* * *
დაცვებს შორის მოქცეული,თანაც შორი მანძილიდან,ძნელი დასანახი იყო როგორ გამოიყურებოდა,ამიტომ როდესაც მანქანაში ჩასვეს და წასვლა დააპირეს,გაუცნობიერებლად ავედევნე უკან მოტოციკლით.
გზად დისტანციას ვინარჩუნებდი,რომ ვერ შევემჩნიე.ბევრი მეგობარი არ ჰყავს რომლებიც მოტოთი გადაადგილდებიან,თუ დამინახავდა მაშინვე მიხვდებოდა,რომ ეს მე ვარ.
ჩემდა გასაკვირად სახლში არ მისულა,უფრო მეტიც,კარგა ხნის სიარულის შემდეგ ბანკოკიდან გავიდნენ.
თავიდან ვყოყმანობდი მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე გავყოლოდი.არანაირი მოლოდინი ან პროგნოზი არ მქონია იმისა თუ სად მიდიოდა ან რა შეიძლებოდა მომხდარიყო.
ტოდი თავის ბინძურ საქმეებს სხვებს ავალებს რათა თავად ხელები არ გაისვაროს,სწორედ ამიტომ ყველაზე ნაკლებად იმაზე ვფიქრობდი,რომ ქალაქიდან ვინმეს სანახავად გავიდა.
რამდენიმე საათი გაუჩერებლად ვიარეთ,ბოლოს კი გზის პირას მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გაჩერდნენ,ამიტომ მეც შორიახლოს გადავწყვიტე მოცდა.რატომღაც ღამის გატარება იქ გადაწყვიტეს,უცნაურად მომეჩვენა.
შიგნით შეპარვაზე ვფიქრობდი,მაგრამ მცველებს გვერდს ხმაურის გარეშე ვერ ავუვლიდი ამიტომ დაცდა ვარჩიე.გზის მოპირდაპირე მხარეს ბენზინ გასამართ სადგურთან ახლო მდებარე მოტელში გავჩერდი.ჩემი ოთახის ფანჯრები პირდაპირ უყურებდა სასტუმროს შესასვლელს,ამიტომ ვერსად გამეპარებოდნენ.
მგზავრობით და ფიქრით იმდენად ვიყავი დაღლილი თავი ბალიშზე დავდე თუ არა მაშინვე დამეძინა.
YOU ARE READING
I love you,even when i hate you
Fanfictionტოდისა და ბლექის პირველი შეხვედრა მას შემდეგ რაც ტოდი საავადმყოფოში მოხვდა ბლექის მიერ მიყენებული ჭრილობების გამო.