2

581 30 1
                                    

ყველა სუფრასთან იყო მოკალათებული ჯაფარიძეების ოჯახში და იუბილარს ადღეგრძელებდნენ. უეცრად მიშოს ტელეფონზე ნათიას ნომერი დაფიქსირდა, გაუკვირდა, რადგან მან კარგად იცოდა ეს დღე რაოდენ მნიშვნელოვანია ოჯახისთვის და როგორ არ უყვარს მიშოს, როდესაც ასეთ დროს აწუხებენ, თუმცა ეს მეტად გადაუდებელი საკითხი იყო და შესაბამისად, ხვალამდე ვერ მოიცდიდა. კაბინეტისკენ წავიდა და ზარს მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა.
- გისმენ, ნათია - ოთახში საკმაოდ მკაცრი ბარიტონის ხმა გაისმა.
- მოგესალმებით, ბატონო მიხეილ. ბოდიშს გიხდით, რომ ამ დროს გაწუხებთ, თუმცა ეს საქმე ხვალამდე ვერ მოიცდიდა. ბათუმში, რომ აპირებდით მიწის შესყიდვას და ყველაფერი უკვე თითქმის მოგვარებული იყო, ამწამს დამირეკა მეპატრონემ და მითხრა, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა შესთავაზეს და დაუფიქრებლად გაყიდა.
- გასაგებია, დანარჩენს მე მივხედავ - მოკლედ მოუჭრა და ყურმილი დაკიდა.
მიშო ჯერ კიდევ არ იყო გონს მოსული, უკვე მერამდენე შემთხვევაა, რასაც ხელი მოკიდა მათმა კომპანიამ ყველაფერი კრახით სრულდება. აშკარაა, რომ ვიღაცას მათი განადგურება სურს, მაგრამ ვის? ან რატომ? თავში აზრად არავინ მოსდის, დღემდე ყველაფერს ისე აკეთებენ ის და მისის ძმები, რომ რაც შეიძლება ნაკლები მტერი ჰყავდეთ. არა, ეს ყველაფერი აშკარად ძალიან საეჭვოა, აუცილებლად უნდა გამოიძიოს რა ხდება. არადა როგორ უნდოდა ამ მიწის შესყიდვა, აქედანვე საკმაოდ დიდ გეგმებს სახავდა, თუ როგორ ლამაზ და მყუდო რესტორანს ააშენებდა ზღვის პირას, თუმცა რა გაეწყობა, ამით არაფერი დასრულებულა. ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. შემდეგ კი ოჯახს დაუბრუნდა, არ უნდოდა ძმებს რამე ეეჭვათ და მოგვიანებით გადაწყვიტა, რომ დალაპარაკეობდა.
თორნიკეს შავი მეტად მოელვარე თვალები სივრცისთვის გაეშტერებინა და ქალაქის ხედით ტკბებოდა, ახლა, რომ გეკითხათ რაზე ფიქრობდა, პასუხს დაუყოვნებლივ გაგცემდათ - შურისძიება, ეს იყო მისი მთავარი მიზანიცა და საფიქრალიც. ყველაფერზე იყო წამსვლელი ოღონდ ბიძამისის მკვლელი და მისი ადვოკატი დაესაჯა. ისინი იმდენად უნდა დაეტანჯა, რომ სიკვდილი სანატრელი გახდომოდათ. ჯაფარიძეებს მარტივად მიხედავდა, რასაც ვერ ვიტყვით ჯანაშიების ოჯახზე, რომლებსაც თავიანთი ერთადერთი ვაჟი დღემდე კარგად ყავდათ დამალული საზღვარგარეთ და არავინ იცოდა მისი ასავალ დასავალი. თუმცა გერლიანისთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მამიკოს ბიჭუნა ერთ დღეს კვლავ ესტუმრებოდა საქართველოს, რაც მისთვის სავალალო შედეგბით დასრულდებოდა. ფიქრებიდან ზარის ხმამ გამოაფხიზლა, მისი ბავშვობის მეგობარი, ალექსი ურეკავდა.
-გისმენ, ალექს.
