თორნიკემ როგორც ყოველთვის 6სთ-ზე გაიღვიძა, სპორტულად გამოეწყო და სავარჯიშოდ წავიდა. ეს ყოველივე მის ერთგვარ რუტინას წარმოადგენდა, არ უყვარდა ზარმაცი ადამიანები, რომლებიც დროს ტყუილად კარგავენ და დიდხანს გაგუდულს სძინავთ, ეს მისთვის ყოვლად მიუღებელია, ამიტომ ასეთი კატეგორიის ხალხის არასდროს არ ესმის. როდესაც ვარჯიშს მორჩა და სახლში დაბრუნდა, ვერც კი შეამჩნია ალექსი, რომელიც ტელეფონზე გაცხარებული საუბრობდა, სანამ ფიქრებიდან კვლავ გადრანმა არ გამოარკვია.
-ძალიან მაინტერესებს რა გიტრიალებს მაგ თავში ასეთი, რომ მეც კი ვერ შემამჩნიე, იქნებადა ვინ შემოგივარდა სახლში? - გაბრაზდა მის უყურადღებობზაე სვანი.
-ძალიან გთხოვ არ დაიწყო ეს უაზრო საუბრები წყალს გადავივლებ და შენ მანამდე ყავა გაამზადე. - გვერდი აუარა და საძინებლისკენ გაემართა.
თორნიკეს ფიქრები რა თქმა უნდა, კვლავ მატილდას გარშემო ტრიალებდა, რაც არ იყო ძნელი მისახვედრი ალექსისთვის, როგორ არ ეცადა მეგობრის გადარწმუნებას, თუმცა ამაოდ. თუ გასვანდება მაშინ ვერავინ ვერაფერს გადააფიქრებინებს, ვერც მეგობრები და ვერც ოჯახის წევრები. მიუხედავად ამისა, ალექსი იმედოვნებდა, რომ მატილდას შესწავდა ამ ყველაფრის ძალა და დარწმუნებული იყო, მეგობარი ხელს აიღებდა შურისძიებაზე, თუმცა როგორც კი სატელეფონო საუბარი გაახსენდა და ის ამბავი, რაც გერლიანისთვის უნდა ეთქვა, ეს მცირედი იმედიც, მაშინათვე გაუქრა.
-აბა რა ხდება ამ დილაუთენია თავზე, რომ დამადექი? რამე ახალია? ის ს*რი ხომ არ დაბრუნებულა? - შეეცადა მეგობრის აღელვება გამოეცნა და მგონი გამოუვიდა კიდეც.
-შენ ადამიანის ფიქრებს კითხულობ თუ რა დედის ტ**ნაა? - მერამდენედ რჩებოდა გაოცებული გადრანი აღარ იცოდა.
-ბავშვობიდან გიცნობ ალექს, ხომ იცი ვერაფერს გამომაპარაებ , ისევე როგორც მე შენ, ასე რომ თქვი, რისთისაც მოხვედი.
-მართალი ხარ, ის ა*ვარი დაბრუნდა საქართველოში, ისე თითქოს არაფერი ჩაუდენია, უკვე 2 დღეა, რაც სახლიდან გასვლებიც დაიწყო და სხვადასხვა ბარში დაეთრევა, ბოლომდე ილეშება და შემდეგ დაცვას მიყავს სახლშიც. მოკლედ, დაცვის გარეშე არსად მოძრაობს.
-მაგ კრეტინს ჰგონია, რომ მისი დაცვა დამაკავებს? - ბოროტულად ჩაიცინა თორნიკემ, მისი ასეთად ხილვა კი გადრანს არ ესიამოვნა.
-თოკო იმედია, მაგ ნაბი**რის გამო ხელებს არ გაისვრი და ამ ცოდვას არ აიკიდებ. თავიდანვე შევთანხმდით, რომ ეგ დამპალი ციხეში ამოლპებოდა. –კიდევ ერთხელ გააფრთხილა ალექსმა.
-ვიცი, არ დამვიწყნია არაფერი. თავიდანვე როგორც მოვილაპარაკეთ ახლაც ისე იქნება. მინდა, რომ, რაც შეიძლება მალე ვერ იხილოს მისმა თვალებმა მზის სინათლე და ოთხ კედელს შორის ამოლპეს. - ზიზღით ჩაილაპარაკა გერლიანმა.
-ასეც იქნება, რა თქმა უნდა. ჰო სულ დამავიწყდა, რომ მეთქვა, ერთი დეტალი მაეჭვებს, მატილდას ჩვენი კაცი, რომ უთვალთვალებს დღეს შემატყობინა კიდევ ერთი მანქანა დაყვებაო. - ფრთხილად წარმოთქვა წინადადება გადრანმა და ძმაკაცის აფეთქებას დაელოდა.
