-თუ რაიმეს გაიგებ შენგელიების შესახებ, აუცილებლად მითხარი. იცოდე, ჩემს გარეშე არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღო. - თავი მაღლა ააწევინა და დიდიხანს შესცქეროდა მის ულამაზეს გიშრებს, შემდეგ ფრთხილად დაიხარა და ორივე თვალზე ნაზად აკოცა.
-ვიცი, მაგრამ არამგონია რაიმე ცუდი მოხდეს. მამაჩემი არასდროს დაუშვებს, რომ საკუთარი ოჯახი საფრთხეში ჩააგდოს. - დარწმუნებით ჩაილაპარა მატილდამ და გერლიანის გულისცემას მშვიდად უსმენდა.
-დღეს ვერაფერში ვერ იქნება ადამიანი დარწმუნებული. არავის არ უნდა ენდო საკუთარი თავის გარდა, ეს ყოველთვის გახსოვდეს. - გააფრთხილა თორნიკემ.
-რატომ მეუბნები ამას? ასე, რომ საუბრობ მაშინებ. რაიმეს მიმალავ? - თვალები აემღვრა ჯაფარიძეს.
-მატილდა, როდესაც დრო მოვა ყველაფერს გაიგებ, მაგრამ ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის. - ბარიტონი გაიმკაცრა გერლიანმა და ჯაფარიძეს მზერა მოაშორა.
-გასაგებია, ანუ ისეთ რაღაცას გავიგებ, რაც გულს ძალიან მატკენს. გადასარევია ვერაფერს იტყვი. - ბოლო სიტყვები სარკაზმით წარმოთქვა და გასასვლელისკენ დაიძრა. თუმცა სანამ სახლიდან გავიდოდა, გარკვევით მოესმა თორნიკეს სიტყვები, რომ ხვალ სამსახურში დროულად მოსულიყო და არ დაეგვიანა.***
სამსახურიდან გამოსულ თამთას, ღიმილი სახეზე შეეყინა, როდესაც მონატრებული ადამიანის მზერა იგრძნო. იმდენად სიმპატიური იყო ალექსი, რომ ლამის სუნთქვა შეეკრა გოგონას. ერთი სული ჰქონდა მივარდნონდა და სახე მთილანად დაეკოცნა, თუმცა ოცნება ოცნებადვე დარჩა და მისკენ ფრთხილი ნაბიჯებით დაიძრა.
-აქ რა დაგრჩენიათ, ბატონო ალექს? -მაშინათვე სარკაზმს მოუხმო ჟვანიამ.
-პატარავ, რა არა და ვინ! მეგონა მოგენატრე, შენ კი თურმე ჩემს გარეშე ბევრად უკეთ ხარ. -გაბრაზდა გადრანი.
-უკაცრავად, ზოგიერთებივით, რომ მთელი კვირა არ ვიკარგები და შემდეგ მოულოდნელად არ ვჩნდები სხვების ცხოვრებაში. -გაბრაზდა თამთაც, მის უხეშ ტონზე.
-საქმეები მქონდა, მივლინებით მომიწია საზღვარგარეთ წასვლა და რა გამეკეთებინა? რატომ ხარ ასეთი ფიცხი? აშკარად, მორჯულება გჭირდება, ხომ ხედავ? - გადრანმაც სარკაზმს უხმო და თავი ძლივს შეიკავა ჟვანიას გაფართოებულ თვალებზე, საყვარლად, რომ აკვესებდა. შემდეგ კი ყოყმანის გარეშე მიუახლოვდა, მის მკლავებში მოიქცია და რამდენჯერმე ნაზად აკოცა, რითაც სრულიად, გამოეთიშა ამ სამყაროს გოგონა და რომ არა გადრანის მკლავები, მაშინათვე ძირს გაერთხმებოდა.
-მომენატრე, შენ კი იმის ნაცვალდ, რომ ბედნიერი იყო ჩემი დანახვით, პირიქით, მეჩხუბები. მითხარი რა გიყო ყოველივე ამის შემდეგ? რით დაგსაჯო?
-არავითარ სასჯელს არ მივიღებ ეს ერთი და მერე მეორეც, აქ თუ ვინმე უნდა დაისაჯოს ეს შენ ხარ და არა მე. მთელი კვირით შენ დაიკარგე ისე, რომ არც კი გაგიფრთხილებივარ. ასე, რომ მე ბრალი არაფერში მიმიძღვის.
