- ტელეფონის ზარი მაღვიძებს თავს ბალიშიდან ძლივს ვწევ, აუ თავი მისკდება ამდენი რამ დამალევინა
- ალო
- სად ხარ?
- რომელი ხარ?
- დედაშენი ვარ დედაშენი
- აუ დე, ხო რა არის
- ხომ შევთანხმდით რომ დღეს მოხვიდოდიიი
- ააა, დამავიწყდა ხო მოვალ ჯერ დილაა რა
- ხო დილაა აბა რა ოღონდ 2 საათი ხდება
- უფ ხო მოვალ საღამოზე ვაა
- საღამოს ვერ მოხერხდება
- მაშინ ეხლა მითხარი რა გინდა
- საღამოს სავახშმოდ მივდივართ
- კარგი
- მეწილესთან ერთად
- ჰაა
- ხო პრობლემის გადაჭრაზე უნდა ვილაპარაკოთ
- წინასწარ გაფრთხილებ ცოლად არ მოვიყვან არავის
- ეს უბრალოდ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ვერსიაა
- არ მაინტერესებს მე არც თქვენი კომპანია და არც თქვენი ფულები
- მამაშენის სიკვდილი გინდა? წლები, წლები შრომობდა როგორი გაჭირვებიდან მოვედით აქამდე არც კი იცი ეხლა კი უბრალოდ ყველაფერი უნდა დავკარგოთ?
- არ მაინტერესებს - გარკვევით და დამარცვლით ვუთხარი
- კარგი თუ არაფერი გაინტერესებს ყველა შენი ბარათი ჩამოგერთმევა მანქანის და სახლის ჩათვლით
- რატომ მანიპულირებ ფულით და ამ ყველაფრით არ მჭირდება არაფერი შეგიძლიათ წაიღოთ
- არ ვმანიპულირებ უბრალოდ ადრე თუ გვიან ნულზე დავრჩებით და ჯობია ახლავე შეეჩვიო, მამაშენს გული დაარტყავს მეც მალევე მივეწევი უკან და მარტო დარჩები
- ეუ რა ქართველი დედა ჩართეე
- მწარეა არა სიმართლეე
- კარგი მოვალ ოღონდაც გაჩერდით მაგრამ ჩემი იმედი არ გქონდეთ
- ჯერ მოდი
- სად მოვიდე
- იგივე ადგილას იგივე დროს
- კაი
აუ ესღა მაკლდა რა, რა უნდათ ჩემგან მეოჯახე არ გამოვა არააა კომპანიაში კიდე ხომ ვუმშაობ ნუ ესკიზებს ხომ მაინც გავზავნი მეტი რანუნდააათ - ჯუჯღუნით ავდექი სამზარეულოში გავედი ყავისთვის თან ტელეფონში ალექსის ნომერს ვეძებდი
- ალო
- ალო ალექს
- ჰოუ
- ჩემთან ამოდით შენ და სანდრო რა
- ეუუ ახლაა
- ხო აბა საღამოს მივდივარ
- სად
- სავახშმოდ
- ვაა ვისთაან?
- მეწილესთან
- ეუ ისევ იმ იმაზე?
- არვიცი ვნახოთ სანდროს ეხლავე უნდა დაველაპარაკო მაგიტომ გეუბნები ამოდით თქო
- კაი გადავურეკავ და ამოვალთ ეხლა, ისე ეგენი რა გვარები არიან?
- არვიცი რა არის რო
- არაფერი პროსტა მაინტერესებდა მეც ვიცოდი თუ არა
- დღეს თუ გავიგე გეტყვი
- საცოლეს გვარი როგორ არ იციიი
- ეხლა მოგხვდება იცოდე
- ნახევარ საათში მანდ ვართ
- კაი მიდით
YOU ARE READING
გრძნობათა მორევი
Romanceწყნარი რუტინული ცხოვრება მას შემდეგ იცვლება როდესაც ორი განსხვავებული საპირისპირო ადამიანი ერთმანეთს გადაეყრება ზუსტათ მაშინ გაეხვევიან ქარიშხლის ალში.... რა მოხდება დაე ვინ გაეხვია ამ ალში? რითი გახნსხვადებიან ისინი? (დაე გაეხვით მათთან ერთად ამ ქა...