-ვინ ჯანდაბაა და რატომ უთვალთვალებს ჩემს საკუთრებას? - დაიღრიალა გერლიანმა.
-არ ვიცი და აუცილებლად გავარკვევ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ნაბი**რის ხალხია.
-თუ მართლაც შენგელიას ხალხია, ჩემი ხელით გავუთხრი საფლავს. მატილდას სიახლოვეს ეგ არსება, რომ დავინახო, კონტროლს დავკარგავ.
-კარგი დამშვიდდი თოკო და ჩემს ზარს დაელოდე, ყველაფერს მოვაგვარებ. - ნაჩქარევად დაემშვიდობა გადრანი და ბინაც მალევე დატოვა, დიდი ხანია ასეთი თორნიკე მას არ უნახავს და კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ მატილდა მისთვის სულერთი არ არის, პირიქით, ძალიან ძვირფასია და სწორედ, ამიტომაც ჰქონდა ასეთი რეაქცია.
* * *
მატილდა დილით, როგორც ყოველთვის მაღვიძარის ხმამ გააღვიძა. მაშინათვე დაფეთებული წამოხტა და სააბაზანოს მიაშურა, წყალი გადაივლო და შემდეგ გარდერობის წინ დადგა, დიდხანს ფიქრობდა რა ჩაეცვა, ბოლოს კი არჩევანი შავ ტყავის კომბინიზონზე შეაჩერა, გარედან ასევე ტყავის მოსაცმელი ჩაიცვა და ფეხზე რა თქმა უნდა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მოირგო. მაკიაჟზე დრო არ დაუხარჯავს, მხოლოდ დამატენიანებელი წაისვა და პირველ სართულზე ნაჩქარევად დაეშვა. ღიმილით მიესალმა ოჯახის წევრებს და მისი კუთვნილი ადგილიც დაიკავა.
-აბა რა ხდება ჩემო პრინცესა სამსახურში? დიდი ხანია მე და შენ ნორმალურად არ გვისაუბრია.-სიყვარულით უცქერდა მის პატარა ქალბატონს, უფროსი ჯაფარიძე.
-მამა იცით თქვენთვის არ მითქვამს, მაგრამ ჯობს ახლავე გითხრათ, მე ბატონ თეიმურაზთან აღარ ვმუშაობ, რადგან გერლიანების კომპანიაში გადამიყვანეს. მოვეწონე, როგორც კარგი კადრი და გასაუბრების გარეშე ამიყვანეს. -სიხარულით ჩაილაპარკა მატილდამ, მაგრამ როგორც კი ოჯახის წევრების მზერა დაინახა, სახეზე მაშინათვე გაკვირვება გამოესახა.
-შვილო რა თქვი? ალბათ მომესმა გვარი. თავიდან გაიმეორე, ვისთან დაიწყე მუშაობა? - ჯერ კიდევ შოკში იყო კიტა.
-მამა გერლიანების კომპანიაში დავიწყე, არაფერი არ მოგესმა, თორნიკე გერლიანის პირადი მდივანი ვარ და იქით-იქით შეიძლება დამაწინაურონ კიდევაც. რატომ გაგიკვირდათ ასე ძალიან, რამე ხდება?
-ჩემო გოგო, რატომ თავიდანვე არ მითხარი, ძალიან გთხოვ წამოდი მაგ კომპანიიდან და სხვა სამსახურს მოგიძებნი.
-არა მამა, ვერ ვხვდები რატომ უნდა წამოვიდე. მე მომწონს იქ მუშაობა ძალიან კარგი გარემოა და კვალიფიციური კადრებიც მუშაობენ, მათგან ბევრ რამეს ვისწავლი და გამომადგება კიდეც.
-შვილო ძალიან გთხოვ კარგად დაფიქრდი და ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ, უკეთეს სამსახურს გიშოვი გპირდები, არ მინდა გერლიანებთან რაიმე გაკავშირებდეს.
-მაპატიე მამა, მაგრამ ამჯერად ვერ დაგეთანხმები, მე ბატონ თორნიკესთან უკვე კონტრაქტს მოვაწერე ხელი და 3 წლის განმავლობაში მაგ სამსახურს ვერ მივატოვებ, სანამ თვითონ არ მოისურვებს ჩემს გაშვებას, ასე რომ ეს საკითხი აღარ განიხილება და მეტჯერ ამაზე არ დამელაპარაკოთ არც ერთი. - გაბრაზდა მატილდა და სუფრიდანაც წამოდგა, შემდეგ ჩანთას ხელი დაავლო და კარებისკენ ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა, როგორც კი სახლის ჭიშკარს გასცდა მიშოს ძახილმა შეაჩერა.
