინე-დაამატა მალევე-ჯერ ისიც კი არ გითქვამს აქ რატომ ხარ,მაგრამ ამ შუაღამით ვერსად წახვალ,თანაც არაფხიზელი.გთავაზობ რომ დაიძინო და ხვალ გადაწყვიტო რას იზამ-არაფერი მიპასუხია,პირსახოცით თმის შემშრალება გავაგრძელე.
სულ მალე ჩვენ ორნი ერთ საწოლში აღმოვჩნდით.იმის შემდეგ რაც მისაღების დივანზე ჩავიდინეთ სასაცილო იქნებოდა რომელიმეს იატაკზე,რომ დაეძინა.
ტოდს ძალიან მარტივად მოერია ძილი.მისკენ გადავბრუნდი,არ ვიცი რატომ,მაგრამ მომინდა სახეზე მოვფერებოდი.
ფრთხილად ვეხებოდი თითებით მის ცხვირს,მის დახუჭულ თვალებს,შემდეგ ძალიან ნაზად მის წარბზე არსებულ ნაწიბურს შევეხე.ეს ჭრილობა ჩემი მიყენებულია,ახლა კი მის გვერდით უნდა დავიძინო?რა აფსურდია.
ლოგინიდან წამოვდექი,ფეხაკრეფით გამოვიპარე მისი ოთახიდან,შემდეგ კი თავად სახლიდან.იმ ადგილას მივედი სადაც მოტოციკლი დავტოვე და სულ მალე ბანკოკისკენ მიმავალ გზას დავადექი.
უკვე რამდენიმე საათია გაუჩერებლად მივდივარ.ვიცი რაც მე გავაკეთე ამას გაპარვა ჰქვია და მართალია წუხანდელ ღამეს განცდილი ემოცია ყველაზე რეალური რამ იყო რაც კი ჩემს ცხოვრებაში მიგრძვნია,მაგრამ,ეს არ ცვლის იმ ფაქტს რომ ტოდს თავისი სიმართლე აქვს და მე ჩემი,ეს კი არამგონია ოდესმე შეიცვალოს.
ასე რომ მივდივარ და მხოლოდ ერთი რამ მიმაქვს მომხდარის სახსოვრად,მაისური რომელიც ტოდმა აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ მათხოვა.
მინდოდა წამომეღო რადგან მისი სურნელი აქვს,ადამიანის რომელიც თან მძულს და თან მიყვარს.
დასასრული.
![](https://img.wattpad.com/cover/338679657-288-k669784.jpg)
YOU ARE READING
I love you,even when i hate you
Fanfictionტოდისა და ბლექის პირველი შეხვედრა მას შემდეგ რაც ტოდი საავადმყოფოში მოხვდა ბლექის მიერ მიყენებული ჭრილობების გამო.