II

360 49 4
                                    

ბიჭს უჭირს მოსმენილის დაჯერება, მთელი გონება ეწინააღმდეგება იმ ფაქტს რომ ჯინმა საქმე ასეთ ხალხთან დაიჭირა. არა ეს შეუძლებელია ჯინი საკუთარ თავს და ჯონგუკს საფრთხეში ვერ ჩააგდებდა.
ჯონგუკმა ხომ ისედაც საკმარისი გადაიტანა, ჯონგუკს მშობლები აღარ ჰყავს, ჯონგუკმა ახლახანს ძმა დაკარგა.

უყურებს გამტაცებელს რომელიც უემოციო სახით მიშტერებია და ტვინში სისხლი აწვება, თითქოს ახლა გაიაზრა მისი სიტყვები. ,,ჯინმა ნებით თუ უნებლიეთ ძალიან ლამაზი თოჯინა დამიტოვა საჩუქრად". ჯონგუკი ამას არ დაუშვებს, ამ ნაბიჭვარს უფლებას არ მისცემს მისი სხეული შებილწოს. ჯონგუკი არასდროს გახდება ვიღაცის სათამაშო. თავს ვეღარ იკავებს და აღელვებული სახეში ახლის თავის აზრებს.
-არ ვიცი რა ჯანდაბას ლაპარაკობ, მაგრამ შენი არც ერთი სიტყვის არ მჯერა. ჩემი ძმა შენნაირ ნაბიჭვართან საქმეს არ დაიჭერდა და ასეც რომ იყოს ეს ვალი მე არ ამიღია, შესაბამისად არც მისი გადახდის ვალდებულება მაკისრია. შენ არ გაქვს არც მორალური და არც კანონიერი უფლება რომ ეს ვალი მე შემტენო.
რაც შენს გარყვნილ ფანტაზიებს შეეხება მინდა იმედი გაგიცრუო და გითხრა რომ გეი არ ვარ და რომც ვიყო შენნაირ სირთან მაინც არაფერი მექნებოდა.

მხოლოდ სათქმელის დამთავრების შემდეგ ამჩნევს ჩაწითლებულ თვალებს და დაძაბულ ყბებს, რომელიც კარგის მაუწყებელი ნამდვილად არ უნდა იყოს. გრძნობს ძლიერ წვას სახეზე და აცნობიერებს რომ დაარტყეს. უყურებს განრისხებულ გამომეტყველებას და შიშის მიუხედავად, არ ნანობს ჩადენილს, რადგან თვლის რომ არც ერთი მისი წარმოთქმული სიტყვა ტყუილი არ ყოფილა.

- ახლა კარგად მომისმინე ლაწირაკო, შენი ძვირფასი ძამიკო ჩმორი იყო და ისე მოკვდა როგორც ჩმორს შეეფერება. მან ძალიან კარგად იცოდა ჩემი წესების შესახებ, იცოდა რომ თუ ის მოკვდებოდა მის ვალზე პასუხისმგებლობას შენ მოგთხოვდი,
იცოდა და მაინც ჩმორულად სიკვდილი არჩია შენს თავს. შენ კი უტვინო ბოზო, გასწავლი ეგ შენი ბინძური პირი სწორი საქმისთვის როგორ გამოიყენო. პირი გააღე!

საჩუქარი Where stories live. Discover now