XX

180 19 12
                                    

ცივი იატაკზე დაკრული, ტკივილისგან ვერ ინძრევა. იატაკი ცივია, ძალიან ცივი ან შეიძლება ეჩვენება, თვითონაა იმდენად ცივი რომ მისი სხეული იატაკსაც კი ყინავს. გულისრევის შეგრძნება არ ასვენებს, პირი ძალიან გამოუშრა, წყურვილისგან სადაცაა ჭკუიდან გადავა. განსაკუთრებით მენჯი სტკივა, როგორც ჩანს ყველაზე ძლიერად იქ დაარტყა კიმმა.

ტირილი ძალიან უნდა, თუმცა თითქოსდა გრძნობები გამოელია, ცრემლები გამოელია, ყველაფერისგან დაიცალა, მისგან აღარაფერი დარჩა.
მიუხედავად იმისა რომ მას  სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვს, დარწმუნებულია რომ მოკვდება. საერთოდ უკვირს, როგორ შეიძლება იცოცხლოს ადამიანმა როცა ამდენი რამ გადაიტანა. ვერ იგებს ყველა სახის უბედურება მას რატომ დაატყდა თავს, დაუმთავრებელი უიღბლობა, დაუმთავრებელი სიძულვილი, დამცირება.

ღმერთმაც დასწყევლოს, როგორ სწყურია. კიმმა მარტო დატოვა, კარგად დაბეგვილი, საჭმლის და წყლის გარეშე. ჯონგუკმა არ იცის, ზუსტად რამდენი ხანი გავიდა მას არ აქვს საათი ან ტელეფონი. ეს შენობა ისეა გადახურული რომ სინათლეც კი არ აღწევს. ის სრულიად მოწყვეტილია გარე სამყაროს, ისიც კი არ იცის ღამეა თუ დღე. თუმცა იცის რომ დიდი ხანი გავიდა, დარწმუნებულია ამაში. ერთი ან ორი დღე გავიდა და შეიძლება სამიც. შენობა რამდენიმე დანაყოფისგან შედგება, იცის რომ სადღაც ახლოს ჩონ დუ ჰვანი იყო დაბმული, იყო მაგრამ აღარ არის, კიმმა სადღაც წაათრია. ცუდი იქნებოდა აქ რომ დაეტოვებინა, მისი გახრწნილი ლეშის სუნი მთელს შენობაში დატრიალდებოდა და ჯონგუკს სუნთქვის საშუალებას წაართმევდა.

ჯონგუკს ეშინია რომ თავად მოკვდება ამ შენობაში, თეჰიონი არ დაბრუნდება. მან არ დაახალა ტყვია თავში და არ აჩუქა წამიერად სიკვდილის ბედნიერება. არამედ გაიმეტა სიკვდილის ყველაზე მტანჯველი ხერხისთვის, შიმშილის და წყურვილისთვის და საშინელი შიშისთვის. ეს შენობა საშინლად აშინებს, რაღაც ხმები ესმის მაგრამ სავარაუდოდ ეს უბრალოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია, სხვა არაფერი.

საჩუქარი Where stories live. Discover now