-მატილდა, წამოდი მე გაგიყვან სამსახურში, თან გზაში ცოტას ვილაპარაკებთ.
-ძმაო შენც თუ მამასავით უნდა დამიწყო საუბარი, აქედანვე გაფრთხილებ, რომ აზრი არ აქვს, კონტრაქტს ხელი უკვე მოვაწერე და ვერსად წავალ.
-ვიცი და გავიგე, უბრალოდ ჩაჯექი მანქანაში და მე გაგიყვან, მაინც გავდიოდი.
-კარგი, თუ გზას არ იმრუდებ მაშინ წამიყვანე. - საყვარლად გაეკრიჭა უფროს ძმას და მის გვერდით ადგილი დაიკავა.
-მართვის მოწმობა რისთვის აიღე თუ მანქანით არ აპირებ სიარულს? - ეგრევე სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი მიშომ.
-როდესაც ჩემი ფულით მანქანას ვიყიდი მაშინ ვივლი მიშო, უკვე არაერთხელ ვთქვი მემგონი.-მომაბეზრებლად ჩაილაპარაკა მატილდამ და შენობების თვალიერება დაიწყო.
-ხო მაგრამ შენ სანამ შენი ფულით მანქანს იყიდი, მანამდე ასე უნდა იარო? რატომ არ გინდა ჩვენი ფულის გამოყენება? ის ხომ შენიც არის ჩემო პატარა? ვის გავხარ ასეთი ჯიუტი ზოგჯერ ვერ ვხვდები. - გაეღიმა მიშოს.
-ეს რა კითხვაა? რა თქმა უნდა, უფროს ძმას. - გადაიკისკისა მატილდამ.
-ანუ როცა გაწყობს მე მგავხარ და როცა არ გაწყობს ნიკოლას. - მოჩვენებითად გაუწყრა მიშო.
-ასე გამოდის, კარგი მოვედით უკვე. მადლობა, რომ მომიყვანე. - ძმას ჩაეხუტა და შემდეგ მანქანიდან სწრაფადვე გადმოვიდა, არ უნდოდა მეორე დღეს დაეგვიანა და თორნიკესთვის მიზეზი მიეცა საყვედურის სათქმელად.
როგორც კი შენობას მიუახლოვდა დაცვასა და თანამშრომლებს მისალმა, შემდეგ კი ლიფტისკენ დაიძრა, როგორც კი შევიდა მაშინათვე ბოლო სართულის ღილაკს მიაჭირა თითი და კარების დახურვას დაელოდა, თუმცა მოულოდნელად ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი, რომელმაც მის გვერდით მალევე დაიკავა ადგილი და მხოლოდ თავის დაკვრით მიესალმა. მთელი ამ დროის მანძილზე გრძნობდა საყვარელი მამაკცის სურნელს და გული სიხარულით ევსებოდა, ფიქრებიდან კი კვლავ მისმა ხმამ გამოაფხიზლა.
-მატილდა დღეს მნიშვნელოვან შეხვედრაზე გვიწევს წასვლა, ვახშამი საღამოს 8სთ-ზეა, ჩემი მანქანა მოგაკითხავს და დანიშნულების ადგილას მიგიყვანს. ცოტა ადრე გაგათავისუფლებ, რომ მომზადება შეძლო. - ურცხვად აათვალიერეა მატილდას უზადო სხეული გერლიანმა და ტუჩის კუთხე შეუმჩნევლად ჩატეხა, როდესაც მის გაკვირვებულ შავ ირისებს წააწყდა.
-კარგით ბატონო თორნიკე, როგორც იტყვით, მაგრამ მე რატომ ვიგებ ამ ყველაფერს ასე გვიან, თქვენ განრიგს ხომ მე ვადგენ? - ცოტა ნაწყენმა ჩაილაპარაკა ჯაფარიძემ.
-რა თქმა უნდა, შენ ადგენ თუმცა დღეს ასე იყო საჭირო და ამ შეხვედრამაც გადმოიწია, არც მე არ მიყვარს, როდესაც განრიგის მიხედვით არ მიწევს მოქმედება და მეორედ აღარ დამჭირდეს ამდენი ახსნა-განმარტების თქმა შენთვის, გაითვალისწინე. - მკაცრად ჩაილაპარაკა თორნიკემ და თავისი კაბინეტისკენ დაიძრა.