მთელი ეს დრო ისეთი სიჩუმე იყო გამეფებებული, რომ მატილდას ლამის მოთმინების ფიალა აევსო. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა იმას, რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ეგონა სიზამრში იყო და სადაცაა გაეღვიძებოდა, მაგრამ კარგად იცოდა, რომ ამ უხერხულ სიტუაციას ვერსად ვერ გაექცეოდა და ადრე თუ გვიან მოუწევდა, მისი საყვარელი მამაკაცის ირისებისთვის თვალი გაესწორებინა. ფიქრებიდან კვლავ თორნიკეს ხმამ გამოაფხიზლა.
-ამდენი ფიქრით თავს ნუ დაიღლი პატარა ქალბატონო. - ცდილობდა ცოტათი მაინც გაემხნევებინა გოგონა, რომ თავი უხერხულად არ ეგრძნო მის წინაშე.
-არ გინდა, რომ დამელაპარაკო? - მატილდა კვლავ დუმდა და სახეში შეხედვასაც კი ვერ ბედავდა.
-კარგი თუ ასე გინდა, მაშინ ჩემთან წავიდეთ. ჯობს დაისვენო, დღეს რთული დღე იყო ორივესთვის, მაგრამ არ დაგავიწყდეს ამაზე საუბარს აუცილებლად გავაგრძელებთ. - მკაცრად ჩაილაპარა გერლიანმა და შემდეგ სახლისაკენ დაიძრა.***
-ჯაფარიძე! სად ჯანდაბაში გაქვს ეს ტელეფონი, რომ გირეკვა? ისეთი ამბები გადამხდა გუშინ კლუბში, ვერც კი წარმოიდგენ. - დილიდანვე აჟიტირება ვერ დამალა თამთამ და გადაწყვიტა ემოციები დაქალთან ჭორაობით დაეცალა.
-ძალიან გთხოვ ნუ ჩამყვირი ამ ტელეფონში, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო? ისედაც თავი მისკდება. ჯობს საღამოს შევხვდეთ და მაშინ ვისაუბროთ ყველაფერზე, მეც ბევრი მაქვს მოსაყოლი.
-კარგი იყოს საღამოს და არ დაიგვიანო იცოდე, ჩვენს საყვარელ კაფეში შევხვდეთ.
-ოქეი. - მოკლედ მოუჭრა მატილდამ და შემდეგ ტელეფონი სასწრაფოდ გათიშა. ბოლოს თვალი ოთახსაც მოავლო და მაინც ვერ გაიხსენა აქამდე როგორ მოაღწია, სავარუდოდ კვლავ თორნიკემ ამოიყვანა. ახლა მით უმეტეს როგორ უნდა ჩახედოს თვალებში მაგ კოცნის შემდეგ? აშკარაა, რომ გერლიანისთვის ეს კოცნა დიდად არაფერს წარმოადგენდა, რასაც მატილდაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. კონტრაქტი, რომ საშუალებას აძლევდეს უკან მოუხედავად დატოვებდა სამსახურსაც და არც თავის უფროს გადააწყდებოდა სადმე, მაგრამ ვაი, რომ კიდევ 3 წელი მოუწევს მასთან ერთად მუშაობა. ფიქრებიდან კარზე კაკუნის ხმამ გამოაფხიზლა.
-მობრძანდით.
-გამარჯობათ, ქალბატონო მატილდა. ბატონმა თორნიკემ გამომგზავნა, საუზმეზე გელოდებათ, მალე მოემზადოს და ჩამოვიდესო.
-კარგით, მადლობა ახლავე გავემზადები და ჩამოვალ. - გაუღიმა მატილდამ და შემდეგ სააბზანოსკენ დაიძრა თავის მოსაწესრიგებლად. თმა შეძლებისდაგვარდა დაივარცხნა და ცხენის კუდად შეიკრა, შემდეგ სახეზე ცივი წყალიც შეისხა, რომ ადამიანს ცოტათი მაინც დამსგავსებოდა და ბოლოს აბაზანიდანაც გამოაღწია. დაბლაც მალვე ჩავიდა და სამზარეულოში შევიდა, სადაც თორნიკე როგორც ყოველთვის უტყვი გამომეტყველებით იჯდა და ჯაფარიძეს ელოდებოდა.
-როგორც იქნა გვაღირსე შენი ხილვა ჯაფარიძის ქალბატონო. ყავა თავიდან დაუსხი ძიძა, უკვე გაუცივდებოდა. - მკაცრად ჩაილაპარაკა გერლიანმა და შემდეგ თავის საუზმეს მიუბრუნდა.
-იცით ყავა არ მინდა, უბრალოდ თავის ტკივილის წამალს დავლევ. - ვედრებით შეხედა ქალს მატილდამ და თავი კვლავ ჩახარა.
-ჯერ ისაუზმებ და შემდეგ დალევ წამალს. მგონი გასაგებად ვთქვი, ორჯერ არ მიყვარს გამეორება კარგად იცი. - ხმას ოდნავ აუწია თორნიკემ და გოგონა ლამის მზერით გაბურღა.