-კარგი, ამჯერად ასე იყოს. ახლა კი წამოდი, ერთ ძალიან მაგარ ადგილას უნდა წაგიყვანო. -კიდევ ერთხელ აკოცა ჟვანიას და მანქანის კარიც გამოუღო, ღვედიც თავადვე შეუკრა და ბოლოს მძღოლის ადგილც დაიკავა.
-სად მივდივართ რატომ არ მეუბნები?
-პატარავ, სიურპრიზის გაფუჭების უფლებას არ მოგცემ. ასე, რომ შეგიძლია ცოტა დაიძინო, წინ დიდი გზა გველის. ქალის მტევანს ეამბორა და შემდეგ კვლავ გზაზე მოახდინა კონცენტრაცია.
-კარგი ხმასაც არ ამოვიღებ, სანამ არ მივალთ. მანამდე ცოტას დავიძინებ, დღეს ძალიან დამღლელი დღე იყო სამსახურში. - ჩაილაპარაკა ჟვანიამ და სულ მალე, მორფეოსის სამყაროში გადაეშვა.
შუა ღამეს საკმაოდ გადასცდენოდა, როდესაც მანქანა ჭიშკართან გაჩერდა. გადრანმა იგი ეზოში ფრთხილად შეაყენა, რათა მის გულისწორს არ გაღვიძებოდა. შემდეგ კარები გამოაღო და გოგონა ხელში მსუბუქად აიტაცა. როგორც კი სახლში შევიდნენ, ალექსმა გეზი პირდაპირი მისი საძინებლისკენ აიღო და თამთა ფრთხილად დააწვინა საწოლზე, თითქოს ფაიფურის თოჯინას ეხებოდაო.
დილით, ჟვანიას ცხვირში სასიამოვნო და ამავდროულად, ნაცნობმა სურნელმა შეუღიტინა, რითაც იძულებული გახდა თავისი წყლისფერი თვალები გაეხილა და მზერის ობიქტი როგორც კი დაინახა მაშინათვე გაეღიმა. ალექსს სახე თამთასთან მილიმეტრებით მიეახლოვებინა და ისე მშვიდად ეძინა, რომ ჟვანიამ ვერ მოითმინა და ფრთხილად აკოცა. თუმცა სვანს ეს არ გამოპარვია და თვალები ეგრევე გაახილა.
-ვინ გაბედა და ჩემს უკითხავად კოცნა მომპარა? შემთხვევით ამ პატარა ქალბატონმა ხომ არა?-ზევიდან მოექცა თამთას და ლამის კოცნით დაახრჩო.
-აბა რა მექნა ისეთი საყვარელი იყავი, რომ არ მეკოცნა უდიდესი ცოდვა იქნებოდა. -გადაიკისკისა ჟვანიების ასულმა.
-ასე არა? მაშინ მე, რომ ყოველ წამს შენი კოცნა მინდა და შენს გარეშე უკვე ვეღარ ვძლებ, რა გავაკეთო?
-ეგ შენი პრობლემაა ძვირფასო და არა ჩემი. - გაეღიმა თამთას და როგორც კი მოდუნებული გადრანი დაინახა, მაშინათვე ამით ისარგებლა და ოთახიდან სწრაფად გაიქცა. თუმცა გზაში გაახსენდა, რომ ამ სახლში პირველად იყო და რა სად მდებარეობდა წარმოდგენა არ ჰქონდა, ამიტომ კვლავ უკან მოუწია დაბრუნება.
-სააბაზანო საით არის ალექს?
-როგორც კი გადიხარ, ხელმარჯვნივ ბოლო კარია, მაგრამ ცნობისთვის, თუ ხედავ ჩემს საძინებელს საკუთარი სააბაზანოც აქვს, შეგიძლია ამით ისარგებლო. მე მანამდე დაბლა ჩავალ და საუზმეს მოვამზადებ.
-კარგი, მეც მალე მოვალ და მოგეხმარები. - კიდევ ერთხელ აკოცა საყავარელ მამაკაცას და შემდეგ აბაზანაში ქარბორბალასავით შევარდა.
***
გამარჯობა, ბატონო კონსტანტინე. მაინტერესებს რა გადაწყვიტეთ ჩემს შემოთავაზებასთან დაკავშირებით. - საოცრად თვითკმაყოფილი და საკუთარ თავში დარწმუნებული იჯდა, რამაზ შენეგელია მაგიდასთან და ერთი სული ჰქონდა, რომ სასურველი პასუხი მოესმინა.
