მისი თვალები, მისი თვალები ისეთი საშიშია. ყველაზე შავი, ყველაზე ბნელი. ქვეყნად მთელი ბოროტება მათში დაგროვილა.
ეს შავი, ბნელი, ბოროტი თვალები დაჰყურებს დამცინავი, ბოროტი მზერით და ჯონგუკს ეშინია, ეშინია ამ თვალების.
ამ თვალებს ბევრი უნახავს, ბევრი მკვლელობის მოწმე და მოქმედი პირი გამხდარა. ამდენი სიკვდილის ნახვამ ფერი უცვალა და ახლა სიკვდილის ფერად შეღებილა.ან იქნებ თვითონ სიკვდილს მოჰპარა თვალები, რადგან დაუშვებელია მოკვდავს ასეთი შავი თვალები ჰქონდეს.
ეს თვალები იზიდავს, მათთან ეძახის და ისიც ბრმად მიჰყვება. ქვეყნად არაფერი უნახავს ასეთი მშვენიერი, ასეთი მიმზიდველი. თვალები მის შთანთქმას იწყებს, ჯონგუკს შიში იპყრობს და მათგან გარბის, მაგრამ ისინი არ უშვებენ, ის არ უშვებს. ჯონგუკმა იცის რომ თუ მათ გაყვება დაკარგავს ერთადერთს რაც გააჩნია, თავისუფლებას.
თვალები მშვენიერია მაგრამ ხარბი და ცბიერი, მათ ჯონგუკის შთანთქმა, მისი სულის და ხორცის დასაკუთრება დაუთქვამთ მიზნად.
ჯონგუკი ბრძოლობს, მთელ ძალ-ღონეს არ იშურებს, მათ არ ნებდება. თვალები ბრაზდება და მის შთანთქმას ახალი ძალებით იწყებს, აღარც ბიჭის დაზიანებას უშინდება და აღარც საკუთარი თავის.
*********************************კაბინეტი გაჟღენთილია პიტნის ლუბრიკანტის სუნით და დაძაბულობით.
ოთახის შუა გულში, ბატონი კიმის სამუშაო მაგიდის წინ, იატაკზე, კვლავ პანიკაში იმყოფება ბიჭი. ისევ ისე ძაგძაგებს, მთელი სხეული უკანკალებს და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებს. თვალებს ცრემლი უკვე შეაშრა, მაგრამ დიდ ხნიანი ტირილის გამო, ისევ პატარა ბავშვივით სლუკუნებს.თეჰიონს უკვე მოესწრო ხელების ხელმეორედ დაბანა და თავის საქმეს დაუბრუნდა. თუმცა ჯონგუკის სლუკუნის ხმა უკან თქმულს ხელს ნამდვილად არ უწყობს.
YOU ARE READING
საჩუქარი
Fanfictionჯონგუკს მშობლების გარდაცვალება დიდ, მოუშუშებელ ჭრილობას უტოვებს. ამას მისი ძმის უეცარი თვითმკვლელობაც მოჰყვება და როცა ჰგონია რომ უარესი ვეღარაფერი მოხდება, ჩნდება თეჰიონი რომელიც გარდაცვლილი ძმის ვალის დაბრუნებას ჯონგუკს აკისრებს. ...