XI

287 34 14
                                    

  ეშმაკთან დამალობანას თამაში კრახით დასრულდა. ჯონგუკი გამოიჭირეს.

წერილს კუჭავს და იატაკზე აგდებს. დაუოკებელ ბრაზს გრძნობს, ზუსტად ისეთს მაშინ კლუბში რომ გრძნობდა. მაგრამ ახლა იცის, თეჰიონი მის გვერდითაც რომ იყოს თითსაც ვეღარ დააკარებს, რადგან სასწორზე მხოლოდ მისი სიცოცხლე არ დევს. 

კიმმა ყველაფერი გაიგო, თუმცა საიდან ან ვისი დახმარებით ეს ჯერ კიდევ გაურკვევლია. შეიძლება ჰოსოკი ბოლოს მაინც გატყდა და ისე ჩააბოზა, როგორც სხვა დანარჩენი მოიქცეოდა.
მაგრამ ამით ხომ საკუთარ თავსაც ჩაიგდებდა საფრთხეში, გაქცევაში ხომ იმ დღეს, სწორედ ჰოსოკი დაეხმარა. ეს რაღაც აბსურდული იქნებოდა, ჰოსოკმა თავად შესთავაზა გაქცევა, ყალბი საბუთების გაკეთებაში დაეხმარა და ფული მისცა. ახლა თვითონ რატომ ჩაუშვებდა.

თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, მისთვის ყველაფერი მაინც ისედაც დასრულებულია. ისევ მოუწევს იმ ჯოჯოხეთში დაბრუნება. ვერაფრით ხვდება კიმს მისგან რა ჯანდაბა უნდა. თეჰიონი ფულიანია და გარეგნობაც მშვენიერი აქვს, ნებისმიერის შებმა შეუძლია ვისაც მოინდომებს. მან კი მაინდამაინც ის ბიჭი აირჩია, ასე ძალიან რომ ეზიზღება კიმი.

ჯერ ათი საათია, კიდევ ორი საათი აქვს, ყველაფერი უნდა მოასწროს. სწრაფად გადის მისაღებისკენ, სადაც მისი ფეხსაცმელი ეგულება. თასმებს  ელვის სისწრაფით იკრავს, ქურთუკს იცმევს და სახლიდან გადის.

ლილიას სახლი არც ისე შორსაა, მაინც მირბის, ისე მირბის თითქოს ყველაფერისგან შეუძლია გაქცევა. გაქცევა მომავლისგან, ყველაფერისგან რაც წყეულ კიმ თეჰიონს უკავშირდება.

ახლა კართან დგას ,იმ კართან ბედნიერი წარსული რომ აკავშირებს, მხოლოდ წარსული და მეტი არაფერი. ლილიას და ჯონგუკს მომავალი ვეღარ ექნებათ. აკაკუნებს კარი არ იღება და უცბად შიში იტანს, იქნებ სახლში არაა, იქნებ გამომშვიდობებაც ვერ მოასწროს.

საჩუქარი Where stories live. Discover now