თავი 4.

72 10 1
                                    


* * *

როდესაც გამეღვიძა მზე უკვე კარგა ხნის ამოსული იყო.წამით ვიფიქრე,იქნებ ტოდმა გამასწრო მეთქი და სწრაფად გამოვედი გარეთ მათი მანქანის შესამოწმებლად.
საბედნიეროდ მანქანა ადგილზე იყო რაც იმას ნიშნავდა,რომ ისევ უნდა დავლოდებოდი.

მალე მისი დაცვის წევრები გამოვიდნენ სასტუმროდან,შემდეგ კი თავადაც გამოჩნდა.

როგორც ჩანს ღამით თავი მოიწესრიგა,რადგან საავადმყოფოში იმდენი ხანი დაჰყო,რომ წვერიც უნდა ამოსვლოდა და თმაც გაზრდილი ჰქონოდა,ის კი სრულიად საპირისპიროდ გამოიყურებოდა.

მისი სახე ძველებურად მიმზიდველი იყო,იარები თითქმის მოერჩინა,მხოლოდ წარბთან ჰქონდა პატარა ნაწიბური.მუქი ლურჯი პერანგი ეცვა მკერდთან შეხსნილი რამდენიმე ღილით და შავი პიჯაკი.

„ძველებურად სიმპათიურია“
გავიფიქრე გონებაში და მის მანქანას გავყევი.

თითქმის მთელი დღე სიარულის შემდეგ ზღვის პირას მდებარე უზარმაზარ ვილაში მივიდნენ.ტოდს ადრეც უხსენებია ჩემთან,რომ სანაპიროზე სახლი აქვს,ამიტომ ერთადერთი რაც კვლავ გაუგებარი რჩებოდა,ქალაქიდან მისი წამოსვლის მიზეზი იყო.

დაღამებას დაველოდე,რომ სახლში შეუმჩნევლად შევსულიყავი.

კედელზე გადაძვრომა დიდად არ გამჭირვებია,არც მცველებისთვის გვერდის ავლა იყო რთული საქმე.
პირველივე ღია ფანჯარა გამოვიყენე რომელიც შემხვდა და სამზარეულოში ამოვყავი თავი.სამზარეულოდან მის ოთახამდე კი საკმაოდ ცოტა მანძილი მაშორებდა.

მაგრამ როგორც კი მისი ოთახისკენ ავიღე გეზი,გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა.თითქოს მასთან პირისპირ შეხვედრისთვის მზად ვიყავი,მაგრამ ამავდროულად მინდოდა ნაბიჯები რაც შეიძლება ნელა გადამედგა და დრო გამეწელა.

I love you,even when i hate youWhere stories live. Discover now