12 დეკემბერს ჯაფარიძეების ოჯახში დილიდანვე მზადება მიმდინარეობდა, რადგან ოჯახში ყველაზე პატარა წევრის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მატილდა ჯაფარიძე, ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი გახლდათ, რომელიც თავისი სილამაზითა და სისპეტაკით ყველას ყურადღებას იპყრობდა. უბრალოდ შეუძლებელი იყო ეს გოგონა ერთხელ მაინც გენეხათ და მისით არ მოხიბლულიყავით. გრძელი შავი ტალღოვანი თმა, რომელიც თითქმის წელამდე სცემდა, ლამაზი მოყვანილობის თვალ-წარბი, თხელი ტუჩები და პატარა კურნოსა ცხვირი. სიცილისას ლოყებზე პატარა საყვარელი ფოსოები უჩნდებოდა, რომელიც კიდევ უფრო ალამაზებდა მის ისედაც ლამაზ სახეს. განსაკუთრებით გიჟდებოდა ცხოველებზე და ბავშვებზე, რომლებიც მის სუსტ წერტილს წარმოადგენდა, თუმცა უდიდესი სისუსტე მაინც მისი ოჯახი იყო, რომლისთვისაც არაფერს დაიშურებდა. ყავდა მამა, რომელიც მის მთავარ საყრდენ ძალას წარმოადგენდა, ბატონი - კონსტანტინე ჯაფარიძე, იგი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი იყო მთელს თბილისში, ხოლო დედა, ქალბატონი - სალომე გიორგობიანი კი ცნობილი მხატვარი გახლდათ, რომლის ნამუშევრების ხილვაც ერთ დიდ სიამოვნებას წარმოადგენდა. რაც შეეხება ძმებ ჯაფარიძეებს, სულ ოთხნი იყვნენ. მიშო, დემეტრე, თომა და ნიკოლა, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი ჰქონდათ. მათი რესტორნების ქსელი ერთ-ერთი წამყავნი იყო საქართველოში. მატილდა კი სტუდენტი გახლდათ, რომელიც სულ მალე დიპლომს აიღებდა და თავისი პროფესიითაც დაიწყებდა მუშაობას. ასევე განსაკუთრებით უყვარდა ცეკვა და ბილიარდის თამაში. ეს უკანასკნელი კი მისმა ძმამ, ნიკოლამ ასწავლა.
მისი დაბადების დღე ყველაზე მეტად უყვარდა გოგონას, რომელსაც მხოლოდ საყვარელ ადამიანებთან - ოჯახთან და სამ უახლოეს მეგობართან ერთად აღნიშნავდა. ეს ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენდა მისთვის, რადგან მატილდას არ უყვარდა დიდი წვეულებები და ფარისეველი ხალხის ყურება, რომლებისთვისაც მხოლოდ მატერიალური შესაძლებლობებია პრიორიტეტული.
თუმცა, როგორც ჩანს დღევანდელი დღე სულ სხვანაირად იყო განგების მიერ გადაწყვეტილი. მას შემდეგ, რაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის - ლევან გერლიანის შვილი, თორნიკე გერლიანი დაბრუნდა. სწორედ მისი დაბრუნების შემდეგ დაიწყო ჯაფარიძეების ბიზნესმა კრახისკენ სვლა და არამარტო ჯაფარიძეების. გერლიანები ძირითადად საზღვარგარეთ მოღვაწობდნენ, კერძოდ გერმანიაში და დიდი ხნის შემდეგ ლევანმა გადაწყვიტა, რომ სიბერეში სამშობლოში დაბრუნებულიყო მის მეუღლესთან - ანა გელოვანთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე ამით კმაყოფილი არ დარჩენილა, მშობლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რადგან მშობლებს უდიდეს პატივს სცემდა. ხოლო მისი და ნენე და ბიძაშვილი მართა კი დროებით გერმანიაში დარჩებოდნენ, რათა სწავლა დაესრულებინათ. თუმცა მართასთვის, რომ გეკითხათ საქართველოში არც არასდროს დაბრუნდებოდა, რადგან სამშობლოსთან ცუდი მოგონებები აკავშირებდა. სწორედ საქართველოში დაკარგა მშობლები და მკვლელიც დღემდე დაუსჯელი დარჩა, რადგან ვერავინ დაუმტკიცა ბრალდება, რაშიც უდიდესი წვლილი მის ადვოკატსაც მიუძღვის, რომელიც თვით კონსტანტინე ჯაფარიძე გახლდათ. თორნიკეს საქართველოში დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ შურისძიება გახლდათ, როგორც ბიძამისის მკვლელის ოჯახზე, ასევე ჯაფარიძეების ოჯახზეც, რომელსაც ნელ-ნელა განახორციელებდა. გერლიანმა კარგად იცოდა თუ რა მნიშვნელოვანი დღე იყო ჯაფარიძეების ქალიშვილის დაბადების დღე და სწორედ ამ დღეს გადაწყვიტა შეტევის განხორციელება მათზე. უნდოდა ისინიც ისე დატანჯულიყვნენ, როგორც გერლიანების ოჯახი