-მადლობა ღმერთს, რომ მიპასუხე. რაღაც ეს დღეები უცნაურად იქცევი, ზედმეტად მშვიდად ხარ, რაც კარგს არაფერს მოასწავებს. ხომ იცი კარგად გიცნობ მე ვერაფერს გამომაპარებ. აუცილებლად ვისაუბრებთ მე და შენ ამ საკითხზე, ოღონდ ტელეფონით არა. ჩვენს ბარში ვარ, არ აპირებ მოსვლას? ნინამაც ტვინი მომი**ნა სად დაიკარგა თორნიკე, რაც ჩამოვიდა ერთხელაც ვერ მოიცალა ჩემთვისო!
-დღეს ვერანაირად ვერ მოვახერხებ მოსვლას, ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს დანიშნული. მოგვიანებით შეგეხმიანები და ნინას გადაეცი ტრ**ი დააყენოს - გამოსცრა გაცოფებულმა.
-კარგი, როგორც შენ იტყვი, ბატონო უჟმურობავ - და ყურმილი დაკიდა.
გათენდა. ყველა თავის საქმეზე მიიჩქაროდა. მატილდასაც მალე გამოცდები ეწყებოდა, ამიტომ უფრო მეტი ძალისხმევით მუშაობდა, რათა მშობლებისთვის იმედები არ გაეცრუებინა. მამამ უკვე ბევრჯერ შესთავაზა, რომ თავის საადვოკატო ბიუროში დააწყებინებდა მუშაობას, როგორც კი დიპლომს აიღებდა, თუმცა გოგონამ ამაზე მტკიცე უარი განაცხადა, რადგან სურდა ყველაფრისთვის თავად მიეღწია. ასეთი იყო ჩვენი მატილდა - ნიჭიერი, მიზანსწრაფული, დამოუკიდებელი და რაც ყველაზე მთავარია, დიდი გულის პატრონი. ყველა ადამიანში ცდილობდა დადებითის პოვნას, რათა უარყოფითი გადაეფარა, რაც სიმართლე, რომ ვთქვათ ყოველთვის კარგად გამოსდიოდა.
ერთ პატარა კომპანიაში მუშაობდა მდივნად. მისი უფროსი საკმაოდ კეთილი პიროვენება გახლდათ, ბატონი - თეიმურაზ ანჯაფარიძე. მასთან მუშაობა ერთი დიდი სიამოვნება იყო ყველა თანამშრომლისათვის, რადგან ზემოდან არასდროს არავის უყურებდა. გაწეული სამუშაოსთვის პრემიებსაც არ იშურებდა და მოკლედ, რომ ვთქვათ საკამოდ კარგი უფროსი იყო, რომლეიც შრომას აუცილებად გიფასებდათ. დღეს, ბატონ თეიმურაზს მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი უნდა სწვევოდა, რომელიც არამარტო პარტნიორი, არამედ საუკეთესო მეგობრის შვილიც გახლდათ. ამიტომ კომპანიაში დილიდანვე მზადება მიმდინარეობდა.
ტაქსი კომპანიის წინ გაჩერდა და იქიდან გადმოსულმა გოგონამ მოხდენილი ნაბიჯებით დაიწყო კარებისკენ სვლა, რა თქმა უნდა, არც მისალმება დავიწყნია დაცვისთვის. როგორც კი თავის კაბინეტში შევიდა, თეკლაც ეგრევე შეყვა და აცნობა, რომ სტუმარი უკვე მოსულიყო და როგორც კი მატილდა მოვიდოდა ორი უშაქრო ყავა შეეტანა უფროსისთვის. მატილდამაც 2 წუთში ყველაფერი მოამზადა და კაბინეტისაკენ მტკიცე ნაბიჯებით დაიძრა. კარზე ფრთხილად დააკაკუნა და მხოლოდ ნებართვის შემდეგ შევიდა.
