XII

380 33 4
                                    

-ძაღლი მოტეხილი თათებით ვერ გაიქცევა, ხომ მართალი ვარ  ჯონგუკ? 

ბიჭი სავარძელს ეყრდნობა, თვალებში შიში უდგას, გეგმას გადააბიჯა, შიშის დამალვა აღარ შეუძლია.

ეს შეშლილი ნაბიჭვარი, ჯანდაბა რა უნდა გააკეთოს, თავი როგორ უნდა დაიცვას. 
კაბინეტს ათვალიერებს.

-ისევ ვისკის ბოთლს თუ ეძებ თავში ჩასარტყამად, კაბინეტში არ ვსვამ. იცინის თეჰიონი და სავარძელიდან დგება, ბიჭისკენ მიიწევს.

მისი ადგომით შეშინებული ჯონგუკი, სავარძლიდან მთელი სისწრაფით ვარდება და კაბინეტის ბოლოსკენ მიდის, რაც შეიძლება შორს მისგან.

-ისევ გამირბიხარ გუკი? ყალბი, ნაწყენი ხმით ეუბნება უფროსი. 

-არ მომეკარო. ისევ უკან მიდის უმცროსი, სანამ ზურგით კედელს არ ეჯახება. გარემოს თვალიერებას აგრძელებს, კაბინეტი დიდია, შემოსასვლელში მაგიდა და ორი სავარძელი დგას, შუა ნაწილში შავი ტყავის დივანია, გვერდზე იხედება და წიგნების თაროს ამჩნევს. თითქმის დაფიქრდა თეჰიონისთვის სქელ ყრდიანი წიგნის ჩარტყმაზე, როცა თმებში უხეშად წვდა კიმი და თავისკენ წაათრია.

-ვერსად გამექცევი, პატარა ბიჭო.

მაგიდამდე მიათრევს უფროსი და ზედ ანარცხებს. იდაყვებით ეცემა ბიჭი მაგიდას და ტკივილი ლამის ჭკუიდან შლის. ხელები უბუჟდება და მწვავე მწველი ტკივილის გამო, იატაკზე ეცემა. წამში ფხიზლდება და ახლა თვითონ გადადის თავდასხმაზე, ყბაში უქანებს კიმს მუშტს. ოთახის ბოლოსკენ გარბის, წიგნის თაროებთან.  გამწარებული თეჰიონიც წამში ჩნდება მასთან, საპასუხოდ თვითონაც ურტყამს, უმცროსი ისევ კაბინეტის იატაკს უბრუნდება. პირში საკუთარი სისხლის გემოს გრძნობს, ტუჩი გაუსკდა. წაქცეულს მუცელში სამჯერ ურტყამს კიმი. ცალ ფეხზე ავლებს ხელს, როცა უმცროსის მუდარა აწყვეტინებს.

-ა-არა, არა, გთხოვ გემუდარები, თეჰიონ აღარ გავიქცევი, გპირდები. გესმის, თეჰიონ არ გინდა გთხოვ, გთხოვ, გთხოვ, არ გინდა.

საჩუქარი Where stories live. Discover now