1

7 1 0
                                    

-თეჰიონ გაიღვიძე!!
-რა გინდა გუკ?! ~მკაცრი ხმით იკითხა თეჰიონმა რაზეც ჯონგუკი შეკრთა~
-ეჰმ..ბოდიში..!
-არაუშავს პატარავ.. მაგრამ შემდეგ ჯერზე არ გააკეთო ეს კარგი?!
-კარგი..
-ნუ ნერვიულობ ჩემო პატარავ..! მე არ ვბრაზდები შენზე.
-ჰეჰ.. ~თავისი შეყვარბულის ყურებაში გართული ჯონგუკი ემოციებს ვერ ფარავდა და სულელივით იღიმოდა~ თეჰიონ.. ძალიან ლამაზი ხარ..!
-ოჰ.. მადლობა ჩემო სიყვარულო! შენც ძალიან ლამაზი ხარ..! ~ მან ჯონგუკს პატარა ტუჩები დაუკოცნა და ფეხზე წამოდგა~ ადექი პატარავ, ერთად მოვამზადოთ საუზმე!
-კარგი ჰიონ.. ~ჯონგკუკიც ადგა და თეჰიონს გაჰყვა~
-საუზმისთვის რა უნდა მოვამზადოთ თეე?
-რაც გინდა ჩემო პატარავ!
-მაგრამ არ ვიცი რა მინდა..
-მაშინ სადმე რესტორანში ან კაფეში წავიდეთ ბევრი არჩევანია!
-მაგრამ იქ ძვირია..
-გაიღვიძე ჯონგუკ~თეჰიონს ჩაეცინა~
ეს ჩემი სამყაროა! ეს კიმ თეჰიონის სამყაროა პატარავ.

| ფლეშბექი |
-ბოდიშით ბატონო.. ჩემი ბრალია წინ უნდა ვიყურო ხოლმე! ~თავი დახარა ბიჭმა~
-არაფერია.. არ მოვმკვდარვარ! ~გაიცინა მეორე ბიჭმა რომელიც უფრო მამაკაცურად გამოიყურებოდა. სრულიად უცხო გარეგნობა.. მკაცრი გამომეტყველება სანამ არ გაიცინებდა, მოზრდილი, ქერა თმა რომელიც ქარის გამო სულ აწეწილი ჰქონდა, ლამაზი, გულის ფორმის ტუჩები, მუქი თვალები. თითქოს ადამიანი კი არა პროფესიონალი მხატვრის მიერ შესრულებული ნახატი იყო რომელიც არავის და არაფერს ჰგავდა.  ჯონგუკი ისე გაერთო უცნობი ბიჭის ყურებაში რომ ვერც მიხვდა როგორ დაუქნია უცნობმა ცხვირწინ ხელი, დაახლოებით 4-ჯერ.~
-ჰეი.. კარგად ხარ?!
-მ..მე.. კი კარგად ვარ..! თქვენ?
-როგორც ჩანს ვიღაც დაბნეულია.. ~ჩაიცინა უცნობმა~
-იცით.. არა..კი. ჯანდაბა!
-დამშვიდდი დამშვიდდი.
-შეიძლება კაფეში დაგპატიჟოთ, ბოდიშის მოხდის მიზნით?
-საჭირო არაა, არაფერია საბოდიშო.
-გთხოვთ, უხერხულად ვგრძნობ თავს..
-ახხ..თუ მთხოვ მაშინ კარგი, შეგიძლია დამპატიჟო. ~ჩუმად და შეუმჩნევლად ჩაიცინა ქერამ და ჯონგუკს უკან მიჰყვა~
<რასაყვარელი ხარ პატარავ..> ~ფიქრობდა თეჰიონი და თან ბიჭს თავიდან ფეხებამდე კარგად ათვალიერებდა~
-აი მოვედით.. ~თქვა ჯონგუკმა და კაფეს კარი გაუღო მამაკაცს.~
-გმადლობ, პატარავ. ~ბოლო სიტყვაზე ჯონგუკი პომიდორივით გაწითლდა რაც ქერას არ გამორჩენია და ჩაიცინა კიდეც ამაზე. ორივენი მაგიდას შემოუსხდნენ და ყავა შეუკვეთეს~
-შენი სახელი არ ვიცი.. ~თქვა დაბალი ხმით ჯონგუკმა. თეჰიონმა კი გვერდულად ჩაიღიმა და უპასუხა~
_თეჰიონი. შენ რა გქვია, დაბნეული?
-არა მე.. ჯონგუკი, მეგობრები გუკს მეძახიან.
-მშვენიერი სახელია გუკ.
-მართლა ასე ფიქრობ?
-აბა რაში მჭირდება შენი მოტყუება?
-ჰოო მართალია.. ბოდიში.
~თეჰიონს ჩაეცინა მის სისაყვარლეზე~
-სად ცხოვრობ? ~იკითხა ქერამ~
-ამ..აქვე ახლოს სულ რაღაც 10 წუთის სავალია თუ ნელა ივლი. შენ სად ცხოვრობ?
-ქალაქის ცენტრში.
-არცისე შორია აქედან.. და აქ რა გინდა?
-ვსეირნობ, აკრძალულია?
-არა..რათქმაუნდა არა!
-აბა, ჯონგუკ.. რამდენი წლის ხარ?
-ამ.. 20ის..? თქვენ?
-თქვენობით მომართვა არაა საჭირო პატარავ. მე 28ის ვარ.
-უხხ.. ნამდვილად საჭიროა თქვენობით მომართვა.~ორივემ ჩაიცინეს.~
-მოიცა რაგინდა თქვა რომ ბებერი ვარ?~სახე დაასერიოზულა თეჰიონმა წამებში~
-მე... არა.. ეს არ მითქვამს.. უბრალოდდ..
-დაწყნარდი ვხუმრობ ~უცბად ისევ გაიცივა თეჰიონმა, ჯონგუკმა კი ღრმად ამოისუნთქა.
-შენი სახე უნდა გენახა, მგონი მართლა შეგეშინდაა ~გადახარხარდა თეჰიონი და ამაზე ჯონგუკსაც გაეცინა~
-მიმიკების შეცვლა კარგად გამოგდით რა ჩემი ბრალია?
-მართალია მაგაში მაგარი ვარ, არ ვუარყოფ.
~ისევ გაიცინეს ორივემ. ასე სიცილ ხარხარში გაატარეს თითქმის მთელი საღამო, შემდეგ ერთმანეთს დაემშვიდობნენ და სახლებში წავიდნენ.~

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 23 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Can u forgive me?Where stories live. Discover now