III

315 32 8
                                    

ბნელ შენობაში გამოკეტილი ბიჭი ვერ ხვდება ზუსტად რას გრძნობს. შიშია, იმედგაცრუება თუ ორივე ერთად.
არ იცის რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ დაბმული მარტო დატოვეს.
მისმა გონებამ თითქოს ფუნქციონირება შეწყვეტა, გადარჩენისკენ აღარ მიისწრაფვის, უბრალოდ უნდა რომ ყველაფერი სწრაფად დამთავრდეს.
თუ მისი ბოლო მაინც ამ სარდაფში  სიკვდილია მაშინ ურჩევნია ეს ახლა ამ წამს მოხდეს, ვიდრე რამდენიმე კვირაში შიმშილით.
ფიქრებიდან კარის ხმას გამოჰყავს მაღალი სილუეტი უახლოვდება.
კაცს საზიზღარი შესახედაობა აქვს, მსუქანი  თმიანი თითებით იწყებს დაბმული ჯონგუკის გათავისუფლებას, ჯონგუკს მზერა მის სახეზე გადააქვს დიდი მელოტი თავი, მსუქანი პირისახე, შეწითლებული ლოყები,  ბრტყელი ფართო ცხვირი, დიდი ნესტოებით რომელიც ჯონგუკს ღორის დინგს მოაგონებს.
მამაკაცი ჯონგუკში მისი საზარელი გარეგნობის მიუხედავად შიშს არ იწვევს, პირიქით სიბრალულის გრძნობა უჩნდება მის მიმართ.
კაცი თოკების გახსნას რჩება ბიჭს მკლავში ხელს ავლებს და გასასვლელისკენ მიათრევს.
ჯონგუკი დასუსტებულია და შეეწინააღმდეგების ძალა არ შესწევს ამიტომ ბავშვივით ემორჩილება. მამაკაცს ჯონგუკი ამ ადგილიდან გაყავს, ამას ჯონგუკი მაშინ აცნობიერებს როცა გარედან მომავალი სინათლე თვალებს სჭრის. დაბნეულია ამიტომ ძალებს იკრებს და კაცს ჩამწყდარი ხმით ეკითხება
-სად მიგყავართ?
-გათავისუფლებ. კაცის პასუხი კიდევ უფრო აბნევს, მამაკაციც ამჩნევს ბიჭის გაოგნებულ გამომეტყველებას.
-შენ აქ ვერ დარჩები, ის ცხოვრებას გაგინადგურებს.
ჯონგუკს ეცინება თითქოს ჰქონდეს ცხოვრება რომლის განადგურებასაც შეძლებენ. მის სიცილზე კაცი აშკარად ღიზიანდება.
-შენ არც კი იცი თავი რაში გაყავი ასე არაა?! შენ ვერც კი ხვდები რა შეიძლება გაგიკეთონ, შეიძლება შენი ცხოვრება აქამდეც ნაგავი ყოფილიყო თუმცა დარწმუნებული ვარ აქამდე სიკვდილის მოედანზე არავის გაუყვანიხარ.
*სიკვდილის მოედანი* სიკვდილის მოედანი* სიკვდილის მოედანი* გაფუჭებული მაგნიტაფონივით მეორდება ჯონგუკის თავში, ეს რა ჯანდაბას უნდა ნიშნავდეს.
-რა ჯანდაბაა სიკვდილის მოედანი?! ხმაში ჩამალულ შიშს მაშინვე ამჩნევს კაცი და თანაგრძნობით აღსავსე მზერას აპყრობს.
-ახალგაზრდებს რომლებსაც კიმ თეჰიონის ვალი აქვთ, რომლებმაც უღალატეს ან დადებული სიტყვა გატეხეს, სიკვდილის მოედანზე გაყავთ. სიკვდილის მოედანი ღმერთისგან მივიწყებული ადგილია, სიკვდილის მოედანი თეჰიონის შექმნილი ჯოჯოხეთია სადაც ლუციფერი თავადაა და  მსჯავრდებულებსაც თავისი ხერხებით უსწორდება. მე საკუთარი თვალებით მაქვს ნანახი როგორ აუპატიურებდნენ, ჩეხავდნენ, ხელ-ფეხს აჭრიდნენ და აწამებდნენ იქაურებს. სიკვდილის მოედნიდან ცოცხალი არავინ დაბრუნებულა და არც შენი იქნები გამონაკლისი თუ აქედან დროზე არ დაახვევ. შენ უნდა გაიქცე გესმის ახლავე, თუ გინდა რომ იცხოვრო ამ ადგილს უნდა მოშორდე.

საჩუქარი Where stories live. Discover now