-რამეს ეძებდი?
ტანში ჟრუანტელი უვლის ჯონგუკს, მისი აკანკალებული ხელი ქაღალდის დაჭერას ვეღარ ახერხებს, ძირში ეცემა. გულს ბაგაბუგი გაუდის, მუხლები კანკალს არ წყვეტენ, ხელები გაოფლიანებას იწყებენ. კბილებს ერთმანეთზე ძლიერად აჭერს ბიჭი და კარის მიმართულებით ბრუნდება.
მზერას თანამშრომელს უსწორებს. ჯანდაბა, კინაღამ ჩაისვარა. სახე ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება, მშვიდდება. წყეულ სტაჟიორს სხვების საქმეში ჩარევა ჰყვარებია, არაუშავს, ადგილს ახლავე მიუჩენს.
-და შენ აქ რას აკეთებ? პირდაპირ შეტევაზე გადადის ჯონგუკი. როგორც ამბობენ, თავდაცვის საუკეთესო გზა თავდასხმაა.
-მ-მე ბატონ კიმს ვეძებდი. დაბნეული პასუხობს ბიჭი, დამნაშავესავით თავს ძირში ხრის, იატაკს აშტერდება.
-თეჰიონი აქ არაა, ცოტა ხანში შემოდი. გაღიზიანებული პასუხობს ჯონი, უნდა რომ ამ ბიჭმა რაც შეიძლება მალე დაახვიოს, რომ საბუთები კარადაში უკან დააბრუნოს.
-შეიძლება აქ დაველოდო. მორიდებულად კითხულობს სტაჟიორი.
-არა, დაახვიე. მეტისმეტად ხმამაღლა და უხეშად მოსდის ბიჭს. ის-ის იყო ბოდიშის მოხდა დააპირა, როცა კარი კიდევ ერთხელ იღება და ამჯერად კიმ თეჰიონი შემოდის.
როგორც სამოთხის გასაყარზე, სისხლისმსმელი დემონის დანახვა გააკვირვებდა ადამიანს, სწორედ ისე განცვიფრდა ჯონ ჯონგუკი, კიმ თეჰიონის დანახვისას.
თვალი თვალში.
ბაგ-ბაგ, ბაგ-ბაგ.
გული ისევ ცემს, თანაც ისე სწრაფად. არა და ჯონგუკს ჰგონია სადაცაა გაჩერდება. თეჰიონი მას უყურებს, უგრძნობად, გაქვავებული სახით და გაყინული მზერით. ბიჭი ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს, იატაკზე ხელმოწერილი საბუთები აგდია, მაგრამ თეჰიონი საბუთებს არ უყურებს. ბიჭს მზერას არ აშორებს და ჯონგუკს შეუძლია დაიფიცოს რომ მის თვალებში დემონები ცეკვავენ.
YOU ARE READING
საჩუქარი
Fanfictionჯონგუკს მშობლების გარდაცვალება დიდ, მოუშუშებელ ჭრილობას უტოვებს. ამას მისი ძმის უეცარი თვითმკვლელობაც მოჰყვება და როცა ჰგონია რომ უარესი ვეღარაფერი მოხდება, ჩნდება თეჰიონი რომელიც გარდაცვლილი ძმის ვალის დაბრუნებას ჯონგუკს აკისრებს. ...