-დღეს რაღაც განსაკუთრებით კარგ ხასიათზე ხარ. მშვიდად აღნიშნავს კიმი ვახშამობისას.-კარგი ამინდია. ტუჩს ტეხავს ჯონგუკი და რაღაც ვერაგული მზერით აგრძელებს თეჰიონის გაბურღვას.
-მორჩი მოშტერებას და ჭამე. მკაცრად ტუქსავს უფროსი, ჯონგუკიც აუღელვებლად იდებს ლუკმას პირში. გონებაში უკვე წარმოიდგენს თეჰიონის სახეს, როცა ყველაფერს ფარდა აეხდება. კიმმა თავისი დაშვებული შეცდომებისთვის პასუხი უნდა აგოს. ჯონგუკი გახდება მისი კარმა, რომელმაც ასე დააგვიანა და ეს ისეთი მძლავრი იქნება რომ გატეხავს მის თავდაჯერებულობას.
უმცროსი კიდევ ახსენებს საკუთარ თავს რომ გეგმის სისრულეში მოსაყვანად საბუთებია დარჩენილი. თეჰიონმა საბუთებს ხელი უნდა მოაწეროს. ეს მარტივი არ იქნება, ერთი უზუსტობა ქაღალდზე და ყველაფერი წყალში ჩაიყრება. ჯონგუკი დიდად ვერ ერკვევა, ამიტომ ძალიან უკვირს როგორ შეიძლება ფურცლის ნაგლეჯით მიაყენოს ზარალი იმას, ვინც ამდენი წლის განმავლობაში მთელი სიზუსტით მართავდა ამხელა კომპანიას. ჯონი ფიქრობს რომ სწორ ადგილას მოარტყამს, კიმი მხოლოდ მაშინ განრისხდება როცა მისთვის მნიშვნელოვანს მიაყენებენ ზიანს. კაზინო ეს მისთვის გასართობი ადგილია, აი კომპანია რომელიც მისთვის მეორე სახლივითაა უკვე სხვა საქმეა.
თეჰიონი თავისთვის იღეჭება, უმცროსი აკვირდება მის მიხრა-მოხრას. მანერები კარგი აქვს, მაგრამ როგორც ჩანს ღეჭვას ვერაფერი მოუხერხა. ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, პირს არ აწკლაპუნებს, არც სახე აქვს საჭმლით მოსვრილი. მაგრამ ის ისე ღეჭავს როგორც სკოლიდან ახალ მოსული, მეექვსე კლასელი ბავშვი. სტუდენტი რომელსაც როგორც იქნა დრო გამოუჩნდა ან დედა სულ რამდენიმე წუთი რომ აქვს საჭმლის დასამთავრებლად, სანამ მის ჩვილ შვილს ისევ გაუღვიძია. ამაში არის რაღაც უცნაური არა უტაქტო, არამედ უცხო. უცხოა, თეჰიონსაც რომ ჰქონია სხვა მოკვდავებთან საერთო.
არა, მაინც რობოტია კიმ თეჰიონი. შეიძლება ადამიანივით დაღეჭვა ისწავლოს, გადაყლაპვა, ლაპარაკი, დაჯდომა და გაბრაზებაც კი, მაგრამ სიყვარულს ვერასოდეს ისწავლის.
YOU ARE READING
საჩუქარი
Fanfictionჯონგუკს მშობლების გარდაცვალება დიდ, მოუშუშებელ ჭრილობას უტოვებს. ამას მისი ძმის უეცარი თვითმკვლელობაც მოჰყვება და როცა ჰგონია რომ უარესი ვეღარაფერი მოხდება, ჩნდება თეჰიონი რომელიც გარდაცვლილი ძმის ვალის დაბრუნებას ჯონგუკს აკისრებს. ...