-იცოდე სანამ კაბინეტში ვიქნები ყველაფერი ნაჭამი იყოს თორემ აქედან ფეხს ვერ გაადგამ. - პატარა ბავშვივით დატუქსა ჯაფარიძე და შემდეგ დინჯი ნაბიჯებით დატოვა სამზარეულო.
-აპატიე ჩემო გოგო ცოტა სიუხეშე. ზოგადად, ასეთი არ არის, მაგრამ თუ გაღიზიანებულია ჯობს უფრო მეტად არ გააღიზიანო. - თანაგრძნობით შეხედა ძიძამ და შემდეგ თავის საქმეს მიუბრუნდა. მატილდამ კი მთელი თეფში ძალით მოასუფთავა და ბოლოს წამალიც დააყოლა. დღეს კვირა დღე იყო, შესაბამისად არც სამსახურში იყო წასასვლელი და არც არსად. ჯობდა ჯერ სახლში გაევლო, ცოტა დაესვენა და შემდეგ შეხვედროდა თამთასაც. მაგრამ სანამ წავიდოდა აუცილებლად თორნიკე უნდა ენახა და ყველაფრისთვის მადლობა გადაეხადა. ამიტომ კაბინეტისკენ დაიძრა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა.
-მობრძანდით.
-ბატონო თორნიკე ბოდიში, რომ გაწუხებთ, უბრალოდ მადლობის სათქმელად მოვედი და ახლა წავალ. არ მინდა მეტად შეგაწუხოთ. - თვალს ჯერაც ვერ უსწორებდა უფროსს და ისე საუბრობდა.
-როდის აპირებ სახეში შემოხედვას? თუ რამდენჯერაც დამინახავ, იმდენჯერ ასე თავჩაღუნული იდგები? - საბუთებისთვის მზერა არ მოუშორებია ისე ჩაილაპარაკა გერლიანმა.
-არა, უბრალოდ ძაან გადაღლილი ვარ და დასვენება მჭირდება. - ჯიუტად განაგრძობდა გოგონა ტყუილების მომიზეზებას.
-მატილდა! კარგად ვხვდები როდის მატყუებენ და როდის არა. ასე გუშინდელის გამო იქცევი არა? - სავარძლიდან წამოდგა გერლიანი და მატილდასკენ ზუსტად ისე დაიძრა, თითქოს მისი მსვერპლი ყოფილიყოს.
-ვერ ვხვდები რაზე საუბრობთ, გუშინ რამე მოხდა და არ ვიცი? - თავის გასულელებას განაგრძობდა ჯაფარიძე და უკან-უკან იხევდა, ბოლოს კი კედელსაც მიუახლოვდა და გასაქცევი ადგილიც აღარსად დარჩა.
-მ ა ტ ი ლ დ ა გეყოს სანამ მშვიდად გესაუბრები, ძალიან კარგად იცი, რასაც ვგულისხმობ თუ მაინცდამაინც უნდა გაჩვენო, რომ უკეთ გაგახსენდეს. - ტუჩის კუთხე შეუმჩნელვად ჩატეხა და ჯაფარიძის ულამაზეს ბრილა თვალებს უტყვად მიაშტერდა.
-რა გინდათ, რომ გითხრათ? ეს ყველაფერი უბრალოდ წამიერი სისუსტე იყო და ჯობს ამ თემას მეტად აღარ შევეხოთ. საჭირო არ არის ყოველ წამს ამის შეხსენბა. ეს ხომ უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი კოცნა იყო, რომელიც არაფერს ცვლის ჩვენთვის! - გაბრაზდა მატილდაც და ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით ამოილაპარაკა. რა იცოდა, როგორ გაამწარა მისმა სიტყვებმა გერლიანი, იმდენად მხოვდა გოგოს სიტყვები გულზე, რომ მზად იყო ირგვლივ ყველაფერი დაელეწა, რათა ბრაზისგან დაცლილიყო. ბოლოს საკუთარ თავს კვლავ დამშვიდებისკენ მოუწოდა და მატილდას ოდნავ მოშორდა.
-კარგია თუ ასე ფიქრობ, ჩვენი აზრები ორმხრივი ყოფილა, რადგან ყველაფერი გავარკვიეთ, შეგიძლია წახვიდე. მძღოლს ვეტყვი და სახლთან დაგტოვებს, ტაქსით წასვლა არც კი იფიქრო.
-მაგრამ არ ღირს შეწუხება, ტაქსითაც მშვენივრად მივალ. - პატარა ბავშივით გადააჯვარედინა ხელები და ტუჩები გაბუშტა. ისეთი საყვარელი იყო, რომ ვერც კი იფიქრებდით თქვენს წინაშე, 20 წლის გოგოს ყოფნას.
-როგორც ვთქვი ყველაფერი ისე იქნება, ამდენჯერ ნუ მამეორებინებ, მძღოლი უკვე გელოდება. ხვალ 9სთ-ზე სამსახურში იყავი და დაგვიანება არ გამაგონო.
-კარგით, კარგად ბრძანდებოდეთ. - კიდევ ერთხელ დაემშვიდობა ჯაფარიძე და შემდეგ კაბინეტი უკანმოუხედავად დატოვა.