-დილა მშვიდობისა, ბატონო თეიმურაზ - მხიარულად მიესალმა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაიტანა ყურადღება სტუმარზე. როგორც კი მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა, გოგონა ადგილზე გააქვავა მისმა შავმა მოელვარე სფერობმა. უცნობსაც სწორედ მატილდასნაირი თვალის ფერი ჰქონდა, მაგრამ მეტად უფრო მუქი, თვალს ვერ სწყვეტდა მის იდეალურ ფორმას, მოკლე შავ თმას, რომ დაეფარა, ლამაზი თვალის ჭრილი ჰქონდა უცნობს და ასევე ლამაზი მოყვანილობის გრძელი წარბები, ცხვირი ოდნავ კეხიანი, თუმცა მის სახეს ესეც კი იდეალურს ხდიდა, ბოლოს კი მზერა ტუჩებზე გაუჩერდა და როდესაც მიხვდა რა ჩაიდიან სასწრაფოდ მზერა აარიდა. უცნობმა კი შეუმჩნევლად ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-გამარჯობა, ჩემო გოგო. გაიცანი ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ბატონი - თორნიკე გერლიანი, შეიძლება გსმენია კიდევაც მის შესახებ, ეს კი მატილდაა, ჩემი მდივანი.
გერლიანმა მხოლოდ თავი დაუკრა მისალმების ნიშნად და კვლავ ურცხვად დაიწყო გოგოს თვალიერება თავიდან ფეხის ფჩხილამდე. უნდა აღიაროს, რომ მართლაც შესაშური სილამაზის აღმოჩნდა ჯაფარიძეების ქალბატონი. აქამდე მხოლოდ ერთხელ მოკრა თვალი მის ფოტოს, თუმცა რეალობაში ბევრად უფრო ლამაზი აღმოჩნდა. თორნიკესთან შედარებით გოგონას მართლაც, რომ დაბალი ეთქმოდა, მიუხედავად იმისა, რომ მატილდა სიმაღლეს არ უჩიოდა. განსაკუთრებით მისმა საყვარელმა ღიმილმა მოხიბლა მამაკაცი, რომლის დროსაც პატარა ბავშვს ემსგავსებოდა. ხმაც ძალიან ნაზად და სასიამოვნოდ მოელამუნა ყურებს. თუმცა ბოლოს მწარე რეალობაშიც მოუწია დაბრუნება და იმის გააზრება, რომ ის მტრის შვილი იყო, რომელიც მხოლოდ შურისძიებისთვის სჭირდებოდა. კარგად იცოდა სვანმა, ეს ერთი ციდა გოგო ოჯახისთვის რა მნიშვნელოვანიც იყო და მისი გამოყენებით, რამხელა ტკივილსა და ტანჯვას მიაყენებდა კონსტანტინე ჯაფარიძეს. მის გეგმაზე კიდევ ერთხელ შეუმჩნევლად ტუჩის კუთხე ჩატეყა და ამჯერად, გიშრისფერი თვალები მატილდას მოაშორა.
-ბევრი რომ აღარ გაგვიგრძელდეს ბატონო თეიმურაზ, ჯობს მე წავიდე. თქვენ კი, იფიქრეთ ჩემს წინადადებაზე და პასუხი უახლოეს დღეებში მაცნობეთ - გაისმა გერლიანის ბოხი ბარიტონი და მატილდას ამ დროს ტანში ისეთმა შიშმა და ჟრუანტელმა დაუარა, რომ ეგონა მთელმა ზოოპარკმა ერთად გადაუარა.
თორნიკემ თავი კიდევ ერთხელ დაუკრა ანჯაფარიძეს და შემდეგ ისე, რომ გოგონასთვის ზედაც არ შეუხედავს, ოთახი დინჯი და მოზომილი ნაბიჯებით დატოვა. მისმა სურნელმა კი მატილდას სასიამოვნოდ შეუღიტინა ნესტოებში და კიდევ ერთხელ გააჟრჟოლა. არასდროს აღმოჩენილა მსგავს მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ თაყვანისმცემლების ნაკლებობას არასდროს უჩიოდა, თითქოს ამ მამაკაცმა მასში სრულიად სხვა შეგრძნებები გააღვივა. შემდეგ თვითონაც რეალობას დაუბრუნდა და უფროსის კაბინეტი ჩვეული სილაღით დატოვა.

მატილდაWhere stories live. Discover now