-შემომხედე! შენ არაფერი იცი, არაფერი! უნდა მოისმინოს, ჯონგუკ ხმა გამეცი! თეჰიონი ხმამაღლა ყვირის და ცდილობს შეაჩეროს უმცროსის ისტერიკა, რომელიც უკვე ნახევარი საათია გრძელდება. ჯონგუკს ტანსაცმელში აფრინდება, ნაჭერს ძლიერად უჭერს თითებს, ტკივილამდე. ცდილობს ბიჭი გამოაფხიზლოს, გონზე მოიყვანოს. მკვეთრად აჯანჯღარებს მის სხეულს, ჯონგუკი აგრძელებს ცივ იატაკზე ჯდომას, სადღაც უსასრულობაში იყურებოდა, მერე უყურებდა კედლებს, იატაკს, ჭერს მაგრამ არა თეჰიონს, არასდროს თეჰიონს, აღარასდროს.
-შემომხედე, მე შემომხედე. შენ არაფერი იცი, არაფერი, უნდა მოისმინოს ჯონგუკ.
მზერა ისევ კედლისკენაა მიმართული, კაბინეტში ძლიერი დაძაბულება სუფევდა, იმდენად მყარი რომ სურვილის შემთხვევაში დანითაც გაიჭრებოდა. ჯონგუკი აგრძელებს კედლის ყურებას, მისი გონება სულ სხვაგან დაფრინავს, სხვაგანაა. ისევ ის კადრები უტრიალებს გონებაში, მისი ძმის ყვირილისა და ტირილის ხმები, თეჰიონის სადისტური სიცილი, ჰოსოკი როგორც კიმის ერთგული ძაღლი და მკვდარი სხეული რომელიც ჯინს ეკუთვნის, ჯინს რომელიც თურმე მაინც არ მომკვდარა თვითმკვლელობით.
ყველაფერი ყალბი იყო, საერთოდ ყველაფერი, ნეტავ კიდევ რას მალავს თეჰიონი, განა კიდევ არის რამე დასამალი, კიდევ რითი შეიძლება ჯონგუკის გამწარება, რა ჯანდაბა უნდა გააკეთოს მეტი რომ გატეხილი ჯონგუკის სული საბოლოოდ შუაზე გაიხლიჩოს, ცოცხალ-მკვდრად აქციოს.
-გისმენ. ჯონგუკის ხმა ისე გაისმა თითქოს მას არ ეკუთვნოდა, ცივი მომთხოვნი ბგერები, ბაგეებიდან წამოსული ერთი სიტყვა, რომელიც ბევრ რამეს გადაწყვეტდა, ძალიან ბევრს.
-კარგი, კარგი, ყველაფერს მოგიყვები მაგრამ უნდა მომისმინო, უნდა დამიჯერო ჯონგუკ. თეჰიონის ხმა იყო ისევ ისეთი ცივი და მკაცრი თუმცა აშკარად იგრძნობოდა მძიმე სასოწარკვეთა და რაღაც შიშის მაგვარიც.
YOU ARE READING
საჩუქარი
Fanfictionჯონგუკს მშობლების გარდაცვალება დიდ, მოუშუშებელ ჭრილობას უტოვებს. ამას მისი ძმის უეცარი თვითმკვლელობაც მოჰყვება და როცა ჰგონია რომ უარესი ვეღარაფერი მოხდება, ჩნდება თეჰიონი რომელიც გარდაცვლილი ძმის ვალის დაბრუნებას ჯონგუკს აკისრებს. ...