-ბოდიში, ბატონო რამაზ, მაგრამ ამჯერად, ისე აღარ იქნება ყველაფერი, როგორც თვქენ გინდათ. ჩემი შვილების ბედნიერება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომაც ცივი უარით უნდა გაგისტუმროთ. ადრეც გაგაფრთხილეთ, რომ ამ შემოთავაზებას არ დავთანხმდებოდი და შესაბამისად, აზრი არც ახლა შემიცვლია.
-სამწუხაროა, ბატონო კონსტანტინე. არადა არ მსურდა ყველაფერი ასე გამოსულიყო, თუმცა რას ვიზამთ, ნება თქვენია და შედეგბზეც თქვენვე იმკით პასუხს. ახლა კი დაგემშვიდობებით და კარგად მოემზადეთ, რადგან ამიერიდან, ჯაფარიძეების თითოეულ წევრს წინ მხოლოდ ჯოჯოხეთი გელოდებათ. - გესლიანად ჩაილაპარაკა რამაზმა და რესტორანი გაცეცხლებულმა დატოვა.
კოტე კი მთელი ამ დროის განმავლობაში ჩაფიქრებული იჯდა და ერთ წერტილს გასცქეროდა. ფიქრებიდან კი მხოლოდ ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა.
-გისმენ. დიახ, ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც დავგეგმეთ. რა თქმა უნდა, მაშინათვე გაცოფდა, როგორც კი უარი განვუცხადე. ძალიან საშიში პიროვნებაა ეს არ დაგავიწყდეს. არავის დაინდობს, ვინც კი გზაზე გადაეღობება. ასე, რომ დარწმუნებული ხარ, რომ შეძლებ ჩვენს დახმარებას? კარგი, გასაგებია. ნახვამდის. - საუბარი, როგორც კი დაასრულა, გარემო კიდევ ერთხელ მოათვალიერა და ბოლოს გეზი საკუთარი კომპანიისკენ აიღო.***
-უკან როდის ვაპირებთ დაბრუნებას ალექს?
-რა ხდება პატარავ, უკვე მოგბეზრდა ჩემთან ერთად ყოფნა? -წყენა ვერ დამალა გადრანმა.
-არა, ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ, ისე ვიკითხე. არ გამიბრაზდე რაა. - თავისი ბრილა თვალები საყვარლად აუფახულა სვანს და ბიჭის გულიც სწრაფადვე მოალბო.
-ჩემი სუსტი წერტილი კარგად დაგიმახსოვრებია, პატარა ეშმაკო. - თითი ცხვირზე დაჰკრა და შემდეგ გულზე მიიხუტა საყვარელი სხეული.
-რა ვქნა თუ ასეთი ლამაზი თვალები მაქვს და მის წინაშე უძლური ხარ? - შეიფერა ჟვანიამ.
-შვილები, როდესაც გვეყოლება, მინდა, რომ ზუსტად შენნაირი ლამაზი თვალები ჰქონდეთ. -კიდევ უფრო დაუთბა ხმა სვანს და შემდეგ ნაზად აკოცა ორივე თვალზე. არ ყოფნიდა მასთან გატარებული დრო და უნდოდა მუდამ მის მკლავებში მოექცია.
-კარგი, გამიშვი ახლა თორმე გავიჭყლიტე. - გადაიკისკისა თამთამ.
-მოდი გიდობას ჩემს თავზე ავიღებ და რადგანაც სვანეთში პირველად ხარ, ყველა ჩემს საყვარელ ადგილს დაგათვალიერებინებ, რასაც მოვასწრებთ.
-ჰოდა, მაშინ დრო არ დავკარგოთ. არ მინდა აქედან ისე წავიდე, რომ სვანეთის სილამაზე ნაწილობრივ მაინც არ დავათვალიერო. ვგიჟდები ამ მხარეზე და სულ მინდოდა აქ მოსვლა, თუმცა რატომღაც ყოველთვის იწელებოდა ვიზიტი. ხან ვის არ ეცალა, ხან ვის. მარტო წამოსვლა კიდევ არ მინდოდა.
-ჰოდა ახლა შეძლებ შენი ოცნების ახდენას, მაგრამ ჯერ სახლში შედი და რამე მოიცვი, აქ საღამოობით ცივა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ზაფხულია.
-კარგი, 2 წთ-ში მზად ვარ.